დონალდ ტრამპი ამერიკის ორ ცნობილ ტელეარხს მაუწყებლობის შეჩერებით ემუქრება.
25 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ორი უმსხვილესი ტელეკომპანიის - ABC-ის და NBC-ისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევა მოითხოვა.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში, ABC და NBC მიკერძოებასა და სიყალბეში დაადანაშაულა, რაც მისი აზრით, დემოკრატიისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„ძალიან მაღალი პოპულარობისა და საპრეზიდენტო ისტორიაში 8 ყველაზე დიდებული თვის მიუხედავად, ABC და NBC-ის „ყალბმა ნიუსებმა“, ისტორიის ყველაზე საშინელმა და მიკერძოებულმა ორმა არხმა, 97% ცუდი ამბები მომიძღვნა. თუკი ასეა, ისინი დემოკრატიული პარტიის განშტოება არიან და როგორც არაერთი ფიქრობს, კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ მათი ლიცენზიები უნდა გააუქმოს. მე ამას სრულად დავუჭერ მხარს, რადგან ისინი იმდენად მიკერძოებული და ყალბები არიან, რომ ჩვენი დემოკრატიისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ“ - დაწერა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების არასამართლიანი გაშუქებისთვის, ამ ტელეარხებმა ლიცენზიები უნდა დაკარგონ და არ უნდა სარგებლობდნენ მაუწყებლობის პრივილეგიით:
„თაღლითური ჟურნალისტიკა არ უნდა დაჯილდოვდეს, არამედ უნდა შეწყდეს“ - მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტი.
მის რადიკალურ მოთხოვნას სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევის შესახებ, Fox News-ზე სკეპტიციზმით შეხვდნენ.
იმ ტელეარხის ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა, რომლებიც რესპუბლიკელებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერით გამოირჩევიან, აღნიშნეს, რომ მსგავსი მუქარა გასცდა პრეზიდენტის ტრადიციულ ანტი-მედია რიტორიკას.
„ვეთანხმები მის შეფასებას, რომ ეს არხები ძალიან მიკერძოებული არიან და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტს, მათ შორის, ჟურნალისტები ღია ოპოზიციაში არიან, თითქოს აქტივისტები იყვნენ.
თუმცა, ვეწინააღმდეგები იმ იდეას, რომ პრეზიდენტი სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევას ითხოვდეს პოლიტიკური ბრძოლის გამო. მემარჯვენეებს მსურს ვუთხრა, რა რეაქცია გექნებოდათ, იგივე განცხადება დემოკრატ პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა თქვენი ფავორიტი არხის შესახებ? ვფიქრობ, ეს ცუდი იმიჯია და ცუდი პრეცენდენტი იქნება. ტრამპმა დიდ წარმატებას მიაღწია მტრულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ რიტორიკით და ვფიქრობ, ასეთი მუქარები საჭირო არ არის,“ - ამბობს პოლიტიკური კომენტატორი გაი ბენსონი Fox News-ის ეთერში.
ტრამპის თავდასხმა მსხვილ მედიაორგანიზაციებზე ახალი სულაც არ არის. ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ის მწვავედ აკრიტიკებდა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედიას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია ABC-ს სასამართლოშიც უჩივლა რეპუტაციის შელახვის ბრალდებით და ამ საქმეზე 15 მილიონ დოლარიან გარიგებას მიაღწია.
მაგრამ, რამდენად შეუძლია დონალდ ტრამპს ეროვნული მაუწყებლებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევა და მათი გათიშვა?
როდესაც საქმე ეროვნულ სამაუწყებლო ქსელს ეხება, აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის უფლებამოსილება შეზღუდულია.
მოქმედი წესებით, NBC-ის და ABC-ის სამაუწყებლო პრივილეგიებს ვერ ჩამოართმევენ, რადგან მათ ლიცენზიები არც სჭირდებათ. კომუნიკაციის ფედერალური კომისია ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ ადგილობრივ არხებზე და არა ფედერალურ სატელევიზიო ქსელზე, რომელიც მრავალ ადგილობრივ ტელეარხს აერთიანებს.
მაგალითად, ABC-ის საკუთრებაში 8 ადგილობრივი არხია, მასთან არის დაკავშირებული კიდევ 236 მაუწყებელი.
ამასთანავე, კომუნიკაციების ფედერალური კომისია ცალმხრივად გაშუქებულ ახალ ამბებსა და კომენტარებთან დაკავშირებულ საჩივრებს არ განიხილავს.
კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამგვარი ქმედება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან, ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო იქნებოდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბრენდან კარი, ამ მიდგომის გადახედვის ინიციატივით გამოდის და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევის შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს.
დონალდ ტრამპის მუქარა და ბრალდებები, ABC-ის და NBC-ის მფლობელებმა უკომენტაროდ დატოვეს.
ტრამპი მაუწყებლების წინააღმდეგ
03 სექტემბერი 2025დონალდ ტრამპი ამერიკის ორ ცნობილ ტელეარხს მაუწყებლობის შეჩერებით ემუქრება.

ფოტო axios.com