დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში სულ რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა. ან ჯერაც ხორციელდება. ზოგი მეტი, ზოგიც - ნაკლები წარმატებით.
ბოლო მათგანი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიწყო. დაიწყო და, როგორც ყველა რეფორმა, სცილას და ქარიბდას შორის გაჭირვებით მიიკვლევს გზას.
არადა, საჭიროა. არადა, გარდაუვალი იყო. არადა, სხვა გამოსავალი არ არსებობდა. რატომ? აბა, თავად განსაჯეთ.
ათეული წლებია, საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფას საფუძვლად არანაირი საკანონმდებლო გარანტია არ უდევს. გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონისა, რომელიც ცხადია, ასევე კანონია, მაგრამ უტრირებულად რომ ვთქვათ, ყოველწლიურ ბიუჯეტში საპენსიო ასიგნებები რომ არ ჩაიდოს, ასეულობით ათასი ადამიანი ერთ თეთრს ვერ მიიღებს და ვერც ვერაფერს მოითხოვს.
დიახ, ასეულობით ათას ადამიანზეა ლაპარაკი. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 2018 წელს ასაკით პენსია საქართველოს 745 ათას მოქალაქეს ეკუთვნოდა. ტენდენცია რომ დავინახოთ და ძალიან შორს წავიდეთ, 2014 წელს ასეთი 697 ათასი ადამიანი იყო. ანუ 5 წელიწადში პენსიონერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა.
ახლა იმ კატეგორიას შევხედოთ, რომელიც პენსიამდე ასაკშია. იგივე 2014 წელს საქართველოში 20-დან 60-მდე ასაკის (ანუ ეკონომიკურად აქტიური) 2,065 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2018 წელს - 2,007 მილიონი ანუ ეს კატეგორია 3%-ით შემცირდა.
რომ შევაჯამოთ,
2014-2018 წლების მოკლე პერიოდში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სახელმწიფო პენსიას უხდის, 7%-ით გაიზარდა, მათი რიცხვი კი, ვინც ეს საპენსიო გადასახდელები თავისი ეკონომიკური აქტივობით უნდა შეავსოს, 3%-ით შემცირდა.
ანუ ვინც დღეს მუშაობს, სულ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს ის, ვინც უკვე პენსიაზეა და ეს ტვირთი (როგორც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო სტატისტიკა ცხადყოფს) პერმანენტულად დამძიმებადია - ერთ დასაქმებულზე სულ უფრო მეტი პენსიონერი მოდის.
საქართველოში პენსიაზე დიფერენცირებულად გადიან: ქალები - 60, მამაკაცები კი 65 წლის ასაკში.
ხომ არ დაინტერესდებით, სხვა ქვეყნებში როდის გადიან პენსიაზე? შევხედოთ აბა, საოცნებო ქვეყნებს: გერმანიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, განურჩევლად სქესისა, საპენსიო ასაკად 65 წელია განსაზღვრული, კიდევ უფრო მაღალი ცხოვრების დონით გამორჩეულ დანიასა და და ნორვეგიაში - 67 წელი, იაპონიაში - სულაც 70.
ანუ იქ გაცილებით გვიან გადიან პენსიაზე, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი სახელმწიფო საპენსიო სისტემები ვერ უძლებს ამ დატვირთვას და კერძო ფონდები ეხიდებიან.
საქართველოში ამ ტვირთს გმირულად ჯერაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ზიდავს. 2019 წელს ბიუჯეტის ჯამური საპენსიო ხარჯი 2 მილიარდს აღწევს, სულ ბუჯეტი 13 მილიარდია, ანუ 15%-ზე მეტი პენსიებზე მიდის. ცნობისთვის: ამაზე მეტი, მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე იხარჯება (დაახლოებით, 2,5 მილიარდი). აი, ეს ხდება წელს. ანუ მესამედზე მეტი მიდის ამ ორი მიმართულებით. რაც რჩება, უნდა ეყოს ყველაფერ დანარჩენს - მთელი სახელმწიფოს ფუნქციონირებას.
გაისად? კიდევ უფრო მძიმდება ეს ტვირთი: 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, 1 ივლისიდან - დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. ესეც, ცხადია ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს. უფრო სწორად, გადასახადის იმ გადამხდელებმა, ვინც ბიუჯეტს ავსებს. ან თუ ვერა, სახელმწიფომ ვალების მორიგი პორცია უნდა აიღოს.
მოკლედ, პრობლემა დიდია და მრავალწახნაგოვანი. და მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი მას, რაც დრო გავა, მით უფრო ნაკლები წარმატებით გაუმკლავდება. ანუ რეფორმა გარდაუვალი იყო. და დაიწყო კიდეც.
სწორი მოდელი შეირჩა? ადეკვატური განაკვეთები დაწესდა? ეფექტიანად დაბანდდება საპენსიო შენატანები? ამ საკითხებზე დისკუსიებს, სხვა სპეციფიკურ პროფესიულ მოედნებთან ერთად, მედია სივრცეშიც ველი.
თუმცა, მას ჯერ საამისოდ არ სცალია. მედია ჯერ ელემენტარული არითმეტიკით არის დაკავებული: არკვევს, რა თანხა დაგროვდა საპენსიო ფონდში, რამდენი კაცი „მოხვდა“ საპენსიო სქემაში და რამდენმა დატოვა. ესეც საინტერესოა, განა არა - 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანების მოცულობამ 387 მილიონ ლარს გადააჭარბა, საპენსიო სისტემაში ამ დროისთვის 896 526 მონაწილე დარჩა, 161 353-მა კი დატოვა მისი რიგები.
ჯერ უფრო მეტ, დეტალურ და სიღრმისეულ ინფორმირებამდე ვერ მივედით. იმედია, მივალთ - ყველასთვის გარდაუვალი საპენსიო ასაკის დადგომამდე მაინც.
საპენსიო არითმეტიკა
05 ნოემბერი 2019დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში სულ რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა. ან ჯერაც ხორციელდება. ზოგი მეტი, ზოგიც - ნაკლები წარმატებით.