წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც მუშაობა საჭირო აღარ არის და სამსახური მხოლოდ ჰობია; სადაც მოსაწყენ საქმეს რობოტები აკეთებენ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მაგივრად ფიქრობს; ხოლო სურსათი, ტანსაცმელი, სახლი თუ მოგზაურობა - ფაქტობრივად, უფასოა.
ის, რაც აქამდე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში შეიძლებოდა გვენახა, დღეს უკვე რეალურია და ამაში ილონ მასკი გვარწმუნებს.
„ტესლას“ და xAI-ის დამფუძნებელმა 19 ნოემბერს „აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე“ საყოველთაო კეთილდღეობისა და უნივერსალური სიმდიდრის ეპოქაზე ისაუბრა:
„ხელოვნური ინტელექტი და ჰუმანოიდი რობოტები სიღარიბეს რეალურად აღმოფხვრიან. „ტესლა“ არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს აწარმოებს, უბრალოდ, პიონერები ვიქნებით. მხოლოდ ერთი გზა არსებობს იმისათვის, რომ ყველა გამდიდრდეს, ეს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის განვითარების გზაა“,- აღნიშნა ილონ მასკმა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალურია კითხვები: რომელი დარგის სპეციალისტებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი? დავკარგავთ თუ არა სამუშაო ადგილებს? ილონ მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით ადამიანებს მუშაობა საერთოდ აღარ დასჭირდებათ:
„ჩემი პროგნოზით, მუშაობის საჭიროება აღარ იქნება. ადამიანები მას აირჩევენ, როგორც სპორტის სახეობას ან ვიდეოთამაშს. მხოლოდ სურვილისამებრ იმუშავებენ. თუმცა ამ დონემდე მისასვლელად ჯერ ბევრი საქმეა გასაკეთებელი“,- განმარტა მასკმა.
„ტესლას“ დამფუძნებლის ხედვა კიდევ უფრო შორს მიდის. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის უწყვეტ განვითარებასთან ერთად, საჭირო აღარც ნაღდი ფული იქნება და ვალუტა, უბრალოდ, აღარ იარსებებს.
ამავე ფორუმზე ტექნოლოგიური გიგანტის - NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის განვითარება ადამიანების უმუშევრად ან უსაქმოდ დარჩენას სულაც არ ნიშნავს. ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, შეიცვლება მუშაობის კულტურა:
„ყველას სამსახური შეიცვლება; სტუდენტებიც განსხვავებულად ისწავლიან. გაცილებით უფრო პროდუქტიულები ვიქნებით. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, ილონ მასკიც ბევრად უფრო დატვირთული იქნება და მეც, ვინაიდან ბევრი იდეა გვექნება. მაგალითად, რადიოლოგია უკვე მნიშვნელოვნად ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა ტენდენცია გვიჩვენებს, რომ შედეგად, უფრო მეტ რადიოლოგს ასაქმებენ, რომლებიც მეტ პაციენტთან შეძლებენ მუშაობას“, - განმარტა ჰუანგმა.
თუკი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთი პოტენციალი უნივერსალური სიმდიდრე, სიუხვე და კეთილდღეობაა, ალტერნატივა შესაძლოა, საკმაოდ ბნელი იყოს.
ილონ მასკმა განმარტა, რომ ახალი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ყველა გზა სწორი მიმართულებით არ მიდის. „ტესლას“ და SpaceX-ის დამფუძნებლის თქმით, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, სიმართლის მაძიებელი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა საჭირო.
მასკი განმარტავს, რომ იდეოლოგიურად მიკერძოებული, სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული ხელოვნური ინტელექტი კატასტროფის მომტანია.
„თუკი მაქსიმალურად სიმართლის მაძიებელ და ცნობისმოყვარე მიმართულებას განვავითარებთ, მაშინ ხელოვნურ ინტელექტს ექნება სურვილი, რომ კაცობრიობაზე იზრუნოს“,- აღნიშნა მასკმა ჯო როგანის პოდკასტში.
ერთ-ერთი ასეთი მზრუნველი რობოტი „ტესლამ“ უკვე შექმნა. ილონ მასკის თქმით, ჰუმანოიდი Optimus-ი მალე ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდება და მისი შეძენა ყველას ენდომება. მეტიც, მასკი ფიქრობს, რომ Optimus-ი, რობოტი, რომელსაც სახლის დალაგება და ბავშვებთან თამაში შეუძლია, სმარტფონებზე მეტადაც კი გაიყიდება.
პროგნოზების რეალობად გარდაქმნას ბევრი რესურსი სჭირდება. აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე განახადეს, რომ საუდის არაბეთი xAI-ის, HUMAIN და NVIDIA-სთან ერთად, ხელოვნური ინტელექტისთვის 500 მეგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის.
თუმცა ილონ მასკი განმარტავს, რომ 5 წელიწადში ეს საკმარისი აღარ იქნება და იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირება უფრო გააიაფონ, შესაძლოა, მონაცემთა ცენტრები დედამიწიდან ორბიტაზე გადაიტანონ.
ილონ მასკმაც და ჯენსენ ჰუანგმაც აღნიშნეს, რომ მომავლის ფორმირებისთვის მომდევნო რამდენიმე წელი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა უნივერსალურ კეთილდღეობას მოიტანს თუ კატასტროფულ შედეგებს, იმ ღირებულებებზეა დამოკიდებული, რომელსაც დღეს მანქანებს ასწავლიან.
ხელოვნური ინტელექტის მომავალი
26 ნოემბერი 2025წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც მუშაობა საჭირო აღარ არის და სამსახური მხოლოდ ჰობია; სადაც მოსაწყენ საქმეს რობოტები აკეთებენ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მაგივრად ფიქრობს; ხოლო სურსათი, ტანსაცმელი, სახლი თუ მოგზაურობა - ფაქტობრივად, უფასოა.