აშშ-ში ბრიტანელი ჟურნალისტი დააკავეს. ისრაელის კრიტიკით ცნობილი სამი ჰამდი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს და ვიზა გაუუქმეს.
ბრიტანელ პოლიტიკურ კომენტატორს ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამი ჰამდი მხარს უჭერს ტერორიზმს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ადრეც ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: შეერთებულ შტატებს არ აქვს ვალდებულება, უმასპინძლოს უცხოელებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს და აქტიურად უთხრიან ძირს ამერიკელების უსაფრთხოებას. ჩვენ ვაგრძელებთ ვიზების გაუქმებას ასეთი საქმიანობით დაკავებული პირებისთვის“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ვინ არის სამი ჰამდი?
სამი ჰამდი ხშირად ჩანს ბრიტანულ ტელეარხებზე, მისი ინტერესის სფერო ახლო აღმოსავლეთი და იქ განვითარებული მოვლენებია.
ბოლო პერიოდში ბრიტანელი ჟურნალისტი აქტიურად საუბრობდა აშშ-ის შუამავლობით ღაზაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და ომის შემდგომი მმართველობის საერთაშორისო გეგმებზე.
ლონდონში მცხოვრები სამი ჰამდი ხშირად წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. პოლიტიკური კომენტატორი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში. ამ მიზნით ბოლო კვირებში იყო მალაიზიაში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე, აშშ-ში.
სამი ჰამდი International Interest-ის მმართველი დირექტორი და მთავარი რედაქტორია. აღნიშნული ორგანიზაცია გეოპოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს მსოფლიო მასშტაბით უწევს.
რა ვითარებაში დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი?
აშშ-ში ყოფნის დროს, 25 ოქტომბერს, სამი ჰამდი საკრამენტოში, “ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს“ ყოველწლიურ გალა-ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, 26 ოქტომბერს კი გეგმავდა, ასევე სიტყვით გამოსულიყო ფლორიდაში, „ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს“ მასშტაბურ ღონისძიებაზე.
ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა და ფაქტს უსამართლო უწოდა „ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ“. ორგანიზაცია აშშ-ის ხელისუფლებას კომენტატორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მუსლიმური სამოქალაქო უფლებებისა და ინტერესების დამცველი აშშ-ის უდიდესი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედებების მწვავედ გაკრიტიკების გამო დევნიან.
„ცნობილი ბრიტანელი მუსლიმი ჟურნალისტისა და პოლიტიკური კომენტატორის აშშ-ში მიმდინარე ტურნეს დროს გატაცება იმის გამო, რომ მან გაბედა ისრაელის მთავრობის გენოციდის კრიტიკა, სიტყვის თავისუფლების აშკარა შეურაცხყოფაა. ჩვენი ადვოკატები და პარტნიორები ამ უსამართლობის მოსაგვარებლად მუშაობენ“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.
ჰამდის მეუღლემ, სუმაიამ, CNN-ს განუცხადა, რომ ჟურნალისტს დაკავებიდან 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა იურიდიული დახმარებით ან მიეღო მხარდაჭრა საკონსულოდან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ მათ უწყებას აქტიური კონტაქტი აქვს აშშ-ში დაკავებული ბრიტანელი მამაკაცის ოჯახთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
რას ამბობდა სამი ჰამდი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე?
2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ჰამდიმ აუდიტორიას მოუწოდა, „გამარჯვება ეზეიმათ“.
თუმცა, მომდევნო წელს კანადის მუსლიმთა საზოგადოებასთან ურთიერთობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ გამოსვლაში მან თქვა: „არავინ ამბობს, რომ 7 ოქტომბერი სწორი იყო... ხალხი ამბობს, რომ 7 ოქტომბერი იყო პალესტინელებზე განხორციელებული ჩაგვრის ბუნებრივი შედეგი“.
რატომ ახლა?
სამი ჰამდი 26 ოქტომბერს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტისა და ტრამპის მოკავშირის, ლორა ლუმერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული განცხადებების შემდეგ დააპატიმრეს. ის ბრიტანელ ჟურნალისტს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. ლორა ლუმერი წერდა, რომ ჟურნალისტს კავშირი აქვს ისლამურ ტერორიზმთან და „ჰამასის“ მხარდამჭერია.
ამერიკელი აქტივისტი უფრო შორსაც წავიდა და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, “ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს” წინააღმდეგ შემდგომი ზომები მიეღო.
ლუმერმა მოითხოვა, ორგანიზაციას გაუუქმდეს სტატუსი, რომლის მიხედვითაც არაკომერციული ორგანიზაცია ფედერალური გადასახადებისგან თავისუფლდება. თავის მხრივ, საბჭო ლორა ლუმერს მუსლიმთა მოწინააღმდეგე ექსტრემისტს უწოდებს.
დაკავების და ვიზის გაუქმების პრეცედენტები
ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის საკითხზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო ტრამპის ადმინისტრაციამ ვიზა არაერთ ადამიანს გაუუქმა.
დღემდე იხილება კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროპალესტინელი აქტივისტის მაჰმუდ ხალილის საქმე. ის მარტში დააკავეს, ღაზაში მიმდინარე პროცესებზე გამოთქმული პროტესტის გამო ამერიკის საწინააღმდეგო საქმიანობაში დაადანაშაულეს და დეპორტაციით დაემუქრნენ.
სალვადორელი ჟურნალისტი მარიო გევარა კი, რომელიც იმიგრაციასთან დაკავშირებულ რეიდებს აშუქებდა, ფედერალურ პატიმრობაში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, სალვადორში გააძევეს.
ტრამპის ადმინისტრაციის ამგვარ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე ამახვილებენ.
ბრიტანელ ჟურნალისტს აშშ-დან გაძევება ემუქრება
03 ნოემბერი 2025აშშ-ში ბრიტანელი ჟურნალისტი დააკავეს. ისრაელის კრიტიკით ცნობილი სამი ჰამდი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს და ვიზა გაუუქმეს.

ფოტო: aa.com