ბავშვთა პრობლემების გაშუქება ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი სფეროა, რომელიც მედიისგან განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომებს მოითხოვს.
მიიჩნევა, რომ ბავშვთა უფლებები ძალიან ადვილად შეიძლება დაარღვიოს ზრდასრულმა, მათ შორის მშობელმაც.
სწორედ ამიტომ, მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს ბავშვთა უფლებების დარღვევას, მათ სტიგმატიზებას და ზიანს.
„თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოსაზრება...არ მოამზადოთ ბავშვისთვის საზიანო მასალა. ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები საჭიროებს გამოძიებას და საზოგადოების ყურადღებას“ - გვეუბნება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო წესები.
***
ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვთა პრობლემების მიმართ, თუმცა, ჟურნალისტის მიერ არაპროფესიონალურად გაშუქებულმა საკითხმა, შესაძლოა, ბავშვს იმგვარი ზიანი მიაყენოს, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება და მოზარდის პიროვნების ფორმირებაზე გადამწყვეტ გავლენასაც მოახდენს.
მეტიც, ჩვენს პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში არსებობს საფრთხე, პრობლემების რეალური გამოკვლევის ნაცვლად, მედიამ ბავშვები პოლიტიკური განწყობების ფორმირებისთვის გამოიყენოს.
ბოლო დროს გავრცელებული არაერთი ჟურნალისტური მასალა ცხადყოფს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქება დღემდე რჩება ქართული მედიის აქილევსის ქუსლად.
***
ვიდეო სახელწოდებით „ჩემმა კლასელებმა სკოლაში ტორტი არ მაჭამეს, ფული რომ არ დავდე, გამომაგდეს...“ „პალიტრავიდეომ“ 19 მარტს გაავრცელა.
კადრში ჩანს თვალცრემლიანი მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც გვიყვება სულისშემძვრელ ამბავს იმაზე, როგორ ჩაგრავენ და ამცირებენ სიღარიბის გამო.
„ტორტი მოიტანეს სკოლაში და არ მაჭამეს, ფული რომ არ დავდე.. სახლში გამომაგდეს..“
ჟურნალისტის ტექსტი კიდევ უფრო ამძიმებს ამბავს:
„ბავშვი გამოაგდეს სკოლიდან, დაბადების დღიდან, რომელსაც ტორტის ფული არ ჰქონდა დადებული. ეს ცრემლიანი გოგონა (სახელი და გვარი)-ა! ხუთი ბავშვი დედ-მამასთან ერთად ხაშურში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, უკიდურეს გაჭირვებაში...“
კადრში ჩანს გოგონას სახლის კადრებიც, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ჟურნალისტი მშობლების ნებართვით ახდენს გადაღებას.
„ჩვენ ღარიბი ოჯახი ვართ. ამის გამო, მეგობრები ხშირად დამცინიან...
რა დავაშავე, ასე რატომ ვარ? ...
მე არავის არ ვჭირდები...
ძნელია ძალიან, ყველაფერი მენატრება..."
"ყველაზე ძალიან გული რაზე დაგწყდა ლიზი, აბა მითხარი?" - ეკითხება ჟურნალისტი.
"საჭმელზე!" - პასუხობს გოგონა....
ჟურნალისტი: „გადაღება შევწყვიტე, გული გასკდომას მაქვს და ცრემლებს ძლივს ვმალავ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავაგებინო მთელ ქვეყანას ლიზის ამბავი და მე ისევ თქვენ მოგმართავთ, ჩემო ქართველებო... გააზიარეთ ეს ვიდეო... იქნებ მშობლებმა შვილებს აუხსნან, რომ სიღარიბის გამო ბავშვის დაჩაგვრა არ შეიძლება...“
კადრში გოგონას და-ძმებსაც ვხედავთ.
ამის შემდეგ სიუჟეტის ავტორმა გოგონას საბანკო ბარათი დაუტოვა, აუხსნა, რომ რადგან ოჯახს „სოციალურის გამო არ აქვს ანგარიში“ , ამ ბარათით ხალხის მიერ დარიცხულ ფულს ოჯახი სხვა პირის ანგარიშიდან აიღებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გოგონა გააფრთხილა, ბარათი დედისთვის გადაეცა. სიუჟეტის დასასრულს ვიხილეთ საბანკო რეკვიზიტებიც.
