თუ პოლიტიკურ ცვლილებებს არ ჩავთვლით, ნაახალწლევზე არაფერს ისეთი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა არ მოჰყოლია სოციალურ ქსელებში, როგორც ჩვენი ეროვნული სიამაყის და კულინარიის გვირგვინის, ხაჭაპურის გაზრდილ ფასს გუდაურში.
ფასწარმოქმნის ფაქტორებზე სასაუბროდ და საკამათოდ მოიცალეს როგორც სრულიად ფეისბუკ-ინფლუენსერებმა, ასევე პოლიტიკოსებმაც.
ხაჭაპური გახდა ერთგვარი ლაკმუსი - შეგვეტყო, ვის რა სოციალ-პოლიტიკური გემოვნება აქვს - მემარცხენეა, მემარჯვენე, თუ საერთოდაც, ანარქისტი (ეს ხუმრობით).
საბოლოოდ, ხაჭაპურის ომი სოცქსელებს გასცდა და მედიის ყურადღებაც მიიპყრო - „ფორმულამ“ არ დააყოვნა და ჟურნალისტი უმალ გუდაურში მიავლინა, რათა საკუთარი თვალით დარწმუნებულიყო, ნამდვილად ღირს თუ არა ხაჭაპური 45 ლარი, და როგორ დაამძიმა ამან საქართველოს ღარიბი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.
ეს იყო პათოსი წამყვანების 5-წუთიანი შესავლის და 10-წუთიანი სიუჟეტის, რომელსაც თავისუფლად დავყოფდი ოთხ ნაწილად:
მტირალი მეწარმე ქალი
გუდაურში ჟურნალისტი შემთხვევით გადაეყარა მეწარმეს, რომელმაც გადაწყვიტა, „პირველად ხმამაღლა მოეყოლა“ „ფორმულასთან“, როგორ გაანაწყენა ორმა ბოროტმა სკიპატრულმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხაჭაპური მასთან იაფად იყიდებოდა. კამერის წინ გულაჩუყებულმა ქალბატონმა განაცხადა, რომ კონკურენტები ავიწროებენ, სთხოვენ ფასების მომატებას და პატრულებიც მათ მიუგზავნეს, სანაცვლოდ კი წესრიგის დამცველებს უფასოდ „აქეიფებენ“.
ადგილზე აღმოჩენილი ნივთმტკიცება და ძვირი სერვისები
რეპორტიორმა მართლაც აღმოაჩინა კაფე, სადაც ხაჭაპური 40 ლარად იყიდებოდა, ჩაწერა უცხოელი ტურისტები, რომლებსაც თვალში მოხვდათ გაძვირებული კერძი. სიუჟეტში ასევე აღნიშნეს, რომ ფასები გაზრდილია ზოგადად, სასტუმროებსა და რესტორნებზე, ასევე საბაგიროთი სარგებლობასა და სათხილამურო ინვენტარის ქირაობაზეც.
პარალელი თბილისის აგრარულ ბაზრებთან
გუდაურიდან ჟურნალისტმა პირდაპირ თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე ისკუპა, სადაც „ზამთრის კურორტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების ამბავმა უკვე ჩამოაღწია. იქ, სადაც გაჭირვება ყველაზე კარგად იგრძნობა, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ერთი ხაჭაპური 45 ლარი ღირდეს“.
რეპორტაჟის ავტორმა გვიჩვენა სურსათის დაცარიელებული ბაზარი, სადაც გამყიდველები ჩივიან კლიენტურის ნაკლებობაზე. „მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა ყოველ წელს სულ უფრო მძიმდება, ბაზარში მისულები შინ ხშირად ცარიელი პარკებით ბრუნდებიან, ენატრებათ ხორციანი კერძები, 20 ლარით მომატებული პენსია კი სასაცილოდაც არ ყოფნით“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და ინტერვიუებს იღებს პენსიონერებისგან, რომლებიც საკუთარ სიდუხჭირეზე ჩივიან.
ფასების შედარებითი დახასიათება საქართველოსა და გერმანიაში
რამდენად „კოლოსალურად იზრდება ფასები პროდუქტზე“, ამის „გასაანალიზებლად“ რეპორტიორმა „ექსპერიმენტი ჩაატარა“: - შეადარა ერთი და იმავე პროდუქტის ღირებულება საქართველოსა და გერმანიის ერთ-ერთ სუპერმარკეტში. შედეგად აღმოაჩინა, რომ მდნარი ყველის, სოსისის, კვერცხისა თუ შოკოლადის კარაქის ფასი ჩვენთან, გერმანიასთან შედარებით ხშირად 2-3-ჯერ ძვირია.
დასკვნა და სიუჟეტის დასასრული:
„ქართული ოცნების მმართველობის მე-12 წელს ღარიბი მოსახლეობა პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას ელოდება. ერთადერთი შეღავათი, ისიც დროებითი, ალბათ, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება, როცა ხელისუფლება ხმების სანაცვლოდ ფასების დარეგულირებას შეეცდება“.
კითხვა, რომელიც სიუჟეტის ყველა პირობითი ნაწილის ნახვისას ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნებოდა - რა შუაშია?
