Google და კალიფორნიის შტატი მომავალი წლიდან ადგილობრივ მედიას დააფინანსებენ.
ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა მედიის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან.
კრიტიკოსთა აზრით, ეს იყო Google-ის მიერ ჩატარებული პოლიტიკური მანევრის კლასიკური მაგალითი - ამ ნაბიჯით კორპორაციამ თავიდან აიცილა „კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაცვის აქტის“ კანონპროექტის მიღება, რომელიც Google-ს და Meta-ს მუდმივ გადასახადს დააკისრებდა ახალი ამბების გავრცელების უფლების სანაცვლოდ.
Google და Meta ამ კანონის მიღების წინააღმდეგ ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. Google თავისი საძიებო სისტემიდან ახალი ამბების ვებ-გვერდების დაბლოკვითაც კი იმუქრებოდა.
მოულოდნელად, კანონპროექტის დამტკიცება გადაიდო. სანაცვლოდ კი, Google-მა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, ადგილობრივი რედაქციები მილიონობით დოლარით დააფინანსოს.
შეთანხმების მოწინააღმდეგეთა აზრით, კომპანიას ეს ბევრად იაფი დაუჯდება, ვიდრე კანონის ამოქმედების შემთხვევაში დაკისრებული გადასახადები.
კალიფორნიის შტატთან მიღწეული გარიგების თანახმად, ადგილობრივი მედიის მხარდაჭერა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სახსრებით მოხდება.
Google მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 110 მილიონ დოლარს გამოყოფს ჟურნალისტური საქმიანობის მხარდასაჭერად.
სპეციალურად ამისთვის შექმნილ ფონდს კალიფორნიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა უხელმძღვანელებს. შტატის ბიუჯეტიდან კი ფონდისთვის 70 მილიონი დოლარი გამოიყოფა. კიდევ 70 მილიონი დოლარით Google დააფინანსებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროგრამებს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშესაწყობად.
“შეთანხმება არა მხოლოდ უზრუნველყოფს დაფინანსებას ასობით ახალი ჟურნალისტის მხარდასაჭერად, არამედ ხელს უწყობს კალიფორნიაში ძლიერი და დინამიური პრეს-კორპუსის აღდგენას და ჩვენს დემოკრატიაში ჟურნალისტიკის სასიცოცხლო როლს აძლიერებს“, - ნათქვამია კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებაში.
Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ში კი აცხადებენ, რომ შეთანხმება დაეხმარება როგორც ადგილობრივ მედიას, ისე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
„დასავლეთის მედიის გილდია“, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის, არიზონისა და ტეხასის ჟურნალისტების პროფკავშირს წარმოადგენს, უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შტატის ხელისუფლებასა და ტექნოლოგიურ კომპანიას შორის მოლაპარაკებები გამჭვირვალე არ ყოფილა.
„გილდია“ ასევე მიიჩნევს, რომ შეთანხმება, ადგილობრივ მედიაზე ხელისუფლებისა და ტექნოლოგიური კორპორაციის გავლენას გაზრდის.
„ჟურნალისტიკის მომავალი არ უნდა წყდებოდეს კულუარული გარიგებებით. საკანონმდებლო ორგანომ მიმართა ძალისხმევას, დაერეგულირებინა მონოპოლია და საშინელი მარცხი განიცადა. ახლა ჩვენ გვაქვს კითხვა, შტატმა მეტი ზიანი მიიღო თუ სიკეთე?“ - ნათქვამია „დასავლეთის მედიის გილდიის“ წერილში, რომელიც მან ადგილობრივ კანონმდებლებს გაუგზავნა.
„მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიისა და საკრამენტოს ეს შეთქმულება მედიასაშუალებებს მთავრობის ქვეკონტრაქტორებად აქცევს“, - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭოს წერილში.
შეთანხმების მოწინააღმდეგე ადგილობრივი კანონმდებლების აზრით, გარიგებამ ძირი გამოუთხარა შტატის გრძელვადიან ინიციატივას დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.
სამაგიეროდ, შეთანხმების მომხრეა „ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაცია“. მასში გაერთიანებული ასობით მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ შეთანხმება მაშველი რგოლია მედია ინდუსტრიისთვის, რომელმაც ბოლო პერიოდში, შემოსავლის შემცირების გამო, ათასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
სიკეთე თუ ზიანი?
20 სექტემბერი 2024Google და კალიფორნიის შტატი მომავალი წლიდან ადგილობრივ მედიას დააფინანსებენ.

ფოტო latimes.com