ხელოვნური ინტელექტი მედიის განუყოფელი ნაწილი გახდა. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ტრანსფორმაციას განიცდის როგორც ახალი ამბების თხრობის პროცესი, ასევე ჟურნალისტების ყოველდღიური საქმიანობის ფორმაც.
ხელოვნური ინტელექტი საკუთარ ნიუსრუმებში უკვე დანერგეს ისეთმა გიგანტმა მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა ბრიტანული მაუწყებელი - BBC და საინფორმაციო სააგენტო REUTERS.
BBC-მ 27 ივნისს გაასაჯაროვა ნიუსრუმის ყოველდღიურ საქმიანობაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საპილოტე რეჟიმში გამოყენების გეგმა.
საუბარია ხელოვნური ინტელექტის ისეთ ტიპზე, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე ქმნის ტექსტებსა თუ გამოსახულებებს.
BBC-ის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ახალი ამბები უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი გახადოს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ საპილოტე პროექტზე მუშაობს.
პირველი, ავტომატურად ქმნის ვრცელი საინფორმაციო ტექსტების მოკლე შინაარსს და პუნქტებად ჩამოწერს ძირითად მონაცემებს. ის დღის განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას აჯამებს და მკითხველისთვის მარტივად გასაგებ, მოკლე ფრაზებად გადმოსცემს.
BBC განმარტავს, რომ ასეთი რუტინული დავალებების ავტომატიზება ნიუსრუმის მუშაობას დააჩქარებს, ჟურნალისტებსა და რედაქტორებს კი, მეტ დრო დარჩებათ უფრო სიღრმისეულ სტატიების ან საგამოძიებო რეპორტაჟების მოსამზადებლად.
მეორე საპილოტე პროექტი BBC-ის „სტილისტური ასისტენტია“. ამ შემთხვევაში, იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც BBC-ის ათასობით სტატია აქვს „წაკითხული“ და მაუწყებლის თხრობის სტილი - შესწავლილი.
„ეს არის ხელოვნური ინტელექტის ჭკვიანი სისტემა, რომელიც დაგვეხმარება, ტექსტები სწრაფად მოარგოს ჩვენს სტილს და ტონს. „სტილისტური ასისტენტის“ მიერ რედაქტირებულ ტექსტს BBC-ის ჟურნალისტი გადახედავს და მის სიზუსტეს შეამოწმებს. დამტკიცების შემდეგ ეს სტატია BBC-ის საინფორმაციო ვებგვერდსა და აპლიკაციაზე გამოქვეყნდება,“ - ნათქვამია BBC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ბრიტანული მაუწყებლისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სიახლე არ არის. BBC-ის ნიუსრუმებში მანქანურ სწავლებას უკვე იყენებენ მონაცემთა ანალიზისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.
გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ ავტომატური „ფაქტ-ჩექინგისთვისაც“.
ცხადია, ახალი ტექნოლოგიების ასეთი გამოყენება ბადებს ეჭვებს სანდოობის თვალსაზრისით. BBC აღნიშნავს, რომ რისკების თავიდან არიდების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ დავალებებს რედაქტორები ამოწმებენ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ კი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მაქსიმალურად აითვისოს და კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროში დანერგოს.
„როიტერსი“ მსოფლიოს 115 ქვეყანაში, 1000-ზე მეტ მედიასაშუალებას, მათ შორის 750-ზე მეტ სატელევიზიო არხს ემსახურება. მომსახურებაში შედის როგორც ინფორმაციის, ასევე ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალის დროული მიწოდება. სერვისების გამარტივების მიზნით, სააგენტომ თავისი გიგანტური ნიუსრუმის ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტით განახორციელა.
პირველ რიგში, „როიტერსი“ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ინფორმაციის მოძიების მიზნით. კერძოდ, პროგრამა FactGenie რეალურ დროში აწვდის შეტყობინებებს პრესრელიზებიდან, რომელსაც შემდეგ ჟურნალისტები და რედაქტორები ფილტრავენ.
ხელოვნური ინტელექტი „როიტერსს“ დანერგილი აქვს ტექსტების ავტომატური თარგმანისთვის, ახალი ამბების სათაურების შესარჩევად, დიდი ტექსტების შეჯამებისა და საერთო სტილის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, საინფორმაციო სააგენტო ხელოვნურ ინტელექტის შესაძლებლობებს მულტიმედია რეპორტაჟების შესაქმნელადაც იყენებს.
ახალი ამბების სფეროში მნიშვნელოვანია სისწრაფე და თითოეული დაზოგილი წამი. ტელეარხებზე აუდიო-ვიდეო მასალების გაშიფვრა კი ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმეა.
ამიტომ, „როიტერსმა“ ხელოვნური ინტელექტი ამ საქმითაც დატვირთა. სააგენტომ ავტომატური გახადა ისეთი დავალებები, როგორიცაა: ვიდეოში რესპონდენტისა და სცენების ამოცნობა, ხმოვანი ჩანაწერის ტექსტად ქცევა, ვიდეოს 6 ენაზე (ინგლისური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ესპანური) თარგმნა და სუბტიტრების გენერირება.
„ახალი ამბების მომავლის ტრანსფორმაციაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Associated Press მოწინავე ხაზზეა“ - აცხადებს სააგენტო AP.
„როიტერსის“ მსგავსად, სააგენტომაც ხელოვნურ ინტელექტს მიანდო ჟურნალისტთა რუტინული დავალებები, ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება.
Bloomberg კი კონკრეტულად ფინანსური თემატიკის სტატიებზე მორგებულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მეტი სიზუსტისა და სისწრაფისთვის.
ხელოვნური ინტელექტის მზარდი შესაძლებლობების და მედიაინდუსტრიაში ფართოდ გამოყენების ფონზე, ჩნდება კითხვა:
ემუქრებათ თუ არა ჟურნალისტებს სრულად ჩანაცვლება?
ზემოთ ჩამოთვლილი მედიაგიგანტების პოლიტიკიდან ირკვევა, რომ - არა.
თითოეული მათგანი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური მოხმარების და ჟურნალისტური კეთილსინდისიერების დასაცავად, ავტომატიზებული პროცესების ზედამხედველობა აუცილებელია.
ამ ეტაპზე, ნიუსრუმებში ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს სამუშაო დატვირთვის შემსუბუქების, ეფექტიანობის გაზრდისა და რუტინული პროცესების აჩქარების ხელსაწყოს, რომელიც პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა უნდა გამოიყენონ.
ხელოვნური ინტელექტი მედიაში
09 ივლისი 2025ხელოვნური ინტელექტი მედიის განუყოფელი ნაწილი გახდა. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ტრანსფორმაციას განიცდის როგორც ახალი ამბების თხრობის პროცესი, ასევე ჟურნალისტების ყოველდღიური საქმიანობის ფორმაც.