BBC-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანის კარიერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი პოსტის გამო სრულდება.
ჟურნალისტი მოგვითხრობს ახალ ამბებს, თუმცა ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ თავად არ იქცეს ამბად - ეს სტანდარტი სპორტულმა ჟურნალისტმა ჰენრი უინთერმა, BBC-ის სპორტული გადაცემის პოპულარული წამყვანის, გარი ლინეკერის გარშემო აგორებული მორიგი სკანდალის პასუხად გაიხსენა.
„როდესაც ამბის მთხრობელი, თავად იქცევა ამბად, ამას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს. ლინეკერი უფრო და უფრო მეტად ასოცირდებოდა არასაფეხბურთო პრობლემებთან, რამაც მისი, როგორც სპორტული ტელეწამყვანის როლი დაჩრდილა“ - განაცხადა უინთერმა.
ანტისემიტიზმის სკანდალში გახვეული გარი ლინეკერი ბრიტანულ მაუწყებელს ცნობილი გადაცემის, Match of the Day-ის („დღის მატჩი“) სეზონის ბოლო გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ - მიმდინარე კვირის ბოლოს დატოვებს.
ლინეკერი გადაცემიდან წასვლას 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გაშუქების შემდეგ გეგმავდა, თუმცა ახალი სკანდალის გამო, არხიდან წასვლა დაგეგმილზე ადრე მოუხდა.
გარი ლინეკერმა 13 მაისს საკუთარ ინსტაგრამზე პალესტინური ჯგუფის (Palestine Lobby) პოსტი გააზიარა.
ვიდეოს ჰქონდა წარწერა - „2 წუთში ახსნილი სიონიზმი“ და თან ერთვოდა ვირთხის „ემოჯი“. ვირთხა კი ხშირად ანტისემიტურ შეურაცხყოფად მიიჩნევა და ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა მისამართით გამოყენებულ ენაზე მიანიშნებს.
BBC-ის ცნობილი წამყვანის ასეთ პოსტს მალევე გამოეხმაურა „ანტისემიტიზმთან ბრძოლის კამპანია (CAA), რომელმაც ლინეკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
“მოვუწოდებთ BBC-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გარი ლინეკერი დაკავებული პოზიციიდან. ბატონმა ლინეკერმა არაერთხელ, გაცნობიერებულად ან დაუდევრობით, დაუკავშირა საკუთარი თავი იმ ინდივიდებსა თუ კონტენტს, რომელიც ანტისემიტურ ნარატივებს ავრცელებენ და ებრაელთა წინააღმდეგ ძალადობის ნორმალიზებას ახდენენ. BBC -მ, რომელიც ირწმუნება, რომ იცავს მიუკერძოებლობას და კეთილსინდისიერებას, არაერთხელ დაიცვა ლინეკერი პასუხისმგებლობისგან,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
გარი ლინეკერმა პოსტი წაშალა და დაშვებული შეცდომა ვიდეომიმართვაში აღიარა:
„გავაზიარე ვიდეო, რომელსაც თან ახლდა საშინელი კონოტაციის „ემოჯი“. სამწუხაროდ, ეს ვერ შევნიშნე. რომ შემემჩნია, არასოდეს გავაზიარებდი. როდესაც გავაცნობიერე, პოსტი წავშალე და ბოდიში მოვიხადე. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს იმ ტკივილისა და განაწყენების გამო, რაც გამოვიწვიე. ეს გულწრფელი შეცდომა იყო, თუმცა მეტი ყურადღება მმართებდა. ანტისემიტიზმი მეზიზღება და ვგმობ. ვფიქრობ, ყველასთვის საუკეთესო იქნება, თუკი BBC -ზე ტელეწამყვანის პოზიციას დავტოვებ,“ - განაცხადა ლინეკერმა.
სპორტული ტელეწამყვანი ამავე ვიდეოში გამოემშვიდობა არხს, სადაც 26 წელი იმუშავა.
BBC -ის სპორტული რედაქციის დირექტორმა ლინეკერის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა და ტელეწამყვანის დაკარგვის გამო სინანული გამოთქვა:
„სამწუხაროა, რომ ასეთ შესანიშნავ ტელეწამყვანს ვემშვიდობებით. მადლობას ვუხდი გარის მრავალწლიანი სამსახურისთვის. გარი ლინეკერი BBC -ს მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლოს დატოვებს,“ - დაწერა ალექს კეი-ჯელსკიმ.
ლინეკერის კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელეწამყვანს საკუთარი აზრები საჯაროდ არ უნდა გამოეხატა და ბევრ სადავო საკითხზე დუმილი მართებდა.
BBC-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი ქეითი რაზალი განმარტავს, რომ ლინეკერმა გაჩუმება ვერ შეძლო, რამაც საბოლოოდ მისი კარიერა დაანგრია:
„გარი ლინეკერი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდა, რომ თავი უნდა შეეკავებინა ისეთი აზრების გამოხატვისგან, რაც BBC -ის მიუკერძოებლობაზე მოახდენდა გავლენას. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხალხს მუდამ აზრის გამოხატვა სურს, სოციალური მედია კი ყველას აძლევს ამის პლატფორმას. მან ვერ შეძლო გაჩუმება და საბოლოოდ, სწორედ ამას შეეწირა“.
სად გადის ზღვარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასა და მისი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას შორის? - ლინეკერის სკანდალს ბრიტანულ მედიაში არაერთი სტატია მიეძღვნა.
გაიხსენეს ის ფაქტიც, რომ სპორტული ტელეწამყვანი ღიად საუბრობდა ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და ამბობდა, რომ იქ ათასობით ბავშვის მასობრივი მკვლელობა ხდება. გარი ლინეკერი ასევე არ ერიდებოდა მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკისა თუ ბრექსიტის კრიტიკას.
ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ პრობლემა არა ღაზასთან, ან ბრექსიტთან დაკავშირებული მოსაზრებების გამოხატვა იყო, არამედ ის, რომ ლინეკერი ე.წ. ძველ და ახალ მედიაში თანაარსებობას ცდილობდა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
როცა ამბის მთხრობელი თავად იქცევა ახალ ამბად
22 მაისი 2025BBC-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანის კარიერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი პოსტის გამო სრულდება.