19 ივნისს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა კანონპროექტი, რომელიც ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირებისგან თავის არიდებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
წამყვანისგან მოვისმინეთ, რომ პირველ ჯერზე ჯარიმის მოცულობა იგივე რჩება (50 ლარი), თუმცა განმეორებით შემთხვევაში თანხა 150 ლარამდე იზრდება, ხოლო მომდევნო ჯერზე - 300 ლარს მიაღწევს.
კონკრეტული მეტი ვერაფერი შევიტყვეთ, ვაი-ვიშის გარდა, ვერც წამყვანის/ჟურნალისტის და ვერც რესპონდენტ-ექსპერტებისგან; აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ერთი, ტრადიციულად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო, მეორე კი - მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ანალიტიკოსი“.
ჟურნალისტი ჩართვაში აღნიშნავდა, რომ ეკონომიკური კრიზისის და ტექდათვალიერების სერვისის ფაქტობრივი ჩავარდნის ფონზე ჯარიმების გაძვირებას და „სხვადასხვა ტარიფების ცვლილებას“ (რა იგულისხმა, ვერ მივხვდი), ექსპერტები გაუმართლებლად მიიჩნევენ. „ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მიმართული იმისკენ, რომ მოსახლეობა უფრო მეტად გაღარიბდეს, გაუჭირდეს, ხელისუფლებამ კი ადამიანების გადახდილი გადასახადებისგან საბიუჯეტო სახსრები შეავსოს“.
„მთავარი არხის“ რესპონდენტებმა, ბესიკ დონაძემ („ევროპული საქართველო“) და ვასო ურუშაძემ („ანტიკორუფციული მოძრაობა“) განაცხადეს, რომ მთავრობამ საზოგადოების განწყობა - შემცირებულიყო საგზაო შემთხვევები და სიკვდილიანობა, ასევე „ჰაერი გაუმჯობესებულიყო“ - სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღსადგენად გამოიყენა. პროექტი წარუმატებელი გამოდგა, მდგომარეობა უფრო გაუარესდა, თუმცა, ხელისუფლებას შედეგი არ აინტერესებს და სურს, მეტი შემოსავალი, „ხარკი“ ამოიღოს ავტომობილების მფლობელებისგან. ეს ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას ტვირთად დააწვა და შემოდგომიდან ტვირთი, სავარაუდოდ, „გაუსამმაგდება“. წერტილი.
1. პირველ რიგში, ჟურნალისტმა არ ჩაწერა კანონპროექტის ინიციატორი-პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სადაც ამ საკითხზე 9 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. არ ჩაწერა არც დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ და პრობლემას უფრო სიღრმისეულად იცნობენ. რეპორტიორმა ისიც კი არ იცოდა, აღნიშნული ცვლილება რომელ კანონში შედის.
2. მიუხედავად ხსენებული ეკონომიკური სიდუხჭირისა, ავტოპარკის რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად 5-6%-ით იზრდება. 2021 წელს მან 1,5 მილიონ ერთეულს მიაღწია. ანუ, 2,5 სულ მოსახლეზე საქართველოში 1 ავტომანქანა მოდის. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ნახევარზე მეტის ასაკი 20 წელს აჭარბებს, ხოლო მესამედი -11-დან 20 წლამდეა.
3. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობა, მართალია, უმნიშვნელოდ შემცირდა (600-დან 450-მდე შემთხვევამდე წელიწადში 2015-2021 წლებში), მაგრამ საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მაინც მაღალია. ადგილობრივი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა, გაეროს ექსპერტების შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევების საშუალოდ 25-30% - სწორედ სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის გამო ხდება, აქედან ფატალურად - 120 ადამიანისთვის სრულდება. არანაკლებ ყურადსაღებია ეკოლოგიური ფაქტორიც, რადგან გამონაბოლქვის კონცენტრაცია მაღალია ერთი მეტრის სიმაღლეზე და განსაკუთრებით ბავშვებს აზარალებს.
4. ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია: ექსპერტების თქმით, შარშან ინსპექტირება მხოლოდ მთლიანი ავტოპარკის ნახევარმა - 700 ათასმა მანქანამ გაიარა. ინსპექტირების საფასური (ანუ, „ხარკი“) - 60 ლარია, მაღალი არაა და თითქმის ჯარიმას უტოლდება. მფლობელებს მანქანის შეკეთებას, ხშირად ურჩევნიათ, ჯარიმა იხადონ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების რეკომენდაციით, იგეგმება ჯარიმის გაზრდა და საერთოდ არ არის კავშირში ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, მით უმეტეს, ტექდათვალიერების სერვისების ავკარგიანობასთან.
და ბოლოს უმთავრესი:
• სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია შესაბამისი ევროპული დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვის გზით, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. ხელშეკრულება ევროკავშირთან, ასევე ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან 2014 წელს გაფორმდა და ეს პროცესი ვადების მიხედვით გაიწერა.
გაცხადებულად პროევროპული ორიენტაციის პლატფორმისთვის, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე პოპულისტური და ხალხის ემოციებზე მორგებული მასალების მომზადება.
როცა ევროპა გვინდა, ევროპული რეგულაციები - არა
20 ივნისი 202219 ივნისს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა კანონპროექტი, რომელიც ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირებისგან თავის არიდებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.