ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. კომპანია OpenAI-ს მიერ 2022 წელს გამოშვებული პროგრამა მომხმარებლის მოთხოვნით ტექსტსა და სურათებს ამზადებს.
2023 წლის იანვრისთვის ChatGPT ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაცია გახდა, რომელმაც სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, ყოველთვიურად, 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიპოვა.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ChatGPT.com, ნახვების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ხუთეულშია.
მუშაობის არასრული სამი წლის შემდეგ, კომპანია OpenAI-მ გამოაქვეყნა მიმოხილვა, თუ როგორ იყენებენ მსოფლიოში ადამიანები ChatGPT-ს და როგორ ვითარდება მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის გამოყენება დროთა განმავლობაში.
კვლევა ეფუძნება აპლიკაციაში ბოლო სამი წლის განმავლობაში შემდგარი 1.5 მილიონი საუბრის ანალიზს და ძირითად ტენდენციებს ამის საფუძველზე განსაზღვრავს.
რა თემებზე ესაუბრებიან ChatGPT-ს?
ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული საუბრის თემებია: „როგორ გავაკეთოთ?“, „ინფორმაციის მოძიება“ და „წერა“.
ეს სამი მიმართულება ChatGPT-სთან საუბრის დაახლოებით 77%-ს შეადგენს.
“როგორ გავაკეთოთ?” - ამ თემაზე პასუხი პრაქტიკულ რჩევას, რეპეტიტორობას ან სწავლებას გულისხმობს;
„ინფორმაციის მოძიება“ - მოიცავს კონკრეტულ საინფორმაციო მოთხოვნებს, პროდუქტის შესახებ ინფორმაციას, რეცეპტებს და ა.შ.
2025 წლის ივლისში, სამსახურთან დაკავშირებული შეტყობინებების დაახლოებით 40% “წერას” ეხებოდა. ChatGPT-ში მომხმარებლების უმეტესობა არა ახლის შექმნას, არამედ, კონკრეტული ინფორმაციის შეცვლას ითხოვს.
“ტექნიკური დახმარება” - მოიცავს კომპიუტერულ პროგრამირებას (შეტყობინებების 4.2%), მათემატიკურ გამოთვლებს (3%) და მონაცემთა ანალიზს (0.4%).
“თვითგამოხატვა” - ამ თემასთან დაკავშირებით, ChatGPT-ის ყველა შეტყობინების მხოლოდ 2.4% ეხება ურთიერთობებს და თვითანალიზს (1.9%) ან თამაშებსა და როლურ თამაშს (0.4%).
მიმდინარე წელს “მულტიმედიის” თემაზე საუბრების წილი 2%-დან დაახლოებით 7%-მდე გაიზარდა და პიკს 2025 წლის აპრილში მიაღწია, მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ სურათების გენერირების ახალი შესაძლებლობები შეიმუშავა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს ინფორმაციისა და რჩევების მოძიება ტრადიციული საძიებო სისტემებიდანაც შეუძლიათ, ChatGPT ბევრად განსხვავებული და მოქნილია. მას წერის, პროგრამული კოდის, ცხრილების და სხვა ციფრული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა აქვს.
მეტიც, მოძიებული პასუხები პერსონალიზებულია (მაგ. მორგებული ვარჯიშის გეგმები, ახალი პროდუქტების იდეები, ფენტეზი, ფეხბურთის გუნდის სახელის იდეები და სხვ).
ვინ იყენებს ChatGPT-ს?
ChatGPT-ის გამოშვებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლების მნიშვნელოვანი წილი (დაახლოებით 80%) ტიპურად მამაკაცური სახელების მქონე მომხმარებლები იყვნენ. თუმცა, 2025 წლის პირველ ნახევარში, ქალისა და მამაკაცის სახელების მქონე აქტიური მომხმარებლები თითქმის გათანაბრდა.
2025 წლის ივნისისთვის ტიპურად ქალის სახელების მქონე აქტიური მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა. ისინი შედარებით უფრო ხშირად აგზავნიან “წერასთან” და “პრაქტიკულ რჩევებთან” დაკავშირებულ შეტყობინებებს. მამრობითი სახელების მქონე მომხმარებლები კი, ChatGPT-ის უფრო ხშირად იყენებენ „ტექნიკური დახმარების”, “ინფორმაციის მოძიების” და “მულტიმედიის” მიზნით.
OpenAI-ში რეგისტრაციისას, მომხმარებელთა ქვეჯგუფი თავად უთითებს საკუთარ ასაკს. მონაცემთა ბაზაში არსებული შეტყობინებების დაახლოებით 46%, 18-25 წლის მომხმარებლებს ეკუთვნით. შეტყობინებების უფრო დიდი წილი უფროსი ასაკის მომხმარებლებზე მოდის.
ChatGPT ფართოდ ხელმისაწვდომი გლობალური ინსტრუმენტი გახდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2025 წლის მაისისთვის, ChatGPT-ის გამოყენების ზრდის ტემპი ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ოთხჯერ აღემატებოდა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს.
OpenAI-ს ანგარიშის მიხედვით, განათლებული მომხმარებლები გაცილებით უფრო ხშირად იყენებენ ChatGPT-ის სამსახურებრივი მიზნებისთვის.
მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ შეტყობინებების 37% ბაკალავრის ხარისხის არმქონე მომხმარებლების სამუშაოსთან იყო დაკავშირებული, 46% - ბაკალავრის ხარისხის მქონე მომხმარებლებისთვის, 48% კი - მაგისტრის ხარისხის მქონე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის ანგარიშის თანახმად, განათლებული მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილი სამსახურთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნისკენ.
ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა მომხმარებლების ზრდის შესახებაც.
2022 წლის ბოლოს ChatGPT-ის ჯამში მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, დღეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ყოველკვირეულად, 700 მილიონია.
ChatGPT სწრაფად გახდა ხელოვნური ინტელექტის სინონიმი, რაც ინსტრუმენტის მიმართ სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს.
ხელოვნური ინტელექტი მოქმედებაში
23 სექტემბერი 2025ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. კომპანია OpenAI-ს მიერ 2022 წელს გამოშვებული პროგრამა მომხმარებლის მოთხოვნით ტექსტსა და სურათებს ამზადებს.