ქართულ მედიას არაერთი პრობლემა და სუსტი მხარე აქვს, მაგრამ არსებობს საკითხები, სადაც პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ ჩავარდნასთან. ერთერთი ასეთი საკითხი არის საერთაშორისო პოლიტიკის და საერთოდ, საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიმართულება.
ამასთან, საერთაშორისო ზოლში ჩავარდნა განსაკუთრებით საგანგაშო და სახიფათოა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
საქართველო დიდი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აშკარად არ არის თვითკმარი ეკონომიკური, პოლიტიკური ან თუნდაც კულტურული სივრცე; და თუ დიდ ქვეყნებზე საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით ლიმიტირებულია, საქართველოს მასშტაბის, ფუნქციისა და გეოპოლიტიკური სტატუსის მქონე ქვეყნების შემთხვევაში საზღვარგარეთი ხშირად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად გვევლინება ხოლმე.
ამ გავლენას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვხედავთ, მაგალითად, თუნდაც იგივე ვალუტის კურსის რყევის დროს, როცა რომელიმე მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მომხდარი ეკონომიკური ცვლილებები ფაქტობრივად მომენტალურად აისახება ხოლმე ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე და შესაბამისად, თითოეული ქართველის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით ანალოგიური მასშტაბის გავლენას ახდენს საქართველოზე „დიდ მსოფლიოში“ მიმდინარე პოლიტიკური თუ კულტურული ძვრები.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქართული მედია დიდწილად ჯერ კიდევ საბჭოთა მედიისთვის დამახასიათებელი პოზიდან აკვირდება საზღვარგარეთს, რაც ფორმისა და მასშტაბის თვალსაზრისით, უფრო „მოვალეობის მოხდას“ ჰგავს, ხოლო შინაარსობრივად, ანალიზის ნაცვლად, პოლიტიკური მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მაგალითად, თუ ქართულ მედიას, და განსაკუთრებით ტელემედიას დავაკვირდებით უცხოეთის გაშუქების მასშტაბებისა და გეოგრაფიის ჭრილში, პირველ რიგში თვალში გვეცემა მკვეთრი დისბალანსი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებს შორის, რაც გულისხმობს კონკრეტული ქვეყნებისა და რეგიონების მიმართ არაპროპორციულად მცირე ყურადღების დათმობას. ცალკეული ქვეყნებისა თუ ზონების მიმართ ეს ყურადღება იმდენად მცირეა, რომ იგნორირების მცდელობასაც კი ემსგავსება და ეს იგნორი ცხადია, არ შეიძლება აიხსნას საქართველოს სწრაფვით ევროპული ოჯახისკენ, რადგან თავად ევროპულ მედიაში იგივე აღმოსავლეთს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე ქართულში.
ამასთან, ყურადსაღებია გაშუქების ხასიათიც - აღმოსავლეთი ქართული მედიის ყურადღებას ძირითადად მაშინ იქცევს, როცა საქმე ეხება ტრაგედიას - ომს, ტერორისტულ აქტს, ეპიდემიას და ა.შ., რაც საზოგადოებასაც შესაბამის ასოციაციებს და ფობიებს უყალიბებს.
ბოლო პერიოდში, აღმოსავლეთთან დამყარებული ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე, შედარებით გახშირდა ფინანსური და ეკონომიკური შინაარსის ინფორმაციაც, თუმცა აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროცესების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ კვლავ ძალიან ცოტა იცის.
ასევე ძალიან ცოტა, შეიძლება ითქვას, პარადოქსულად ცოტა ინფორმაციას ვიღებთ უშუალოდ ჩვენი რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების შესახებ; და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ საქართველოზე, ვიდრე ვთქვათ, ბელგიაში ან პორტუგალიაში. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას და ზოგადად „ევრაზიულ ზონას“, ეს ტენდენცია ხშირად იხსნება პოლიტიკური კონფლიქტით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი გაუგებარი რჩება, როგორ შეიძლება მედია არ აკვირდებოდეს კონფლიქტის მეორე მხარეს მიმდინარე მოვლენებს; რეალურად, დასავლური მედია სწორედ ასე იქცევა, ხოლო ჩვენი მედია ამ შემთხვევაშიც უფრო საბჭოთა მედიას მოგვაგონებს, ვიდრე დასავლურს.
მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი - ალბათ კიდევ უფრო დიდი პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ მედიაში თავად დასავლეთის გაშუქებაც არ ხდება არც სიღრმისეულად და არც მიუკერძოებლად.
ქართულმა მედიამ სამწუხაროდ, დასავლეთის შესახებაც არ იცის ის, რაც უნდა იცოდეს და არ აკვირდება იმას, რასაც უნდა დააკვირდეს. აქედან გამომდინარე, დასავლეთის არცოდნა თვალნათლივ მჟღავნდება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის დროს, რომლის გაშუქებაც ქართულ მედიას მოუწია და განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2008 წლიდან დაწყებული დიდი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ.
ამ რთულ და გარდამავალ პერიოდში ქართულმა მედიამ ფაქტობრივად ვერასდროს დაინახა და ვერასდროს გააშუქა სწორედ დასავლურ საზოგადოებებში არსებული განწყობები და შესაბამისად, ვერასდროს გააკეთა მეტ-ნაკლებად რეალისტური პროგნოზი. მეტიც - მთელი ისტორიული პროცესი, რომელიც დასავლეთში დღემდე არ დასრულებულა და რომელიც ლიბერალური ძალების (შედარებით) დასუსტებასა და კონსერვატიული ძალების (ასევე შედარებით) გაძლიერებაში გამოიხატება, ქართული მედიის უდიდესი ნაწილისთვის კვლავაც „პოპულისტების შემთხვევით და დროებით წარმატებად“ რჩება; ნათელია, რომ ქართული მეინსტრიმული მედია დასავლეთს გვაჩვენებს მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან, რაც ერთი მხრივ, საზოგადოებას უყალიბებს არასწორ წარმოადგენას დასავლეთზე, ხოლო მეორე მხრივ, ამავე საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში დასავლეთის მიმართ სკეპტიკურ განწყობებსაც აღვივებს.
და ბოლოს, კიდევ ერთი პრეტენზია საერთაშორისო მოვლენების გაშუქების კუთხით, რომელიც უბრალოდ ზედაპირზე დევს და არ შეიძლება არ შევამჩნიოთ, - არის გლობალური ხედვის ნაკლებობა; რაც გულისხმობს ერთი მხრივ, გაშუქებულ მოვლენებს შორის და მეორე მხრივ, მთლიანობაში ამ მოვლენების საქართველოსთან შესაძლო კავშირის ან გავლენის ანალიზს.
ამ მხრივ ქართული მედია კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიების ნაწილში და საერთოდ, საერთაშორისო ამბების ქართული წყაროების გაცნობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მოვლენები სადღაც სხვა პლანეტაზე ხდება, ხოლო ქართული საზოგადოება რომელიღაც სულ სხვა პლანეტაზე ცხოვრობს.
ერთადერთი გამონაკლისი, როცა მოვლენები დაუყოვნებლივ ებმება საქართველოს, ისევ და ისევ ტრაგედიები და ფორსმაჟორული სიტუაციებია; ესეც სავარაუდოდ, ხდება აუდიტორიის გაზრდის მიზნით და არა ზოგადი სტრატეგიის ფარგლებში. ამასთან, თვითონ ტრაგედიების გაშუქებისას მედიას აშკარად აკლია ადამიანური ემპათია და ზოგჯერ ელემენტარული ეთიკაც კი, თუმცა ეს უკვე სულ სხვა სფეროა და ცალკე ანალიზს მოითხოვს.
როგორ (არ) უნდა გავაშუქოთ საერთაშორისო მოვლენები
16 თებერვალი 2020ქართულ მედიას არაერთი პრობლემა და სუსტი მხარე აქვს, მაგრამ არსებობს საკითხები, სადაც პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ ჩავარდნასთან. ერთერთი ასეთი საკითხი არის საერთაშორისო პოლიტიკის და საერთოდ, საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიმართულება.