„კარასინი-აბაშიძის ფორმატით „ქართულმა ოცნებამ“ ჟენევის მოლაპარაკებები გაანეიტრალა და მოჩვენებითი მუშაობით ჩაანაცვლა. ასე გააქრეს დღის წესრიგიდან ტერმინი ოკუპაცია და დევნილების დაბრუნების საკითხი.“
- გვითხრა „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 11 მარტის 15-საათიან გამოშვებაში.
ვფიქრობთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უშედეგოა მსჯელობა ჟურნალისტურ სტანდარტებსა თუ პროფესიულ პასუხისმგებლობაზე;
ამდენად, მხოლოდ მკითხველისთვის, ვეცდებით, შემადგენელ ნაწილებად დავშალოთ ეს ოპუსი და გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ორ წინადადებაში სამჯერ იცრუო.
სიცრუე პირველი: „კარასინი-აბაშიძის ფორმატით ქართულმა ოცნებამ ჟენევის მოლაპარაკებები გაანეიტრალა“.
რა არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი?
„პრაღის ფორმატი“, როგორც მას შეხვედრების ადგილის გამო (ჩეხეთის დედაქალაქში იმართება) უწოდებენ, 2012 წელს, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით შეიქმნა. იქამდე რუსეთი და საქართველო მხოლოდ ჟენევის ფორმატში ხვდებოდნენ ერთმანეთს. დიალოგი, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მონაწილეობდნენ, მოიცავდა სამ მიმართულებას - სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებს.
რა არის ჟენევის ფორმატი?
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლიდან ფუნქციონირებს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ; ასევე, ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო წარმომადგენლები. დისკუსიის პირველ ჯგუფში განიხილება უსაფრთხოების საკითხები, მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
როგორც ვხედავთ, ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციის, ამოცანებისა და შემადგენლობის ფორმატია. აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ვერაფრით ჩაანაცვლებს და მით უფრო - ვერ გაანეიტრალებს.
სიცრუე მეორე: „...მოჩვენებითი მუშაობით ჩაანაცვლა“.
რამდენად მოჩვენებითია საქართველოს საქმიანობა ჟენევის ფორმატში?
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველო ემზადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის, რადგან ჟენევის ფორმატი - „წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის“
ამ განცხადებას წინ უძღოდა მოსკოვსა და სოხუმში, ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“, კერძოდ, „მეგობრულად განწყობილ მინსკში“ ან ბაქოში გადატანის სურვილი. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჰქონდათ.
სიცრუე მესამე: „ასე გააქრეს დღის წესრიგიდან ტერმინი ოკუპაცია და დევნილების დაბრუნების საკითხი“.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ: „დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“
გამოდის, რომ ხელისუფლებამ არათუ გააქრო, არამედ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად გამოაცხადა ოკუპაციასთან და სიღარიბესთან ბრძოლა.
და ბოლოს, - ეკრანიდან კატეგორიული ტონით მოთხრობილ ამბავს მაყურებელი ხშირად უკრიტიკოდ იღებს; მითუმეტეს, ტელევიზია არ არის გაზეთი ან ინტერნეტ-გვერდი, რომ ინფორმაციის ხელახლა წაკითხვა ან მისი გაანალიზება შეძლოს და ამიტომაც, მოტყუებული რჩება.
ნაწილებად დაშლილი სიცრუე
13 მარტი 2024„კარასინი-აბაშიძის ფორმატით „ქართულმა ოცნებამ“ ჟენევის მოლაპარაკებები გაანეიტრალა და მოჩვენებითი მუშაობით ჩაანაცვლა. ასე გააქრეს დღის წესრიგიდან ტერმინი ოკუპაცია და დევნილების დაბრუნების საკითხი.“