„ფაშიზმზე გამარჯვების დღე — კრემლის საათის მიხედვით, თუ ევროპული დროით?“ - დასვა კითხვა „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.
ჟურნალისტმა კი რეპორტაჟში მაყურებელს უთხრა, რომ:
„..ამჯერად მანიპულაციისთვის მშვენიერი საბაბი აღმოჩნდა თარიღი 9 მაისი. როგორც ვიცით, ცივილიზებული მსოფლიო, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს 8 მაისს, თუმცა საბჭოთა მენტალობის მქონე ქვეყნებისთვის ეს რთული დასაძლევი აღმოჩნდა და საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაც მიიჩნევს, რომ 9 მაისს უნდა აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე...“
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური რეალობები.
ობიექტური რეალობა:
1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში (აშშ ჯარების მეთაურის, ეიზენჰაუერის შტაბი) ფაშისტური გერმანიის წარმომადგენელმა ალფრედ იოდლმა ხელი მოაწერა უპირობო კაპიტულაციას. საბჭოთა კავშირის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ივან სუსლოპაროვმა, მაგრამ სტალინის მოთხოვნით, რეიმსის კაპიტულაცია ჩაითვალა „კაპიტულაციის წინასწარ პროტოკოლად“, რადგან ხელმოწერა უნდა მომხდარიყო ბერლინში, ანუ საბჭოთა გავლენის ზონაში.
1945 წლის 8 მაისს, 23.01 საათზე (შესაბამისად, მოსკოვის დროით 9 მაისის 00.01 საათზე), ბერლინის მახლობლად (კარლსხოლსტი) კაპიტულაციის ტექსტს, მცირე შესწორებების შემდეგ, ხელი მოაწერეს ხელმეორედ. გერმანიის მხრიდან ხელმომწერი ამჯერად ვილჰელმ კეიტელი იყო, სსრკ-ის მხრიდან კი მარშალი ჟუკოვი.
ანტიფაშისტური კოალიციის წევრების შეთანხმების თანახმად, საბოლოო კაპიტულაციად ჩაითვალა მეორე კაპიტულაცია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კაპიტულაციის შესახებ 8 მაისს უკვე განაცხადეს ჩერჩილმა და რუზველტმა.
კეიტელის მიერ ხელმოწერილი კაპიტულაციით, ანტიფაშისტურმა კოალიციამ გამოაცხადა ომის დასრულება.
საბჭოთა კავშირის (მათ შორის საქართველოს) მოსახლეობამ კაპიტულაციის ხელმოწერის და შესაბამისად ომის დასრულების შესახებ გაიგო ხელმოწერიდან 2 საათში, 9 მაისის ღამის 02.10 საათზე, რადიოს მეშვეობით.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, იქნებოდა იმ მომენტში საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში თუ არა, გერმანიის კაპიტულაციის ამოქმედების ფაქტი, დროის სარტყელიდან გამომდინარე, საქართველოში დადგა 9 და არა 8 მაისს.
სუბიექტური რეალობა:
მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შესაბამისად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველო ფაშიზმს ებრძოდა, როგორც საბჭოთა ჯარის შემადგენელი ნაწილი.
700 000 ქართველი მეომარი ფრონტზე გადიოდა საბჭოთა სამხედრო ფორმით და ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის სამხედრო მეთაურობის ბრძანებებს. შესაბამისად, 9 მაისს გამარჯვებასაც, მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანი აღნიშნავდა, როგორც გამარჯვებული საბჭოთა კავშირის მეომარი.
ანტიფაშისტური კოალიციის აღმოსავლეთი ფრონტისგან განსხვავებით, ევროპელი და ამერიკელი ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ 8 მაისს, რადგან კაპიტულაციის ამოქმედება ევროპის დროის სარტყელში მოხდა 8 მაისს.
პოლიტიკური კონტექსტი:
„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“ საბჭოთა პერიოდში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე“ ერქვა, თუმცა ყოველთვის არ ითვლებოდა ზეიმად და უქმე დღედ.
(ცნობისთვის, - 1945 წლის 9 მაისს, მოსკოვში აღლუმი არ გამართულა, „გამარჯვების აღლუმი“ გაიმართა იმავე წლის 24 ივნისს.)
1945 წლიდან 1965 წლამდე გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არცერთხელ არ გამართულა, შემდეგ კი იმართებოდა 10 წელიწადში ერთხელ.
1965 წლიდან 9 მაისი ითვლებოდა უქმე დღედ.
ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმების ყოველწლიური გამართვა კი, რუსეთში შემოიღეს მხოლოდ პუტინის ეპოქაში.
ანტიფაშისტური კოალიციის სხვა სახელმწიფოებში გამარჯვების დღე აღინიშნებოდა ვეტერანთა გაერთიანებების მიერ, მაგრამ ოფიციალურ უქმე დღედ 8 მაისი არ გამოცხადებულა.
9 მაისი „ევროპის დღედ“ ოფიციალურად აღინიშნება ევროკავშირში 2008 წლიდან, როგორც ევროპის გაერთიანების დღე და არ აქვს კავშირი ფაშიზმზე გამარჯვებასთან.
2008 წლამდე, „ევროპის დღედ“ ითვლებოდა 5 მაისი (1949 წელს შექმნილი „ევროპის საბჭოს“) საპატივცემულოდ.
1985 წელს ევროგაერთიანებამ (ევროკავშირის წინამორბედი გაერთიანება) 9 მაისი გამოაცხადა „ევროპის მშვიდობისა და ერთობის დღედ“, ხოლო 2008 წლიდან უკვე ევროკავშირმა დააწესა 9 მაისი "ევროპის დღედ".
და ბოლოს,
ანტიფაშისტური კოალიციის აღმოსავლეთი ფრონტისთვის კაპიტულაციის ხელმოწერა მოხდა 9 მაისს, შესაბამისად ლოგიკურია აღმოსავლეთში ფაშიზმზე გამარჯვების 9 მაისს აღნიშვნა; მითუმეტეს, რომ ომის ვეტერანები ტრადიციულად ამ დღეს ზეიმობდნენ და მათთვის ეს საკითხი გასაგებად სუბიექტურია.
ასევე ლოგიკურია, კოალიციის დასავლეთი ფრონტის ვეტერანებისთვის გამარჯვების დღედ 8 მაისის აღიარება.
ხოლო რადგან „ევროპის დღე“ ემთხვევა კოალიციის აღმოსავლეთ ნაწილისთვის საზეიმო თარიღს, სავსებით ლოგიკურია „ევროპის დღის“ და „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ ერთდროული აღნიშვნა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - 8 თუ 9 მაისი?
09 მაისი 2023„ფაშიზმზე გამარჯვების დღე — კრემლის საათის მიხედვით, თუ ევროპული დროით?“ - დასვა კითხვა „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.