სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების საკითხი აშშ-ში სასამართლო დავის საფუძველი გახდა. Meta-ს, TikTok-სა და Youtube-ს ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ. 19 წლის მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პლატფორმების აპლიკაციებმა მასში დეპრესია და სუიციდური აზრები გამოიწვია.
კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მოსარჩელე კალიფორნიელი ქალია, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც K.G.M. ის აცხადებს, რომ ყურადღების მიმპყრობი დიზაინის გამო სოციალური ქსელებზე დამოკიდებული ადრეულ ასაკში გახდა და ჯანმრთელობაც დაიზიანა.
საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა უკვე დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალური ქსელების კომპანიების საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და, ამ მიზნით, ყოველდღიურად, 75 პოტენციური ნაფიცი მსაჯული გამოიკითხება.
19 წლის ქალის სარჩელი ერთ-ერთია მსგავსი საქმეებიდან, რომელიც მიმდინარე წელს სასამართლომ უნდა განიხილოს. მოსარჩელის ადვოკატმა, მეთიუ ბერგმანმა განაცხადა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტექნოლოგიურ გიგანტებს სასამართლო პროცესზე საკუთარი თავის დაცვა მოუწევთ მათი პროდუქტებით მიყენებული სავარაუდო ზიანისთვის.
საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფედერალური კანონია, რომელიც ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Instagram და TikTok, მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მასალისთვის იურიდიული პასუხისმგებლობისგან მეტწილად ათავისუფლებს. საუბარია კონგრესის მიერ 1996 წელს მიღებულ „კომუნიკაციების წესიერების შესახებ“ კანონის 230-ე მუხლზე.
ტექნოლოგიური კომპანიები ამტკიცებენ, რომ K.G.M.-ის საქმეში მათი მთავარი მხარდამჭერი, სწორედ, კანონია. თუმცა ის ფაქტი, რომ საქმე სასამართლოში განიხილება, უკვე მიანიშნებს ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ აშშ-ის სამართლებრივი სისტემის დამოკიდებულების მკვეთრ ცვლილებაზე. მოსარჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ საკითხი, სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლომდე მიაღწევს, იქნება ეს K.G.M.-ის თუ სხვა საქმის მეშვეობით.
„სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებიც K.G.M.-ის მსგავსად იტანჯებიან იმ საშიში და დამოკიდებულების გამომწვევი ალგორითმების გამო, რომლებსაც სოციალური მედიის პლატფორმები თავს ახვევენ მიმნდობ ბავშვებს. ამ კომპანიებს მოუწევთ ნაფიც მსაჯულთა წინაშე ახსნან, თუ რატომ იყო მათი მოგება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე“, - აცხადებს მოსარჩელის ადვოკატი, მეთიუ ბერგმანი.
სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული სარჩელის მოგვარებაზე უკვე იზრუნა TikTok-მა. კომპანია უკვე დათანხმდა მორიგებაზე, გარიგების პირობები არ გახმაურებულა.
მოსალოდნელია, რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, მოწმის სახით წარდგება სასამართლოში. თავად კომპანია ამტკიცებს, რომ მის პროდუქტებს K.G.M.-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოუწვევიათ. ცუკერბერგმა აშშ-ის სენატორებს ჯერ კიდევ 2024 წელს განუცხადა, რომ „არსებული სამეცნიერო ნაშრომები არ აჩვენებს რაიმე მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას შორის“.
სასამართლოში დაგეგმილი იყო Snap-ის აღმასრულებელი დირექტორის ევან შპიგელის ჩვენების მიცემაც, რადგან მისი კომპანია სასამართლო დავაში ასევე მოპასუხედ იყო დასახელებული. თუმცა Snap-მა K.G.M.-ის სარჩელზე მოგვარება ჯერ კიდევ 20 იანვარს მოახერხა. კომპანიის წარმომადგენელმა გარიგების დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ მონაწილეს - YouTube ამტკიცებს, რომ მისი კომპანიის პლატფორმები ფუნდამენტურად განსხვავდება სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისგან, როგორიცაა Instagram და TikTok და სასამართლოში მათი საკითხი ერთად არც უნდა განიხილებოდეს.
“ახალგაზრდობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ბავშვების აღზრდის ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით სერვისები და პოლიტიკა, რათა ახალგაზრდებს ასაკის შესაბამისი გამოცდილება, ხოლო, მშობლებს - მკაცრი კონტროლი შევთავაზოთ“, - განაცხადა Google-ს პრესსპიკერმა ხოსე კასტანედამ.
სანტა კლარას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, ერიკ გოლდმანმა კი BBC-ის განუცხადა, რომ სასამართლოში საქმეების წაგებამ, შესაძლოა, სოციალური მედიის კომპანიებისთვის ეგზისტენციალური საფრთხე შექმნას. თუმცა, მისი თქმით, მოსარჩელეებისთვის შესაძლოა, რთული იყოს იმის დამტკიცება, რომ ფიზიკური დაზიანებები სოციალური ქსელების შინაარსის შემქმნელებს უკავშირდება.
სასამართლო პროცესის დაწყების პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ კრიტიკოსების დარწმუნებას, რომ მათი პროდუქტები უსაფრთხოა მოზარდებისთვის. კომპანიებმა შექმნეს ინსტრუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, მშობლებს პლატფორმებზე შვილების გაკონტროლების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ამ ფუნქციების პოპულარიზაციაზე მილიონობით დოლარი დახარჯეს.
„კომპანიები გავლენის ყველა ბერკეტს იყენებენ, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მშობლებისთვის შეიძლება ძალიან დამაბნეველი იყოს, ვის ენდონ“, - განაცხადა ჯული სელფომ, „დედები მედიადამოკიდებულების წინააღმდეგ“ ჯგუფის დამფუძნებელმა, რომელიც მხარს უჭერს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საკითხზე სასამართლო პროცესი ექვსიდან რვა კვირამდე გაგრძელდება.
სარჩელი გიგანტი სოციალური ქსელების წინააღმდეგ
30 იანვარი 2026სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების საკითხი აშშ-ში სასამართლო დავის საფუძველი გახდა. Meta-ს, TikTok-სა და Youtube-ს ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ. 19 წლის მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პლატფორმების აპლიკაციებმა მასში დეპრესია და სუიციდური აზრები გამოიწვია.

ფოტო: Reuters