მიმდინარე წლის აგვისტოში 12 წელი შესრულდა 2008 წლის ზაფხულში განვითარებული დრამატული მოვლენებიდან, რომლებსაც მთლიანობაში „აგვისტოს ომს“ ვუწოდებთ. ბუნებრივია, მას შემდეგ აგვისტო ქართული საზოგადოებისა და მედიისთვის განსაკუთრებული თვეა: ტელესივრცეში ომის თემა წამყვან ადგილს იკავებს; ჟურნალისტები და თვითმხილველები იხსენებენ 12 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიასა და მათ, ვინც ომმა შეიწირა; პოლიტიკოსები აფასებენ კონფლიქტის შედეგებს და გმობენ ოკუპაციას, ხოლო საზოგადოებას საშუალება ეძლევა, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ქრონოლოგიას.
ამასთან, აგვისტოს დღეებში საქართველოში განსაკუთრებულად იგრძნობა ისიც, რომ ომთან დაკავშირებით არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და, საერთოდ, ეს თემა მედიაში დღემდე თითქოს ერთგვარი „სამხედრო საიდუმლოების“ რეჟიმში განიხილება. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ხოლო საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი გახდა იმდროინდელი მოვლენების მკვლევართა თუ მონაწილეთა შეფასებები.
ერთი სიტყვით, საქართველოს საზოგადოებას დღემდე არ მისცემია საშუალება, იმსჯელოს და გააანალიზოს 2008 წლის ტრაგედია და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ამაში დიდი „წვლილი“ მიუძღვის ქართულ მედიასაც, სადაც ომთან დაკავშირებით არათუ მსჯელობა, ზოგჯერ კითხვების დასმაც პრობლემად იქცევა ხოლმე. განვლილი 12 წლის მანძილზე ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ომის თემას ბანალური ერთფეროვნებით აშუქებს: აქცენტი კეთდება არა გააზრებაზე, არამედ გახსენებაზე.
საგულისხმოა, რომ, როცა მედია საკუთარ ფუნქციას გახსენებაში (ან შეხსენებაში) ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მედიის (უფრო სწორად კი მედიასაშუალებათა მესვეურების) აზრით, საზოგადოებამ ყველაფერი იცის და არავითარი კითხვა აღარ აქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მედიის ფუნქცია გახსენებით და შეხსენებით ამოიწუროს, თუმცა სინამდვილეში, რასაკვირველია, არსებობს უამრავი კითხვა თუნდაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული მედიის მეინსტრიმული ნაწილი ამ კითხვებით, როგორც წესი, არ ინტერესდება.
მეტიც: „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე მედიასაშუალებებმა ჯერ კიდევ 2012 წლამდე „აკრძალეს“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით იმდროინდელი ხელისუფლების მისამართით ნებისმიერი კრიტიკული კითხვის დასმა და ხელისუფლების კრიტიკა ქვეყნის კრიტიკას გაუთანაბრეს; თუმცა, რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, ხსენებულმა მედიასაშუალებებმა 2012 წლის შემდეგაც მოახერხეს „ტაბუს“ შენარჩუნება და აგვისტოს ომის გაშუქებას „ტონს“, ფაქტობრივად, დღესაც ისინი აძლევენ.
ქართულ მედიაში წლევანდელი აგვისტოს პირველი კვირაც, ძირითადად, გახსენებისა და შეხსენების ატმოსფეროში წარიმართა, თუმცა მედიის პასიურობის მიუხედავად, რაც უფრო მეტი დრო გადის სამხედრო დაპირისპირების დროიდან, საზოგადოებაში აგვისტოს ომზე მაინც სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება − ძირითადად, უცხოური, მათ შორის, ევროპული და ამერიკული წყაროებიდან. შესაბამისად, გროვდება კითხვებიც.
ამ ორიოდე კვირის წინ საფრანგეთში გამოქვეყნდა ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მემუარული ხასიათის წიგნი „ქარიშხლების დრო“ (Le Temps des Tempêtes), სადაც ავტორი ვრცელ ადგილს უთმობს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მომხდარ მოვლენებს, შუამავლის პოზიციიდან აღწერს კონფლიქტის მიმდინარეობას და მკითხველს თავის შთაბეჭდილებებსა თუ შეხედულებებს უზიარებს.
ამ დეტალებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნიკოლა სარკოზის მიერ შესრულებული უმნიშვნელოვანესი როლის გამო, მისი წიგნი ქართულ მედიაში შეიძლებოდა განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად ქცეულიყო და ბიძგი მიეცა საზოგადოებაში ახალი დისკუსიის დასაწყებად; მით უფრო, რომ წიგნის გამოქვეყნება სწორედ აგვისტოს ომის წლისთავს დაემთხვა. მაგრამ საქართველოში მედიამ „ძუნწად“ და ავტორისადმი საკმაოდ უარყოფითი განწყობით გააშუქა პუბლიკაცია.
