„საქართველო ოკუპანტებზე იყიდება!“
ორდღიანი კამპანია, რომელიც „მთავარ არხზე“ 4-5 დეკემბერს ვიხილეთ, დაიწყო იმის მტკიცებით, რომ მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია და ქვეყანა იყიდება.
ამაზე, ჟურნალისტის თქმით, ციფრებიც მეტყველებს:
„საქართველოში 25 ათასზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ბოლო 6 თვეში 50 პროცენტით გაიზარდა.. რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 2022 წლისთვის 108 მილიარდი დოლარი შეადგინა (?!)“
ჟურნალისტი მშრალ ხიდზე, ადგილობრივ მაკლერებს მიადგა და ქირა-გაყიდვების ამბებით დაინტერესდა, შემდეგ ონლაინ-მოვაჭრეებსაც დაუკავშირდა, თავი რუსეთის მოქალაქედ წარუდგინა, რომელსაც ისეთი ბინის შეძენა სურს, რომელიც ბინადრობის ნებართვას მოაპოვებინებს. „მაშინ 100 ათასი დოლარი დაგჭირდებათ“ - უპასუხეს მას.
„რა დგას რუსული ექსპანსიის ამ მზარდი მაჩვენებლის უკან? - ძირითადი ინტერესი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაა, ბინის შესყიდვა ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია, ამიტომ ექსპანსიის დიდი დაწოლა სწორედ უძრავ ქონებაზე მოდის!“
- დაასკვნა ჟურნალისტმა, რომელმაც აშკარად აურია ერთმანეთში მოქალაქეობა და ბინადრობა.
ცნობისათვის, ბინადრობის ნებართვა სხვადასხვა სახისაა: - სასწავლო, შრომითი, დროებითი, მოკლევადიანი, უვადო და ა.შ.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად პირი საქართველოში მინიმუმ 100 ათას დოლარად შეფასებულ უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს (გარდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომლის უცხოელებზე გაყიდვაც აკრძალულია).
რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭებას, საამისოდ მხოლოდ ქონება საკმარისი აღარ არის. კანონით, უცხოელს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინება, საქართველოში 5 წლის მანძილზე უწყვეტად ცხოვრება, ქართული ენის, ისტორიის და კანონმდებლობის გარკვეული ცოდნა მოეთხოვება.
ასევე, გამარტივებული წესით ენიჭებათ მოქალაქეობა პირებს, რომლებიც 2 წლის განმავლობაში რეპატრიანტის სტატუსით სარგებლობდნენ. რეპატრიანტის სტატუსის საკითხს კი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწესრიგებს.
არის მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო შემთხვევებიც: - მაგალითად, ცნობილ სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, რომლებსაც საქართველოს სახელით სურთ საქმიანობა; ასევე, ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებს, ან ისეთი ინვესტიციების განმახორციებელს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მოქალაქეობას უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს.
თუმცა, 5 დეკემბერის 12 და 3 საათიან გამოშვებებში „მთავარმა არხმა“ მაყურებელს „სენსაციური“ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ „რუსები საქართველოს ბინადრობასა და მოქალაქეობას 5 500 დოლარად ყიდულობენ“.
“მთავარი არხის ჟურნალისტური ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქალაქეობას რუსეთიდან ჩამოსული პირები ფულის სანაცვლოდ ყიდულობენ და სავარაუდოდ, სქემა არალეგალურად, იუსტიციის სახლის კონკრეტული თანამშრომლების ხელშეწყობით ფუნქციონირებს. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ შუამავალ კომპანიას, რომელიც რუს მიგრანტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვას და შემდგომ უკვე მოქალაქეობის მიღებას სთავაზობს. საბოლოო ჯამში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სულ რაღაც 5500 დოლარი უჯდებათ“ - გვამცნო წამყვანმა.
შემდეგ ჟურნალისტმა ისაუბრა იმაზე, რომ საშუამავლო ფირმის წარმომადგენლის თქმით, რომლის საკონტაქტო ნომერი ვინმე ოლგამ მისცა, 5500 დოლარად მარტო ბინადრობის ნებართვის მიღების გარანტია კი არა, მოქალაქეობის მიღების პირობაც არსებობს: -
„შუამავალი კომპანიის წარმომადგენელი სწორედ იუსტიციის მოქმედ თანამშრომლებს გვისახელებს და გვეუბნება, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს თანამშრომლები ეხმარებიან შუამავალ კომპანიებს და საქართველოს მოქალაქეობას გასცემენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე 5500 დოლარად.. ასე მუშაობს, როგორც ჩანს, სქემა.“
მოვისმინეთ სატელეფონო საუბრის ქართულად გახმოვანებული ჩანაწერიც.
