28 ივნისს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს და საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს ე.წ. „სანქციების ტრიოს“ წარმომადგენლებმა ჯეიმს ობრაიენმა (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი) და კუმარ აიერმა (გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი).
პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რამდენიმე ქართული არხის, მათ შორის „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მეშვეობით.
პრეს-კონფერენციას ორივე არხის ჟურნალისტები ესწრებოდნენ და სწორედ მათ მიერ დასმულ კითხვებზე გასცეს სტუმრებმა ყველაზე ვრცელი პასუხები.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი კითხვა-პასუხს პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ „მთავარმა არხის“ წამყვანმა ასეთი შეჯამება გააკეთა:
„დაახლოებით 38 სახის პროდუქტი, რომელიც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომში, შედის რუსეთის ტერიტორიაზე და ამ საეჭვო ქვეყნებს შორის არის საქართველოც“.
რაც შეეხება „ტვ პირველს“, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა:
„ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა ჯიმ ობრაიენმა საქართველოს მთავრობას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანა მათთვის არის პრობლემური..
თუკი მთავრობა გუშინ გვიმტკიცებდა, რომ სანქციებს სანიმუშოდ ასრულებენ და მათთან პრეტენზიები არ არსებობს, დღეს ბაიდენის გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ყველაფერს ფარდა ახადა..
ბრიტანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არ დამალეს, რომ საქართველოში პრობლემას ხედავენ, ასე რომ არ იყოს, საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ..“
ტელეარხების კომენტარებიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელმა და ამერიკელმა სტუმრებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება, არამედ ამხილეს და დაგმეს კიდეც, აკრძალული 38 სახის ელექტროსაქონელის რუსეთში შეტანისთვის.
რადგან პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ვნახოთ, რა თქვეს პირდაპირ ეთერში სტუმრებმა.
ჯეიმს ობრაიენი: - „ამ ტიპის და დონის შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ჩვენი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს იარაღი, რომელიც კლავს ხალხს. აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს იმ ელექტრონულ მოწყობილებებზე, რომლებიც გამოიყენება ომში. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს ამ ტიპის მოწყობილობების მიმართულებას..
ჩვენ არ ვაპირებთ შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის ვაჭრობა და საქონლის მოძრაობა. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ფართო მოხმარების საქონელზე, რათა ამ საქონელმა მიაღწიოს ბაზრამდე.. ამ ვაჭრობაში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საქონელზე, რომელიც შეიძლება ომში იყოს გამოყენებული...“
კუმარ აიერი: - „ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას დაადასტურა პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსთან და ხალხთან.
იმ წარმატებული ვიზიტის გაგრძელებაა ჩვენი ჩამოსვლა, რომ გვეთქვა მადლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომელთა მიზანია, რომ არ შექმნილიყო სივრცე სანქციების თავის არიდებისთვის, თუმცა ისიც ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ეცდება შავი ხვრელები გამონახოს, სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩამოსულები“.
სტუმრების მიერ მარტივი და გასაგები ენით გამოთქმული პოზიციის მიუხედავად, პრეს-კონფერენციაზე მყოფმა ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა სასურველი პასუხის მისაღებად შესაბამისი ფორმულირების კითხვები ჩამოაყალიბეს:
„მთავარი არხის“ კითხვა: „როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი რუსეთისთვის და არის თუ არა საფრთხე, რომ დასავლეთმა პერსონალური სანქციები დაუწესოს კონკრეტულ მაღალჩინოსნებს? მაგალითად, უკრაინამ უკვე დაასანქცირა ივანიშვილის გარემოცვის წევრები და დასანქცირებულთა შორის არის ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ წევრები მიესალმებიან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მაშინ როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი“.
„ტვ პირველის“ კითხვა: „რამდენჯერ გაიზარდა საქართველოდან რუსეთში ელექტრომოწყობილობების მიწოდება, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს საქართველოს ხელისუფლებას? მე ვიცი, რომ არსებობს 5 კომპანია, რომელიც ეწევა ელექტროსაქონლის ექსპორტს, მოექცევიან თუ არა ისინი სანქციების ქვეშ?“
ამ კითხვებს სტუმრებმა შემდეგი პასუხები გასცეს:
ჯეიმს ობრაიენი: „მე არ ვაპირებ დისკუსიას შესაძლო სანქციებზე და სპეციფიურ თემებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა. თუკი შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ აკრძალული ნივთების იდენტიფიცირება..ეს ყველაფერი ახალია და ჩვენც, ჩვენს ქვეყნებშიც ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ამ სისტემებს.