მემუარების გამოქვეყნების ამბავი ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო „რადიო თავისუფლების“ 4 აგვისტოს სტატიიდან, რომელმაც მკითხველს აგვისტოს ომთან დაკავშირებული რამდენიმე ამონარიდის თარგმანიც შესთავაზა, თუმცა სტატიის ავტორმა, ვიდრე უშუალოდ სარკოზის ტექსტს შემოგვთავაზებდა, „ყოველი შემთხვევისთვის“ მაინც „გაგვაფრთხილა“, რომ მემუარული ლიტერატურის კითხვისას მკითხველი ავტორის მიერ მეტ-ნაკლებად გადამუშავებულ, შეფერილ თუ შელამაზებულ მოვლენებს ეცნობა და, საერთოდ, ნიკოლა სარკოზის „კონფლიქტში ამერიკელების როლზე საუბრისას არა მარტო „ავიწყდება“ ფრანგული დიპლომატიის მიერ დაშვებული უხეში შეცდომის მოხსენიება, არამედ იყენებს იაფფასიან, ანტიამერიკულ კლიშეებს და პრორუსულ შეთქმულების თეორიას ავითარებს“.
სარკოზის მისამართით კიდევ უფრო ნეგატიური შეფასებები მოვისმინეთ „მთავარ არხზე“, რომელმაც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ამონარიდების მიხედვით 5 აგვისტოს საგანგებო სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტში შეფასებებს, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები აკეთებდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასება, რომლის თანახმადაც, ნიკოლა სარკოზის „გოლისტური, მცირედ ანტიამერიკული შეხედულებები აქვს და (საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ნაწილში) სრულიად აცდენილია რეალობას“. მთლიანობაში „მთავარმა“, როგორც მოსალოდნელიც იყო, აქცენტი გააკეთა იმ ციტატებზე, სადაც კრიტიკა მიმართულია რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო სარკოზის მიერ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების კრიტიკა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის „პოლიტიკური გემოვნების რადიკალური შეცვლით“ ახსნა. ასეთივე პათოსი იგრძნობოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ სხვა მედიასაშუალებებშიც.
რაც შეეხება სხვა ტელეკომპანიებს, „იმედმა“ 5 აგვისტოს მომზადებულ სიუჟეტში მაყურებელს შესთავაზა ის ციტატები ნიკოლა სარკოზის მემუარებიდან, სადაც ავტორი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, თუმცა ეს ინფორმაცია არ გამხდარა ფართო მსჯელობის საგანი.
ქართული მედია არ ცდილობს, იპოვოს პასუხი კითხვაზე, რას გულისხმობს სარკოზი „ყველაფერში“, როცა წერს, რომ „სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად“; ან როგორ შეიძლება გავიგოთ მისი სიტყვები, რომ „სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა.“
ასევე მეტად საინტერესოა, რა საფუძველი აქვს (ან აქვს თუ არა საფუძველი) იმას, რასაც სარკოზი ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სააკაშვილისთვის მიცემულ დაპირებებზე წერს. „ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ... მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა“ − ვკითხულობთ „რადიო თავისუფლების“ მიერ შემოთავაზებულ თარგმანში.
ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული საზოგადოებისთვის თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკოლა სარკოზის მემუარები ბევრს გვეუბნება იმაზე, როგორ აღიქმება დღეს ევროპაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და თავადაც მოახდენს გავლენას ამ აღქმაზე. ცხადია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარკოზი ცდება ან მისი ინტერპრეტაციები მიკერძოებულია, ქართული მედიის მხრიდან მართებული იქნებოდა არა წიგნის იგნორირება, არამედ, პირიქით, მისი მაქსიმალურად საჯარო განხილვა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
მაგრამ ომის თემის ფართო საზოგადოებრივი განხილვა, როგორც ჩანს, შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ მედია არ გათავისუფლდება ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას შემოღებული თვითცენზურისგან და არ გააცნობიერებს, რომ საკუთარი ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს საკუთარი ქვეყნის კრიტიკას და, მით უმეტეს, მტრობას.
საქართველო „ქარიშხლების დროში“
08 აგვისტო 2020მიმდინარე წლის აგვისტოში 12 წელი შესრულდა 2008 წლის ზაფხულში განვითარებული დრამატული მოვლენებიდან, რომლებსაც მთლიანობაში „აგვისტოს ომს“ ვუწოდებთ. ბუნებრივია, მას შემდეგ აგვისტო ქართული საზოგადოებისა და მედიისთვის განსაკუთრებული თვეა: ტელესივრცეში ომის თემა წამყვან ადგილს იკავებს; ჟურნალისტები და თვითმხილველები იხსენებენ 12 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიასა და მათ, ვინც ომმა შეიწირა; პოლიტიკოსები აფასებენ კონფლიქტის შედეგებს და გმობენ ოკუპაციას, ხოლო საზოგადოებას საშუალება ეძლევა, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ქრონოლოგიას.