ეკონომიკა რომ არანაკლებ შემოქმედებითი მეცნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ამაზე დავა-კამათს არც ვაპირებ, იმდენად უეჭველია. შესაბამისად, უამრავ სიახლესაც გენერირებს. ესა თუ ის მეცნიერი ეკონომისტი, ბიზნესმენი, კომპანია თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აგენტი ზოგჯერ ისეთ თემას ან სულაც ერთ სიტყვას შემოგვიგდებს ხოლმე, რომ მეხსიერებაშიც სამუდამოდ იბეჭდება და ბრუნვაშიც ისე ორგანულად შემოდის, თითქოს მთელი ცხოვრება არსებობდა.
აუდიტორთა დიდ ოთხეულში შემავალმა PricewaterhouseCoopers-მა 2020-ის დასაწყისში ერთი სწორედ ასეთი ტერმინი გვისახსოვრა - სლოუბალიზაცია (slowbalisation), რაც მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის შეფერხების გლობალურ ხასიათზე მიანიშნებს. მეტიც, მსოფლიოს ცნობილმა აუდიტორმა 2020-ის პროგნოზების ლოგიკა სწორედ ამ წინადადებით შემოფარგლა: “Slowbalisation” is the new globalisation - ასე მიიჩნევენ PricewaterhouseCoopers-ში.
ამ მოხდენილი სათაურის მიღმა არცთუ ოპტიმისტური სურათი იხატება: 2020-ში მსოფლიო ეკონომიკა უფრო ნაკლებად გაიზრდება (3,4%-ით), ვიდრე საშუალოდ ამ საუკუნის განვლილ ორ ათეულ წელიწადში (3,8%). მსოფლიო ვაჭრობაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით, აშშ-ჩინეთის ფრონტზე) მიწოდების ჯაჭვის და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში პრობლემები გარდაუვალია. თუმცა, ხსნა შეიძლება მომსახურებით ვაჭრობის მატებაში იყოს და ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, აქცენტი ამაზე გადაიტანოს.
მსოფლიო ეკონომიკა რომ შენელების საფრთხის წინაშე დგას, ამაზე კიდევ ერთი გავლენიანი მოთამაშე, სარეტინგო სააგენტო Fitch Ratings მიუთითებს. აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობის მუდმივი დაძაბულობის გამო 2020 წლისთვის გლობალური ეკონომიკის ზრდა შესაძლოა, 2012 წლის დროინდელ მინიმუმამდე შემცირდეს. შედეგად, სავარაუდოა, რომ 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 2,6%-ით, 2020 წელს კიდევ უფრო ნაკლებად - 2,5%-ით.
ასეთია გლობალური კონტექსტი. და ასეთია ორი უმსხვილესი და უეჭველი ავტორიტეტის მქონე კომპანიის მოლოდინები. მარტივი შედარებაც ცხადყოფს, რაოდენ განსხვავებულია მათი გათვლები - ერთი წლეულს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას 3,4%-ით ელის, მეორე - 2,5%-ით.
წლის ბოლოს დავინახავთ, რომელი უფრო მართალი აღმოჩნდება. მათი ამჟამინდელი მოლოდინები შესაძლოა სრულიად მოულოდნელმა გარემოებამ შეცვალოს. მაგალითად, არსაიდან გაჩენილმა ჩინურმა კორონავირუსმა უკვე იქონია გავლენა მსოფლიოს ტურისტულ ნაკადებზე, ვაჭრობის ტემპებზე და საწვავის ფასებზეც კი. არადა, ერთი თვის წინ ეს ფაქტორი საერთოდ არ არსებობდა.
ასე რომ, პროგნოზი, როგორც ყოველთვის, ცოტა უმადური საქმეა, რადგან ერთმა დეტალმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
იგივე Fitch Ratings-ის შარშანდელი შეფასებები ავიღოთ, თუნდაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ავიღოთ 2019 წლის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა 4,6%-ით უნდა გაზრდილიყო. ასეთი იყო მოლოდინი წლის დასაწყისში. მაგრამ შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეულმა ორმა მნიშვნელოვანმა ცვლილებამ ეს პროგნოზი შეცვალა: რუსულმა ავიაემბარგომ (რაც ტურისტული ნაკადი შეამცირა) და ახალმა საბანკო რეგულაციებმა (რამაც დაკრედიტების ტემპი და მოცულობა დააგდო) პროგნოზის შემცირება გარდაუვალი გახადა - 4,3%-მდე.
სამომავლოდაც არის რისკების ჩარჩო მოხაზული: 2020 წელს, რომელიც, მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია და შესაბამის საფრთხეებს ატარებს, აქამდე გაკეთებული ყველა პროგნოზი ისტორიას ჩაბარდება, თუ გაუარესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მოიმატებს სახელმწიფო ვალი და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მნიშვნელოვნად დაიძაბება პოლიტიკური ვითარება.
ამ დათქმებიდან ყველა ერთად კი არა, ცალკე აღებული თითოეულიც კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. და ასეთი დათქმებით სავსეა ყველა სარეიტინგო სააგენტოს თუ სხვა კვლევითი ან საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივად განახლებადი მონაცემები.
არადა, საინტერესო მოცემულობა ძალიან ბევრია: მაგალითად, გვაქვს კარგი საკრედიტო რეიტინგი (Fitch Ratings-ის და Standard&Poors-ის შკალით გვაქვს BB დონის რეიტინგი სტაბილური პროგნოზით, Moody’s-ის შკალით - Ba2 დონე ასევე სტაბილური პროგნოზით), ბიზნესის სიიოლის მიხედვით ტრადიციულად ვართ წინ, მაგრამ რატომღაც მაინც ხშირად გვაკლია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
რატომ? მოდით, ერთად დავაკვირდეთ, რომელიმე მედიასაშუალება ამაზე სათანადო ახსნა-განმარტებას თუ შემოგვთავაზებს.
სარეიტინგო თამაშები
27 იანვარი 2020ეკონომიკა რომ არანაკლებ შემოქმედებითი მეცნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ამაზე დავა-კამათს არც ვაპირებ, იმდენად უეჭველია. შესაბამისად, უამრავ სიახლესაც გენერირებს. ესა თუ ის მეცნიერი ეკონომისტი, ბიზნესმენი, კომპანია თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აგენტი ზოგჯერ ისეთ თემას ან სულაც ერთ სიტყვას შემოგვიგდებს ხოლმე, რომ მეხსიერებაშიც სამუდამოდ იბეჭდება და ბრუნვაშიც ისე ორგანულად შემოდის, თითქოს მთელი ცხოვრება არსებობდა.