ნაცვლად იმისა, გაგვეგო, რეალურად რა ატმოსფეროა სკოლაში და რატომაა წახალისებული ბულინგი, ან რატომ იძინებს გოგონა ხშირად მშიერი, მაშინ, როცა სახელმწიფო ვალდებულია, სოციალურად დაუცველთა ოჯახებს მატერიალური დახმარება გამოუყოს თითოეულ ბავშვზე, მოვისმინეთ ჟურნალისტის პათეტიკური მონოლოგი.
და მეტიც, ვიხილეთ ის, რასაც ფსიქოლოგები „სიკეთით დამცირებას“ უწოდებენ - გულაჩუყებული ჟურნალისტის მიერ გოგონასთვის წინასწარ გამზადებული საბანკო ბარათის გადაცემა.
პრობლემა ვერ გამოიკვეთა და ვერც გადაიჭრა.
სამაგიეროდ, ჟურნალისტმა შეძლო, ბავშვი ისე წარმოეჩინა, რომ მას სიბრალულის გრძნობა აღეძრა საზოგადოებაში.
რა გავლენას მოახდენს გოგონას და მისი მცირეწლოვანი და-ძმების თვითშეფასებაზე ამგვარად გაშუქებული მათი გასაჭირის ისტორია?!
***
მოზარდთა სიღარიბის ამსახველი კიდევ ერთი სიუჟეტი „ფორმულამ“ შემოგვთავაზა.
ჟურნალისტი გვიამბობს საგარეჯოში მცხოვრებ ხუთშვილიან ოჯახზე. სიუჟეტის ანონსში შეგვატყობინეს, რომ „ხელისუფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს აშინებს“.
ჟურნალისტის თქმით, ოჯახი ათი წელია, პოლიციის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. „ძველი შენობა შარშან დაიწვა და თითქმის განადგურდა. ოჯახს წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ, ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრება იქ გაეგრძელებინათ, სადაც არც ფანჯარაა, არც კარი, არც იატაკი, რომელიც პირველ და მეორე სართულს ერთმანეთისგან განაცალკევებს..“
შენობაში არ არის კომუნიკაცია - ელექტროობა, კანალიზაცია და წყალგაყვანილობა. შესაბამისად, ბავშვები უმძიმეს პირობებში იზრდებიან.
ჟურნალისტის თქმით, ოჯახი მრავალი წელია, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, მაგრამ მერიიდან ცრუ დაპირებებს იღებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ.
საგარეჯოს მერის მოადგილესთან ჩაწერილი სატელეფონო ინტერვიუდან გავიგეთ, რომ ოჯახს რამდენჯერმე შესთავაზეს ქირით გაყვანა, მაგრამ უარს ამბობენ. სახლის შეძენის შესახებ განაცხადი უკვე გაგზავნილია „საარსებო პირობების უზრუნველყოფის“ სააგენტოში, თუმცა, როდის და რა პასუხს მიიღებენ, ამას საგარეჯოს მერის მოადგილე ვერ აკონკრეტებს.
ფაქტია, რომ ხუთი მცირეწლოვანი უმძიმეს პირობებში იზრდება. რატომ არ იზრუნა მათთვის სახლის შეძენაზე მერიამ უფრო ადრე, ან მართლა შესთავაზეს თუ არა ოჯახს ქირით გაყვანა, - ძნელი სათქმელია.
ასევე, გაუგებარია, რა პასუხი აქვთ ადგილობრივ სოციალურ სამსახურს და შესაბამის ორგანიზაციებს; რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ამ უმძიმესი პრობლემის მიჩუმათება და კონკრეტულად, ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ წლებია, მოზარდები სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში იზრდებიან?
ვის მიმართოს, ან რა მექანიზმებით შეიძლება დაიცვას თავი ასეთ დროს, სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახმა? - ამ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი ვერც მაყურებელმა მოისმინა და ვერც იმ ოჯახებმა, რომლებიც, შესაძლოა, მსგავს პირობებში იმყოფებიან.
გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს აშინებს, თუმცა, რა იგულისხმება დაშინებაში, სიუჟეტიდან გაუგებარი დარჩა.
სამწუხაროდ, ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვების უსაფრთხოებაზე და რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს მათ წინაშე.
მაყურებლისთვის ასევე უცნობი დარჩა, რას ემსახურება არაერთი ოფიციალური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობაზე არიან პასუხისმგებელი.
ბავშვები ახლო ხედით
05 აპრილი 2024ბავშვთა პრობლემების გაშუქება ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი სფეროა, რომელიც მედიისგან განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომებს მოითხოვს.