ელექტროსაქონლის უმრავლესობა იყო ლეგალური წლის დასაწყისამდე. თებერვლის ბოლოდან ამ ელექტროსაქონლის დიდი ნაწილი ჩვენმა ქვეყნებმა (აშშ და ბრიტანეთი) და ევროკავშირმა გახადა არალეგალური რუსეთში შეტანისთვის. ამის შემდგომ, ჩვენ დავინახეთ რომ ამგვარი საქონლით ვაჭრობამ ნაბიჯ-ნაბიჯ გადაინაცვლა რუსეთის სამეზობლოსკენ. და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო პარტნიორები იცვლება, რუსული ექსპორტი საქართველოში ემბარგოს შემდეგ აღდგა და ზოგიერთ გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი რუსეთის ნაცვლად ახლა უკვე საქართველოში და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში შეაქვს. ჩვენი და საქართველოს მთავრობის დისკუსიების მიზანია სრული მოკავშირეობა, რათა არცერთი იმ აკრძალული საქონლის დასახელებიდან არ მოხვდეს რუსეთში“.
კუმარ აიერი (მიმართავს „ტვ პირველს“ და „მთავარ არხს“): „რაც შეეხება რამდენჯერმე ხსენებულ კითხვას ელექტროსაქონელზე, ჩვენი ვიზიტი ფოკუსირებული იყო მხოლოდ ძალიან სპეციფიური 38 დასახელების ელექტროსაქონლის ჩამონათვალზე და ჩვენი ჩამოსვლის მიზანია კონკრეტულად ეს 38 დასახელების საქონელი.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ამ თემაზე (38 დასახელების საქონლის სია) ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან არ ვურთიერთობთ, ამავე მიზნით ჩვენ მივემგზავრებით სომხეთში, მანამდე უკვე ვიყავით 5-ზე მეტ ქვეყანაში და ვაპირებთ ვეწვიოთ კიდევ ბევრ სახელმწიფოს“.
სახეზეა „მთავარი არხის“ წამყვანის და „ტვ პირველის“ კორესპონდენტის მიერ, სულ მცირე, მოსმენილიდან აზრის გამოტანის სერიოზული პრობლემა, რეალურად კი, პირდაპირ ეთერში გადაცემული ინფორმაციის აშკარა გაყალბება.
„მთავარი არხის“ წამყვანმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთში შეაქვს აკრძალული 38 დასახელების ტექნიკა. არც ობრაიენს, არც კუმარ აიერს ეს არ უთქვამთ.
უფრო მეტიც, ბრიტანელმა სტუმარმა უშუალოდ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართა პირდაპირ ეთერში და უთხრა, რომ მათი მისიაა არა ზოგადად ელექტროტექნიკა, არამედ კონკრეტულად 38 სახეობა.
მან ასევე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ საქართველო არ იყო შერჩეული, როგორც კონკრეტული სახელმწიფო, რომელზეც არსებობს ეჭვი. რადგან ამ 38 დასახელების საქონლის საკითხზე ჯგუფი უკვე იყო ნამყოფი რამდენიმე სხვა ქვეყანაში და საქართველოს შემდეგაც ჰქონდათ დაგეგმილი ვიზიტები.
ინფორმაცია გააყალბა ასევე „ტვ პირველმა“, რომლის ჟურნალისტებმაც ობრაიენის ვიდეოკომენტარი გაავრცელეს დამახინჯებული და კომპილირებული ქართული თარგმანით, რომელშიც ჩამატებული იყო გამოგონილი ფრაზა - „ჩვენი სურვილია, საქართველომ შეცვალოს პოლიტიკა ამ მიმართულებით“.
ასევე სიცრუეა ჟურნალისტის ფრაზა „ბრიტანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არ დამალეს, რომ საქართველოში პრობლემას ხედავენ“ და ამ ფრაზის არგუმენტაცია - „ასე რომ არ იყოს, საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ“.
„მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული პრეს-კონფერენციის შინაარსის დამახინჯების თუ თარგმანის აშკარა გაყალბების მიზეზად არაკვალიფიციურობის დასახელება რთულია, რადგან ტენდენციურობასა და პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს არა მხოლოდ ყალბი დასკვნები, არამედ დასმული შეკითხვების ფორმულირებაც.
რა თქვეს სტუმრებმა და რა გვითხრეს ჟურნალისტებმა?
29 ივნისი 202328 ივნისს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს და საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს ე.წ. „სანქციების ტრიოს“ წარმომადგენლებმა ჯეიმს ობრაიენმა (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი) და კუმარ აიერმა (გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი).