დონალდ ტრამპს და YouTube-ს შორის ხანგრძლივი სასამართლო დავა, პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა.
მედიაგიგანტი დათმობაზე წავიდა და სარჩელის მოსაგვარებლად 24.5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.
ვიდეოგაზიარების პოპულარულ პლატფორმასა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სასამართლო პროცესი 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებიდან იღებს სათავეს.
ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის და იქ მომხდარი არეულობის შემდეგ, YouTube-მა ტრამპის ანგარიშს თავის პლატფორმაზე ვიდეოების ატვირთვა შეუზღუდა. მაშინ, სოციალური მედიაპლატფორმები არეულობის ან ძალადობის შესაძლო მოწოდებების გამავრცელებელ პოსტებს ბლოკავდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოცმედია გიგანტს და მის მშობელ კომპანია Alphabet-ს ცენზურაში დასდო ბრალი. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპი დავობდა, რომ YouTube დემოკრატიული პარტიის გავლენით მიკერძოებულად მოქმედებდა, კონსერვატიული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ.
29 სექტემბერს, Wall Street Journal-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია სასამართლო დავის მოგვარების შესახებ.
YouTube-მა ბრალი არ აღიარა, თუმცა სამართლებრივი პროცესის დასრულების მიზნით თანხის გადახდა არჩია.
გარიგებით შეთანხმებული 24.5 მილიონი დოლარიდან, 22 მილიონ დოლარს სოციალური მედიის პლატფორმა, დონალდ ტრამპის სახელით, არასამეწარმეო ორგანიზაცია „Trust for the National Mall“-ს გადაურიცხავს, რომელიც ამ ფულს თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობას მოახმარს. დარჩენილი 2.5 მილიონი დოლარი კი თანამოსარჩელეებზე, მათ შორის ამერიკის კონსერვატიულ კავშირზე გადანაწილდება.
დონალდ ტრამპმა სასამართლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში აღნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გააზიარა პოსტი, სადაც წერია:
„YouTube დანებდა. ტრამპმა სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოლა და მოიგო!“
აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებით, დონალდ ტრამპმა მესამე სარჩელი მოიგო სოცმედია გიგანტების წინააღმდეგ.
ანალოგიურ სასამართლო დავაში, 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპისთვის 25 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა Meta (Facebook); X-მა (ყოფილი „ტვიტერი“) კი, თებერვალში, ამერიკის პრეზიდენტის სარჩელი 10 მილიონდოლარიანი გარიგებით დაასრულა.
ამერიკულ მედიაში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სოციალური მედიის სამმა გიგანტმა საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვას, მილიონების გადახდა ამჯობინა.
CNN-ის ცნობით, YouTube-მა, Faceebook-მა და X-მა 2021 წელს ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა, არეულობისა და ძალადობის წაქეზების რისკით ახსნეს. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მედიაგიგანტებს უფლება აქვთ, საკუთარი პლატფორმები სურვილისამებრ მართონ.
თუმცა როგორც CNN აღნიშნავს, ამის მიუხედავად, მათ დონალდ ტრამპის და რესპუბლიკელების მიმართ არათუ შემრიგებლური, არამედ მხარდამჭერი ნაბიჯებიც გადადგეს.
ვიდრე მემარჯვენეები იმას ზეიმობენ, რომ ტრამპის სარჩელების საპასუხოდ, სოციალური მედიის გიგანტების დათმობა სიტყვის თავისუფლების გამარჯვებაა, კრიტიკოსები შიშობენ, რომ მედიალანდშაფტი პოლიტიკური ზეგავლენით იცვლება და იზრდება რისკი, რომ სიტყვის თავისუფლების სახელით, ციფრულ მედიაში გადაუმოწმებელი ცნობები და დეზინფორმაცია მარტივად გავრცელდეს.
ტრამპი YouTube-ის წინააღმდეგ
02 ოქტომბერი 2025დონალდ ტრამპს და YouTube-ს შორის ხანგრძლივი სასამართლო დავა, პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა.