მედიის რეგულირების ისტორია ევროპასა და ამერიკაში, რადიოს დაბადებასთან ერთად იწყება, რადგან ჯერ კიდევ რადიოს მასობრივი გავრცელების კვალდაკვალ, გამოიკვეთა ის სპეციფიკური გამოწვევები და საფრთხეები, რომლებიც თან ახლავს ელექტრონული მედიის განვითარებას.
რადიო XIX საუკუნის ბოლოს და ХХ საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და თავდაპირველად ფუნქციონირებდა, როგორც უკაბელო ტელეგრაფი.
უფრო კონკრეტულად, განვითარების ადრეულ ეტაპზე რადიოკავშირი ძირითადად კონკრეტული ადრესატის მიერ მეორე ადრესატისთვის ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენებოდა, თუმცა რეგულირების საჭიროება უკვე იდგა.
საქმე ისაა, რომ რადიოს ტექნოლოგიამ უამრავ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს მისცა საშუალება, გადაეცა ინფორმაცია რადიოსიხშირის საშუალებით, თუმცა სიხშირეების შეზღუდული რაოდენობის გამო, ბევრი აქტორი ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სიხშირეს იყენებდა, რაც საბოლოო ჯამში უამრავ გაუებრობას ქმნიდა.
შესაბამისად, საჭირო გახდა იმის განსაზღვრა, თუ ვის ჰქონდა კონკრეტულ ტერიტორიაზე კონკრეტული სიხშირის გამოყენების უფლება.
ამ ამოცანის გადასაჭრელად, დასავლეთის ქვეყნებში ჯერ კიდევ ХХ საუკუნის პირველ ათწლეულებში გადაიდგა პირველი ნაბიჯები რადიოსიხშირეების ტექნიკური რეგულირების მიზნით და განისაზღვრა პირველი მარეგულირებელი ინსტიტუციები, ხოლო მას შემდეგ, რაც მედიამ რადიოს საშუალებით ინფორმაციის მასობრივი გავრცელება დაიწყო, ამავე (ან საგანგებოდ, რეგულირების მიზნით) ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებს დაევალათ რადიოსადგურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივი მონიტორინგიც.
შინაარსობრივი რეგულირების საჭიროება განპირობებული იყო იმით, რომ რადიო მეტად ამარტივებდა ინფორმაციის მასობრივ გავრცელებას. იმავდროულად, სწორედ ამ სიმარტივის გამო, საზოგადოება სულ უფრო მოწყვლადი ხდებოდა დეზინფორმაციისა და არაკეთილსინდისიერი ჟურნალიზმის სხვა გამოვლინებების მიმართ.
ამ პროცესს შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, სადაც რადიო, XIX საუკუნის ბოლოდან ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
1912 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო პირველი სპეციალური რადიოს აქტი (Radio Act of 1912), სადაც განსაზღვრა სიხშირეების გაცემისა და გამოყენების წესები, ხოლო მონიტორინგის ფუნქცია ამ წესების აღსრულებაზე ვაჭრობის ფედერალურ დეპარტამენტს დაევალა.
ამ პერიოდში რადიოკავშირი ძირითადად კონკრეტულ აქტორებს შორის კომუნიკაციის მიზნით გამოიყენებოდა და მისი ძირითადი მომხმარებლები სამხედრო შენაერთები, სატრანსპორტო საშუალებები, კონკრეტული ორგანიზაციები ან კერძო პირები იყვნენ.
ХХ საუკუნის 20-იანი წლებისთვის რადიოსიხშირეებს უკვე მასობრივად იყენებდნენ მედიასაშუალებებიც, რის გამოც 1927 წელს კონგრესმა მიიღო რადიოს აქტის ახალი რედაქცია (Radio Act of 1927), რომელიც უკვე რადიოსადგურების (ანუ მედიასაშუალებების) მიერ ლიცენზიის მიღებისა და მაუწყებლობის წესებს განსაზღვრავს.
ამ წესების შემუშავებისას ამოსავალ ღირებულებად განისაზღვრა საზოგადოებრივი ინტერესი. მაგალითად, 1927 წლის აქტის მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად რადიოსადგურს უნდა ეჩვენებინა, რომ მისი „საქმიანობა სასარგებლო ან აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის“.
1927 წლის რადიოს აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა ასევე პირველი მარეგულირებელი ორგანო ამერიკის შეერთებულ შტატებში - რადიოს ფედერალური კომისია (FRC).
1934 წელს კონგრესმა მიიღო კომუნიკაციების აქტი (Communications Act of 1934), სადაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება და ამ წელსვე შეიქმნა კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC), რომელმაც რადიოს ფედერალური კომისია ჩაანაცვლა.
განვლილი 90 წლის განმავლობაში აშშ-ში ელექტრონულ მედიას სწორედ კომუნიკაციების ფედერალური კომისია არეგულირებს - გასცემს სამაუწყებლო ლიცენზიას, წარმართავს მაუწყებლობის პროცესს საჯარო ინტერესების შესაბამისად, ახორციელებს შინაარსის მონიტორინგს, უზრუნველყოფს მაუწყებლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვას (მათ შორის, საარჩევნო პროცესის სამართლიან გაშუქებას) და ამ წესების ან კანონის დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, ინფორმაციის მიზანმიმართული დამახინჯების დროს) მიმართავს საჯარიმო სანქციებს.
ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს გარდა, კომუნიკაციების ფედერალური კომისია ასევე ხელმძღვანელობს მის მიერვე დადგენილი ნორმებით. ეს უფლება კომისიას კონგრესის სპეციალური აქტით აქვს მინიჭებული.
საყურადღებო ფაქტია, რომ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, 1949 წელს კომისიამ შემოიღო სამართლიანობის დოქტრინა (Fairness Doctrine), რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკულ მედიაზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
დოქტრინის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იყვნენ, გაეშუქებინათ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები და მათი გაშუქებისას წარმოეჩინათ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული შეხედულებები.
მოგვიანებით, სამართლიანობის დოქტრინის ფარგლებში კიდევ უფრო დაიხვეწა რეგულაციები, რომლებიც მედიას ავალდებულებდა პოლიტიკური მოვლენების მიუკერძოებელ გაშუქებას.
მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლების უკმაყოფილების და მწვავე დისკუსიის ფონზე, 1987 წელს კომისიამ სამართლიანობის დოქტრინა გააუქმა, ამერიკულ საზოგადოებაში დღემდე არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახა დოქტრინის მუშაობა და შემდგომ, მისი გაუქმება ამერიკულ მედიაზე.
მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ „ჭარბმა რეგულირებამ“ ერთგვარი „მსუსხავი ეფექტი“ მოახდინა მაუწყებლებზე და გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოვიდა გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან, რომელსაც ამერიკაში, ტრადიციულად, უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, ვიდრე ევროპაში.
მკვლევრების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის დოქტრინის გაუქმებამ და დაბალანსებული გაშუქების ვალდებულებაზე უარის თქმამ განაპირობა ამერიკული მედიის მკვეთრი პოლარიზება და რადიკალიზაცია ევროპულ მედიასთან შედარებით, სადაც მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ექცევა.
აქედან გამომდინარე, შეერთებულ შტატებში პერიოდულად აქტიურდება მოთხოვნა სამართლიანობის დოქტრინის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო სიტყვა ამ საკითხში კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას ეკუთვნის.
როგორც უკვე აღინიშნა, ელექტრონული მედია რეგულირდება ევროპაშიც და ევროპული რეგულირების მიზანია, უზრუნველყოს მედიასაშუალებების მაქსიმალური მიუკერძოებლობა.
ევროპული რეგულირების ერთ-ერთ კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთის) სამაუწყებლო პოლიტიკა, რომელიც ბრიტანული მედიის განსაკუთრებულ ავტორიტეტს და სანდოობას განაპირობებს.
ელექტრონული მედია ბრიტანეთში ამჟამად რეგულირდება 2003 წლის კომუნიკაციების აქტის საფუძველზე, რომელმაც მანამდე მოქმედი ცალკეული საკანონმდებლო ნორმები ჩაანაცვლა. ამავე აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო - კომუნიკაციების ოფისი (OfCom), რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ბრიტანელ კოლეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ბრიტანული რეგულირების სტანდარტი გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის უზრუნელყოფას.
მაგალითად, კომუნიკაციების აქტში დაკონკრეტებულია, რომ საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, ტელევიზია და რადიო ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო მუკერძოებლობის (Due impartiality) დაცვა.
ანალოგიური მოთხოვნა გვხვდება კომუნიკაციების ოფისის მიერ მიღებულ მაუწყებლობის კოდექსში (Broadcasting code), სადაც კიდევ უფრო მკაფიოდ არის დაკონკრეტებული მიუკერძოებლობის ვალდებულება.
მაუწყებლობის კოდექსი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს სიძულვილის ენას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას (მოითხოვს სიზუსტეს - Due accuracy), კრძალავს ისეთი შინაარსის გავრცელებას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანებს და ა.შ.
დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოების პარალელურად, ასევე არსებობს თვითრეგულირების ტრადიცია და ე. წ. თანარეგულირების მექანიზმები.
მაგალითად, კანადაში მაუწყებლობის რეგულირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანადის მაუწყებელობის სტანდარტების საბჭო (CBSC), რომელიც იურიდიულად კანადური მედიასაშუალებების ასოციაციის მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.
საბჭო ზედამხედველობას უწევს ასოციაციის მიერ შემუშავებულ მაუწყებლობის კოდექსს, თუმცა, ვინაიდან თავად საბჭოში გაწევრიანება მედიასაშუალებებისთვის ნებაყოფლობითია, საბჭოს არ შეუძლია ჩაანაცვლოს კანადის რადიო-ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციის კომისიის ფუნქციები (CRTC), რომელიც კანადის ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოა.
როგორ და რატომ რეგულირდება მედია დასავლურ სამყაროში?
08 სექტემბერი 2025მედიის რეგულირების ისტორია ევროპასა და ამერიკაში, რადიოს დაბადებასთან ერთად იწყება, რადგან ჯერ კიდევ რადიოს მასობრივი გავრცელების კვალდაკვალ, გამოიკვეთა ის სპეციფიკური გამოწვევები და საფრთხეები, რომლებიც თან ახლავს ელექტრონული მედიის განვითარებას.