„საქართველოს ხელისუფლება ტერორისტი პუტინის რეჟიმს კარს სულ უფრო ფართოდ უღებს - საქართველოში ბოლო ორ წელიწადში 25 ათასამდე კომპანია გაიხსნა, რომლის საქმიანობის შესახებ თავად არაფერი იციან“
- ხმაურიანი შესავლით დაიწყო ეკა მიშველაძემ 22 ნოემბერს „ტვ პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკა“.
როგორც წამყვანმა აღნიშნა, ოფიციალური სტატისტიკა საქსტატიდან პარტია „ლელომ“ გამოითხოვა, საიდანაც ასევე ცნობილი ხდება, რომ ექსპორტის პირველი სამეულის სათავეში ოკუპანტი რუსეთია, რომლის წილად მთელი გატანილი პროდუქციის 20% მოდის.
მისივე თქმით,
„რუსეთის მსახურებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეკონომიკას სრულად რუსეთზე აბამს და თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს პოლიტიკა - საქართველოს მოსახლეობას კარგად უნდა ახსოვდეს 2006 წლის მიერ რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ფონზე... წლები დასჭირდა, ქართული ბაზარი დივერსიფიცირებული ყოფილიყო.. ახლა კი ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებით.“
აღნიშნული საფრთხის შესაფასებლად გადაცემაში ოპოზიციის გამოჩენილი ეკონომიკური ექსპერტი ოთარ აბესაძე იყო მიწვეული.
ექსპერტმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ:
„ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია საბოლოო ჯამში, გამოიხატება ციფრებში და კონკრეტულ ქმედებებში, დღეს სამწუხაროდ, მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური რესურსის 80%-ზე მეტი მიბმულია რუსეთზე და ამას ახალისებს ხელისუფლება“.
აბესაძის თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გამოგვიყენებია, „ამის ფონზე კი გეომეტრიული პროგრესიის პრინციპით მცირდება ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების რიცხვი და იზრდება რუსეთთან“.
რაც შეეხება წამყვანის კითხვას, - რა საფრთხე გველის რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული 22 ათასი კომპანიისგან, რომლის საქმიანობაზე არაფერი ვიცით, აბესაძემ თქვა:
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთგზის მიიღო საპროტესტო ნოტა, პრობლემური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით ხორციელდება ფინანსური ტრანსფერები, რუსული ნაკადები, გავხდით ერთგვარი ტრანსფერი რუსული ნაკადების დასავლურ სამყაროში, შესაბამისად, მაქვს ძალიან დიდი ეჭვი და ღრმად მწამს იმის, რომ აღნიშნული ათეულობით ათასი კორპორაციის რეგისტრაციის მიზანი იყო ის, რომ ყოფილიყო ფინანსური ტრანსფერები საქართველოს გავლით ევროპაში და შეერთებულ შტატებში.... რეალურად ქვეყნის ეკონომიკა შევიდა რუსეთში და საქართველო გახდა, ჟარგონს ვიხმარ, ფულის სამრეცხაო რუსული ფულისთვის“.
კონკრეტულად როგორ გამოიყურება რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ციფრებში, ექსპერტმა არ დაასახელა, ან თუ დაასახელა - შეცდომით, რაშიც ხელი ვერ/არ შეუშალა გადაცემის წამყვანმა.
1. თავისთავად, რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა - 25 ათასი - არაფრის მომცემი ინფორმაციაა; პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცით, მათი საქმიანობის, ბრუნვის/მასშტაბების და გეოგრაფიული გავლენების შესახებ; არ ვიცით, საერთოდ მოქმედებენ თუ მხოლოდ ქაღალდზეა გაფორმებული.
აღნიშნული 25 ათასი ბიზნესსუბიექტიდან 15 ათასი ჯერ კიდევ შარშან დაფუძნდა და განსაკუთრებული ზრდის ტემპი ამ მხრივ, არ შეიმჩნევა. ზოგადად, ყოველთვიურად საქართველოში 5-6 ათასი ახალი საწარმო რეგისტრირდება.
