19 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების დინამიკის თემაზე.
საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თემა ასე წარადგინა:
„ოპოზიცია, რომელიც კიდევ ერთ წაგებულ თამაშს თამაშობს. ამჯერად საქმე ეხება ქვეყნიდან წასულ ადამიანებს და ხელისუფლების ოპონენტები მაქსიმალურად ცდილობენ, სურათი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.
აღმოჩნდა, რომ რიცხვები საპირისპიროს ამბობს. ოპოზიციის სიცრუეს საქსტატის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს“.
თავად სიუჟეტი საქსტატის მონაცემთა ინტერპრეტაციაზე იყო აგებული:
„2022 წელს საქართველო 125 269 ადამიანმა დატოვა, თუმცა იმიგრანტების რაოდენობა ბევრად მეტი, 179 778 იყო, შესაბამისად მიგრაციული სალდო დადებითია“ - ითქვა სიუჟეტში.
მაყურებელს შესთავაზეს ინფოგრაფიკაც, რომელშიც ერთმანეთთან იყო დაპირისპირებული ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, რაც პრინციპულად ვერ ასახავს სიუჟეტის დასაწყისში ნახსენებ პრობლემას და შესაბამისად, ოპოზიციის პრეტენზიის პასუხად ვერ გამოდგება.
ემიგრაცია ნიშნავს კონკრეტული სახელმწიფოდან მოსახლეობის გადინებას ხანგრძლივი ან სამუდამო გადასახლების მიზნით.
იმიგრაცია კი ნიშნავს კონკრეტულ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების შემოსვლას ხანგრძლივი ან სამუდამო დარჩენის მიზნით.
თუ „იმედს“ სურდა ეთქვა, რომ საქართველოს დატოვების მსურველ მოქალაქეთა რიცხვს სჭარბობს საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა, აღნიშნული ინფოგრაფიკა ამ მოცემულობას ვერ ასახავს, რადგან „იმიგრაციის“ რაოდენობა მოიცავს არა მხოლოდ და არა იმდენად საქართველოს მოქალაქეებს, რამდენადაც სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა რაოდენობას.
მეორე მხრივ, იგივე მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა იმიგრაციის ხარჯზე; ოღონდ ამ გაზრდილ რაოდენობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შესაძლოა უფრო მცირე აღმოჩნდეს.
მაგალითად, კატარის მოსახლეობაში კატარის მოქალაქეთა რაოდენობა 12%-ია, ხოლო 88%-ს იმიგრანტები წარმოადგენენ.
მიგრაციის დადებითი სალდო ანუ იმიგრაციის მაღალი ოდენობა შესაძლოა კარგიც იყოს ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკისთვის (მაგალითად, კანადის ან კატარისთვის) და შესაძლოა პრობლემურიც (მაგალითად, იტალიის ან საფრანგეთისთვის), მაგრამ ეს მოცემულობა ქართულ ოპოზიციურ პარტიებს სავარაუდოდ, არ უგულისხმიათ.
ქართული ოპოზიციის პრეტენზია გულისხმობს საქართველოდან დიდი ოდენობით საქართველოს მოქალაქეების, პირველ რიგში, ქართველების გადინებას.
თუმცა, სტატისტიკას ვერც ოპოზიცია გამოიყენებს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, რადგან რთულია თავად ემიგრაციის აღრიცხვა.
პირი ან ოჯახი შესაძლოა მაგალითად, გერმანიაში დარჩენის განზრახვით გავიდეს საქართველოდან. მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ეს პირები ვერ ჩაითვლებიან ემიგრანტებად და აღრიცხული იქნებიან ტურისტებად; მითუმეტეს, რომ საზღვრის კვეთისას თითქმის არავინ ამბობს, რომ ემიგრაციაში მიდის.
სტუდენტები ასევე ვერ ჩაითვლებიან ემიგრანტებად და მათი 3-4 წლიანი სწავლების შემდეგაც არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო შეამოწმებს ქვეყნიდან გასული სტუდენტის ან არდაბრუნებული სხვა პირის სტატუსსა და განზრახვას.
შესაბამისად, სტატისტიკა ამ მხრივ, სულ მცირე, არაზუსტი იქნება.
იგივე ვითარებაა საქართველოში შემოსულ იმიგრანტებთან დაკავშირებით.
ქვეყანაში შემოსული პირი თავიდანვე არ აცხადებს თავის რეალურ განზრახვას, ან ცვლის მას უკვე საქართველოში ყოფნის პერიოდში, მანამდე კი ითვლება ტურისტად.
ერთადერთი მონაცემი, რითაც შეუძლია იხელმძღვანელოს სტატისტიკამ - არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის მომთხოვნთა ან მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა რაოდენობის აღრიცხვა, რაც ასევე ვერ ასახავს რეალურ სურათს.
ცალკე პრობლემაა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პასპორტის პარალელურად გააჩნიათ კიდევ სხვა ქვეყნის პასპორტი ან მუდმივი/დროებითი ბინადრობის საბუთი. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირი ვერ ჩაითვლება ვერც ემიგრანტად, ვერც იმიგრანტად და ვერც რეპატრიანტად. დიდი ალბათობით, ამგვარ ორპასპორტიან პირთა რაოდენობის დათვლა ახლო მომავალში ვერც მოხდება, ისევე როგორც ვერ დაითვლება ემიგრაცია.
სანამ ქვეყნიდან სამუდამოდ გასული პირები ოფიციალურად არ მიმართავენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და სხვადასხვა მიზეზით, ოფიციალურ უარს არ იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე, ისინი ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად.
ამ მიზეზით ფაქტობრივი ემიგრაციის გამოთვლას სტატისტიკა ვერ მოახერხებს.
შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების ფაქტობრივი გადინება ქვეყნიდან კვლავ გრძელდება, მაგრამ ამ ტენდენციას სტატისტიკა ვერ წარმოაჩენს, მას საკმარისი ინფორმაცია არ მოეპოვება.
შესაბამისად, ემიგრაციის და იმიგრაციის თემებზე საუბრისას, ვერც "იმედის" და ვერც ოპოზიციის აპელირება სტატისტიკაზე, ვერ ჩაითვლება არგუმენტირებულად და დარჩება საზოგადოებრივი განწყობების, ნარატივებისა და შეგრძნებების დონეზე;
ეს კი თავის მხრივ, საკმარისია როგორც კვალიფიციური ანალიზისა და რისკების განსაზღვრისთვის, ასევე ზედაპირული სპეკულაციებისთვის.
როგორ გამოვთვალოთ ფაქტობრივი ემიგრაცია?
20 დეკემბერი 202319 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების დინამიკის თემაზე.