„ვინც თქვენი ტელეფონი მომცა, იმ ქალმა მითხრა, რომ თუ საქმეს ხელს კიდებთ, რაღაც გარანტიებს იძლევით. თქვენ ბევრს დაეხმარეთ ასე?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- და მაინც მაინტერესებს, რამდენი დადებითი შედეგი იყო.
- უხეშად რომ დავითვალოთ, ათიდან რვა და ის ორიც ჩვენი ბრალი არ იყო.
- ანუ ათიდან რვამ მიიღო ბინადრობის უფლება საქართველოში, ხომ?
- დიახ, დიახ.
- რთული პროცედურაა?
- დიახ, ცოტათი რთულია, მაგრამ ჩვენ შიგნიდან გვეხმარებიან.
- უკაცრავად, შიგნიდან გვეხმარებიანო, თქვით?
- დიახ.
- ესე იგი, იუსტიციის სახლიდან? რამდენი უნდა გადავიხადო?
- ოლგამ ალბათ გითხრათ უკვე ეს.
- 5 500 დოლარი, ხომ?
- დიახ.“
გაუგებარია, რატომ არ გადაამოწმეს ექსპერიმენტების მოყვარულმა ჟურნალისტებმა უცნობი პირის მიერ მიწოდებული საეჭვო ინფორმაცია იუსტიციის სახლში, პრეზიდენტის აპარატში;
მეტიც, რატომ გადაწყვიტეს, რომ თემის მოკვლევა დასაწყისშივე უნდა მიეტოვებინათ? ან რატომ ჩათვალეს, რომ უცნობი ქალის მიერ ნათქვამი დაუზუსტებელი ფრაზა საკმარისი იქნებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად?
კარგი იქნებოდა, უცნობი პირისთვის, რომელიც ჟურნალისტებმა სანდო წყაროდ წარმოგვიდგინეს, ეკითხათ, რატომ ახდევინებს ბინადრობის ნებართვის შესახებ განაცხადის მომზადებაში 5 500 დოლარს მაშინ, როცა ამ მომსახურების მიღება ოფიციალურად 350-დან 500 ლარამდე ღირს და თარჯიმნის გარეშე, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის საშუალებითაცაა შესაძლებელი.
ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს მოკვლევა განეგრძოთ და თუნდაც ერთი მოქალაქეობანაყიდი, ან პროცედურის დარღვევით ბინადრობამინიჭებული ოკუპანტი ეპოვათ, რაც გაცილებით მეტ დამაჯერებლობას მიანიჭებდა დასკვნებს „სქემის დადგენისა“ და მოქალაქეობის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, მოვისმინეთ საკითხის პოლიტიკური შეფასებები:
რესპონდენტებმა მმართველი პარტიიდან ჟურნალისტების განცხადებებს „სიზმარი“ და „ფეიკი“ უწოდეს, ოპოზიციის ნაწილმა კი პირდაპირ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, რადგან საშუამავლო კომპანიის წარმომადგენლის ნათქვამი ფრაზა შეიცავს „დიდი კორუფციის ნიშნებს“, „მიუთითებს სისტემის გახრწნილობასა“ და „ღალატზე“!
კმარა თუ არა რესპონდენტის ნათქვამი დაუზუსტებელი ფრაზა მოღალატეობრივი კორუფციულ-აგენტურული სქემის გასაშიფრად?
მეტიც, უსერიოზულესი დასკვნების გასაკეთებლად, რომელიც წამყვანმა და ჟურნალისტმა მრავალჯერ და მტკიცებით ფორმაში გაუმეორეს მაყურებელს ჯერ 12 და შემდეგ 15 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში?
პასუხი კითხვებზე რიტორიკულია!
მანიპულაცია ჟურნალისტური ექსპერიმენტის სახელით
07 დეკემბერი 2023„საქართველო ოკუპანტებზე იყიდება!“