1. გუდაურში სრიალი, ანუ სამთო-სათხილამურო სპორტი და მთაში დასვენება ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში ძვირი სიამოვნებაა, რომელიც არ არის გათვალისწინებული მასობრივი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, არც მის ღირებულებას აქვს საყოველთაო ეფექტი;
2. გუდაურში გაძვირებული პროდუქცია და სერვისი შეიძლება გვაინტერესებდეს ტურიზმის განვითარების კონტექსტში - მაგალითად, თუ შემცირდა ტურისტების ნაკადი, რამაც ეკონომიკას ზარალი მიაყენა, ხელი შეუშალა ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და ა.შ. თუმცა ამაზე სიუჟეტში სიტყვაც არ იყო ნახსენები.
3. ამ კუთხით, ცალკე აღებული ხაჭაპურის ღირებულება არანაირ ინფორმაციას არ იძლევა - უპრიანი იქნებოდა, ჟურნალისტი სხვა პროდუქტებითაც დაინტერესებულიყო, მენიუ მოეთხოვა, შეედარებინა გასულ წელთან. თუმცა, სიუჟეტიდან ისიც კი ვერ გავიგეთ, ავად თუ კარგად ნახსენები ხაჭაპური შარშანდელთან შედარებით, რამდენი ლარით ან პროცენტით გაძვირდა;
4. გამოეკითხა მეწარმეები, რამ განაპირობა ფასების მატება, გაერკვია, ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული, თუ ზემოგების მიღების სურვილით;
5. ჩაეწერა დარგის სპეციალისტები, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები არსებულ ვითარებაზე, მოსალონდელ შედეგებზე. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი რესპონდენტი საბაგიროთი სარგებლობის გაძვირებას ახსენებდა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, გაერკვია მიზეზები.
ეს იქნებოდა ლოგიკურად შეკრული სიუჟეტი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა რეალური პრობლემის გაშუქებაზე.
თუმცა, ამ ყველაფრის ნაცვლად ჟურნალისტმა გადაწყვიტა, გუდაურში ხაჭაპურის გაძვირება განეზოგადებინა, ვაი-ვიში აეტეხა, მეტი დრამატიზმისთვის კი პენსიონერები ჩაეწერა სტანდარტული ტექსტით - რას გვიშვრება მთავრობა.
თავისთავად, პენსიები ის თემაა, რომელიც ბოლო 30 წელია, ჩვენს განვითარებად ქვეყანაში ყველა მთავრობის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. თუმცა, ჟურნალისტმა ვერც აღნიშნულ თემას გაართვა თავი და აი, რატომ:
1. აგრარულ ბაზრებზე მომხმარებლის სიმცირე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა შემცირდა: მათმა დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, სავაჭრო ქსელებში გადაინაცვლა, რომელსაც გაცილებით ორგანიზებული სახე აქვს და კომფორტულია (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით, გრძელი სამუშაო გრაფიკით, უნაღდო ანგარიშსწორებით და ა.შ.)
2. მანიპულაციურია და არაფრისმომცემი, გერმანიასა და საქართველოში ფასების შედარება. ყველა პროდუქტი, რომელიც ჟურნალისტმა თაროდან გადმოიღო - სოსისის და კვერცხის გარდა, იყო იმპორტირებული. იმპორტი კი ნიშნავს, რომ პროდუქციის თვითღირებულებას დაემატა სულ მცირე, ლოჯისტიკის ხარჯები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მდგენელია. საჭირბოროტო საკითხია, რატომ ღირს ძვირი ჩვენთან თუნდაც ადგილობრივი წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტები, მაგრამ სიუჟეტში არც ეს ხაზია განვითარებული.
3. თავისი ამოცანის შესასრულებლად - ეჩვენებინა რატომ ვერ ეწევა შემოსავლები (ხელფასები/პენსიები) პროდუქციის ფასების ზრდას და უარესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა - ჟურნალისტს პირველ რიგში უნდა გაეანალიზებინა ინფლაციის დონე. ამ მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ თვეს ადგენს, პირველადი მოთხოვნის 300 პროდუქტის ფასების შეჯერებით. თუ ჩავხედავთ ბოლო სტატისტიკას, 2023 წლის დეკემბერში სურსათი წინა წელთან შედარებით, 2,7 %-ით გაიაფდა, წლიურმა ინფლაციამ კი 0,4 % შეადგინა, რაც სამიზნეზე დაბალია.
თუ არ ვენდობით ოფიციალურ სტატისტიკას, რაც ცალკე სიუჟეტის საგანია, შეეძლო, უბრალოდ, გამოეკითხა იმავე ბაზრობის გამყიდველები კონკრეტული პროდუქტებიდან გასულ წელთან შედარებით, რომელი რამდენი პროცენტით გაძვირდა ან გაიაფდა.
არსებობს სახალისო სტატისტიკაც, ე.წ. ხაჭაპურის ინდექსი, რომელიც ISET-ის (თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის) კვლევითმა ინსტიტუტმა ათი წლის წინ ბიგმაკის ინდექსის ანალოგიით შექმნა.
ISET-ის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება წლიურ ჭრილში 7.3%-ით შემცირდა. ინდექსი ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების - რძის, ფქვილის, ყველის, საფუარისა და კვერცხის ფასების ანალიზით დგინდება.
ხაჭაპურის პოლიტიკური ფასი
30 იანვარი 2024თუ პოლიტიკურ ცვლილებებს არ ჩავთვლით, ნაახალწლევზე არაფერს ისეთი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა არ მოჰყოლია სოციალურ ქსელებში, როგორც ჩვენი ეროვნული სიამაყის და კულინარიის გვირგვინის, ხაჭაპურის გაზრდილ ფასს გუდაურში.