კომპანია Meta-ს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის შედეგები შესაძლოა მილიარდობით ადამიანის ყოველდღიურობაზე აისახოს და ციფრული კომუნიკაციის პოპულარული ფორმაც შეცვალოს.
14 აპრილს, ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს დარბაზში, Meta-ს პლატფორმების აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, ჩვენება მისცა.
სასამართლო პროცესი, Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მშობელი კომპანიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალური კომისია Meta-ს ედავება, რომ 2012-2014 წლებში, Instagram-ისა და WhatsApp-ის შეძენით, სოციალურ მედიასივრცეში უკანონო მონოპოლია შექმნა.
მარკ ცუკერბერგის კომპანიამ Instagram 1 მილიარდ დოლარად შეიძინა, WhatsApp კი - 19 მილიარდ დოლარად.
ვაჭრობის ფედერალური კომისიის ბრალდებით, Meta-ს ეს გადაწყვეტილება არა ბიზნესის ზრდას, არამედ Facebook-ის დომინაციის შენარჩუნების მიზნით, პოტენციური მეტოქეების განადგურებას ემსახურებოდა. ცუკერბერგს 1890 წლის „ანტიმონოპოლიური აქტის“ დარღვევაში ადანაშაულებენ.
ვაჭრობის ფედერალური კომისია ირწმუნება, რომ Meta ამერიკის შეერთებულ შტატებში „სოციალური ქსელების“ ბაზრის 80% ფლობს, ანუ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram და WhatsApp.
კონკურენტი აპლიკაციები, მათ შორის TikTok და Snapchat კი, პოპულარობის მიუხედავად, ამერიკულ ბაზარზე კლიმატს ვერ ცვლიან.
ამის ფონზე, Meta-ს ედავებიან, რომ მონოპოლიის გზით, ხელი შეუშალა ინოვაციას და მომხმარებელთა არჩევანი შეზღუდა.
სასამართლო დავის ფარგლებში, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისია ცდილობს, Meta-ს ტექნოლოგიური იმპერია დაშალოს და ითხოვს, რომ კომპანიამ Instagram-სა და WhatsApp-ზე საკუთრების უფლებები დათმოს.
„100 წელზე მეტია, ამერიკის საჯარო პოლიტიკა მოითხოვს, რომ კომპანიებმა კონკურენცია შეძლონ წარმატების მისაღწევად. სასამართლო დავაში კი იმიტომ ვართ, რომ Meta-მ ეს პირობა დაარღვია. გადაწყვიტეს, რომ კონკურენცია მეტად რთული იყო და უფრო მარტივი იქნებოდა, თუკი მეტოქეებს ფულით ჩამოიშორებდნენ,“- განაცხადა მოსარჩელე დენიელ მეიტსონმა.
Meta, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ აპლიკაციების შეძენა კომპანიის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა და არა ბაზრის კონტროლს. კომპანიის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი სუსტი და რეალობას აცდენილია.
„გვედავებიან, რომ ჩვენი კონკურენტები მხოლოდ Snapchat და MeWe არიან. სასამართლოზე წარვადგენთ მტკიცებულებას, რომ Instagram კონკურენციას უწევს TikTok-ს, YouTube-ს, X-ს და მრავალ სხვა აპლიკაციასაც. აბსურდია, რომ დიდებული ამერიკული კომპანიის დაშლას ცდილობენ მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია ჩინური TikTok-ის გადარჩენას ცდილობს,“- აღნიშნა Meta-ს უფროსმა იურისტმა, ჯენიფერ ნიუსტედმა.
თუკი Meta ვაჭრობის ფედერალური კომისიის მიერ გამოცხადებულ ანტიმონოპოლიურ ბრძოლას წააგებს, ყოველწლიური შემოსავლების ნახევარს დაკარგავს.
Instagram კომპანიაში ყველაზე მსხვილი შემომტანია. კერძოდ, რეკლამებიდან შემოსული თანხა გლობალურად 70 მილიარდ დოლარს აღემატება. The Guardian წერს, რომ Instagram-ის დაკარგვა Meta-სთვის კატასტროფული იქნება.
სასამართლო პროცესის შედეგები გავლენას მოახდენს Meta-ს პლატფორმების 3.5 მილიარდ მომხმარებელზეც.
რადგან Instagram, ინფლუენსერებისა და რეკლამების დამსახურებით ყველაზე შემოსავლიანი აპლიკაციაა, სავარაუდოდ, დამოუკიდებლად არსებობასაც შეძლებს. თუმცა, მომხმარებლებისთვის ტექნიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. მათ შორის, შეიზღუდება Facebook-თან მონაცემების გაზიარება. WhatsApp-ს კი შემოსავლების დამოუკიდებლად მიღების მიზნით, შესაძლოა რეკლამების ან ფასიანი გამოწერების დამატება მოუხდეს.
სოციალური მედიაინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი პოლიტიკურ შინაარსაც ატარებს.
როგორც დასავლური გამოცემები წერენ, ეს ერთგვარი გამოცდა იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის. კერძოდ, დააკვირდებიან, შეასრულებს თუ არა პრეზიდენტი პირობას, ტექნოლოგიური გიგანტების მონოპოლიის დასრულების შესახებ.
ტრამპსა და ცუკერბერგს დაძაბული წარსული აკავშირებთ: დონალდ ტრამპი Meta-ს კონსერვატორების ცენზურაში ადანაშაულებდა, 2024 წელს მარკ ცუკერბერგს ციხითაც დაემუქრა.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ცუკერბერგმა მასთან ურთიერთობის გამოსწორება სცადა. Meta-ს მფლობელი პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ვახშამზე ესტუმრა და ინაუგურაციის ფონდში 1 მილიონი დოლარიც გადარიცხა.
ამერიკულ მედიაში წერენ, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 2025 წლის მარტში, ცუკერბერგი დონალდ ტრამპს თეთრ სახლშიც შეხვდა და ანტიმონოპოლიური დავის გადაჭრის საკითხზე ესაუბრა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
Meta-ს წინააღმდეგ სასამართლოში სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის კომისია დავობს:
„ტრამპი-ვენსის ვაჭრობის ფედერალური კომისია ამ პროცესისთვის ისეა მზად, როგორც არასდროს. ყველაზე შრომისმოყვარე იურისტები გვყავს და 24 საათი ვმუშაობთ,“ - განმარტა აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისიის წარმომადგენელმა, ჯო სიმონსონმა.
სასამართლო დავა სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება.
თუ პროცესს ვაჭრობის ფედერალური კომისია მოიგებს, დაიწყება მეორე სასამართლო დავა, სადაც იმაზე იმსჯელებენ, თუ რამდენად აღადგენს ბაზარზე კონკურენციას Meta-ს მიერ Instagram-ის და WhatsApp-ის გაყიდვა.
მოუწევს თუ არა ცუკერბერგს Instagram-ის და WhatsApp-ის გაყიდვა?
15 აპრილი 2025კომპანია Meta-ს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის შედეგები შესაძლოა მილიარდობით ადამიანის ყოველდღიურობაზე აისახოს და ციფრული კომუნიკაციის პოპულარული ფორმაც შეცვალოს.