საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოკავშირე ტელევიზიები კიდევ უფრო გააქტიურდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების თეორიების შექმნა-გავრცელებაში. ამგვარ საქმიანობას მათ, ცხადია, არავინ უკრძალავს, მაგრამ იმაზე მსჯელობის უფლებას, თუ რამდენად თავსებადია მათი მედიაპროდუქტი აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებთან და ეთიკასთან, ჩვენც ვერავინ წაგვართმევს.
საქართველოში ყველაზე „სარფიანად“ პრორუსულობაში დადანაშაულების შეთქმულების თეორიები „იყიდება“. 12 სექტემბერს ტვ „პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ ერთ-ერთი სიუჟეტის მთავარ ფიგურანტად გამოიყვანა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი.
ამ სიუჟეტით ტელეკომპანია შეეცადა დაემტკიცებინა, თითქოს „ქართული ოცნების“ ლიდერს რუსეთთან ფარული ურთიერთობა აკავშირებს, სინამდვილეში კი გვიჩვენა, რომ ასეთი კავშირები თავად აქვს.
როგორც სიუჟეტის ავტორები აღნიშნავენ, „სკანდალური ინფორმაცია“ მათ არც მეტი, არც ნაკლები, თავად „რუსეთის სპეცსამსახურებიდან მოიპოვეს.“ ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს: ტელეკომპანია (მისივე მტკიცების თანახმად) ინფორმაციით რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამარაგეს. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, ინფორმაციას ასე იოლად არ გასცემს, მით უმეტეს, ქართული მედიის წარმომადგენლებზე. ბუნებრივად იბადება კითხვა: ხომ არ გადაიქცნენ ცალკეული ქართული მედიასაშუალებები ნებსით თუ უნებლიეთ ინსტრუმენტად რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში?
შეკითხვა რომ ლოგიკურია, შემდეგი გარემოებითაც დასტურდება: საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა და ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ექსპერტებმა რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას და საფიქრებელია, რომ საამისოდ შესაბამისი სქემაც შემუშავებული აქვს. მათი თქმით, ეს გულისხმობს ისეთი დეზინფორმაციის „შემოგდებას“, რომელიც საზოგადოებაში კონფრონტაციას, იმედგაცრუებასა და დაბნეულობას გამოიწვევს.
შესაბამისად, ვინც ხსენებულ გადაცემას კრიტიკული თვალით შეხედა, უეჭველად გაუჩნდებოდა კითხვა: ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს გახურებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსული სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციით მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის კომპრომეტაცია?
გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე ითქვა, რომ ცნობები მამაცაშვილის რუსეთში მოგზაურობებზე ტვ „პირველს“ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის „სანდო წყარომ“ მიაწოდა; თუმცა იქიდან, რასაც ტვ „პირველის“ ჟურნალისტები „სანდო წყაროსგან“ მიღებულ ინფორმაციას უწოდებენ, არა მხოლოდ შეუძლებელია მოგზაურობის მიზნის დადგენა, არამედ დაბეჯითებით ისიც კი არ დასტურდება, საერთოდ იყო თუ არა მამაცაშვილი აღნიშნულ დროს რუსეთში.
ეჭვს აღძრავს ისიც, რომ მოგზაურობათა „დამადასტურებელ“ დოკუმენტებს გადაცემაში დაშორებული და ბუნდოვანი კადრებით აჩვენებენ. და, რაც მთავარია, ისმის კითხვა: რას ეუბნება ტელეაუდიტორიას უჩა მამაცაშვილის რუსეთში მოგზაურობის დამადასტურებელი ავიაბილეთები, თუნდაც ეს ნამდვილი ბილეთები იყოს?
მხოლოდ იმას, რომ ადამიანი გაემგზავრა და უკან დაბრუნდა. სხვა ყველაფერი კი, რაც გადაცემაში მაყურებელმა მოისმინა, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების კონსპიროლოგიური ვარაუდები და თეორიებია.
საზოგადოებისთვის არასდროს ყოფილა საიდუმლო, რომ მამაცაშვილი ბიზნესშია ჩართული და, ამდენად, რუსეთში მისი გამგზავრება სავსებით შესაძლებელია, მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდებოდეს. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები აღდგა, ბევრ ქართველ ბიზნესმენს ხშირად უწევს რუსეთში სტუმრობა.
საყურადღებოა ისიც, რომ, როგორც გადაცემაშია აღნიშნული, „გამოძიება ორ თვეს მიმდინარეობდა“, ამ ხნის განმავლობაში კი ნამდვილად შესაძლებელი იქნებოდა სიუჟეტის მთავარი გმირისგან განმარტების მიღება სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით. მაგრამ ტვ „პირველის“ კორესპონდენტი ტელეკამერის თანხლებით მხოლოდ მამაცაშვილის საცხოვრებელ სახლთან მივიდა და „კონტაქტის დამყარების ცდაც“ ამით ამოიწურა.
შებრუნებული „სკანდალი“
19 სექტემბერი 2020საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოკავშირე ტელევიზიები კიდევ უფრო გააქტიურდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების თეორიების შექმნა-გავრცელებაში. ამგვარ საქმიანობას მათ, ცხადია, არავინ უკრძალავს, მაგრამ იმაზე მსჯელობის უფლებას, თუ რამდენად თავსებადია მათი მედიაპროდუქტი აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებთან და ეთიკასთან, ჩვენც ვერავინ წაგვართმევს.