2. გადაცემაში ყურადღება გამახვილებული იყო ქართულ საექსპორტო გეოგრაფიაში რუსეთის განსაკუთრებულ როლზე და ამ მიმართულებით დამოკიდებულების ზრდაზე:
რუსეთმა წელს, იანვარ-ოქტომბერში მართლაც გადმოინაცვლა ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე (19,2%-იანი წილით). თუმცა, არა იმის გამო, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა (მატება წლიურ ჭრილში მხოლოდ 4,3% იყო), არამედ იმიტომ, რომ ჩინეთში (ისევე როგორც ბულგარეთსა და ესპანეთში) წამყვანი საექსპორტო პროდუქტი - სპილენძის კონცენტრატების გაყიდვები განახევრდა (შემცირდა თითქმის 400 მილიონი დოლარით), რაც საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნისა და ფასების დაცემამ განაპირობა. იგივე ტენდენცია შეეხო ფეროშენადნობებსა (-67,5%) და აზოტოვან სასუქებს (-38%).
საინტერესოა, რომ ექსპორტი რუსეთში არ გაზრდილა არც 2022 წლის ათ თვეში, წინა წელთან შედარებით, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ (+1,1%).
რუსეთში ქართული პროდუქციის რეალიზაციის ზრდა დაიწყო 2012 წლიდან, როდესაც ემბარგო მოიხსნა, თუმცა, არა სხვა ქვეყნების ხარჯზე.
3. ევროკავშირთან ექსპორტი ყოველწლიურად იმატებს, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ: 2014-2022 წლებში მისი მოცულობა 599 მილიონი დოლარიდან 864 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის ტემპები რამდენად დამაკმაყოფილებელია, ეს ცალკე სამსჯელო თემაა და უამრავი პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს;
თუმცა მტკიცება, რომ გეომეტრიული პროგრესიით მცირდება - რეალობას არ შეესაბამება და ეს წამყვანმა ან არ იცოდა, ან არც აინტერესებდა, სცოდნოდა.
4. აბსოლუტურად გაუგებარია, საიდან მოიტანა ექსპერტმა ეკონომიკური დამოკიდებულების აღსანიშნავად ციფრი - 80% - რომელი პარამეტრების ანალიზის საფუძველზე, არ ჩაეკითხა არც წამყვანი.
5. ბოლომდე გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა ექსპერტის ყურისმომჭრელი განცხადება, რომ საქართველო გახდა რუსული ფულის სამრეცხაო და ამის გამო ეროვნულმა ბანკმა „არაერთგზის მიიღო საპროტესტო ნოტა“;
არ გამოკითხა წამყვანმაც, რომელიც რესპონდენტის პათოსს უნისონში იზიარებდა.
6. და ბოლოს, მხოლოდ ორი მონაცემის - ექსპორტის მოცულობისა და ბიზნესსუბიექტების რაოდენობის პრიმიტიული ანალიზით, - რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების განსაზღვრა შეუძლებელია;
საჭიროა სტრატეგიულ ბიზნეს და ეკონომიკურ მიმართულებებში/დარგებში და კომპანიებში რუსული კაპიტალის მონაწილეობის, ენერგორესურსების წყაროების, ინვესტიციების, ფულადი გადმორიცხვების და სხვა უამრავი ფაქტორის დეტალური კვლევა, რომლის მცდელობაც ჰქონდათ ცალკეულ ორგანიზაციებს - (IDFI, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“), თუმცა, განსაკუთრებულად დრამატული და ცვლილებები იქაც არ გამოკვეთილა და ვერც 100%-იან სიზუსტეზე ექნებოდათ პრეტენზია, არასრული მონაცემების გამო.
დასკვნები ციფრების გარეშე
24 ნოემბერი 2023„საქართველოს ხელისუფლება ტერორისტი პუტინის რეჟიმს კარს სულ უფრო ფართოდ უღებს - საქართველოში ბოლო ორ წელიწადში 25 ათასამდე კომპანია გაიხსნა, რომლის საქმიანობის შესახებ თავად არაფერი იციან“