17 ნოემბერს, 17-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედმა“ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ქალბატონი დანიგანი თბილისში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა და სულ რამდენიმე კვირაა, რაც შეუდგა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას. მან ამ პოზიციაზე კელი დეგნანი შეცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კელი დეგნანის ელჩობის ბოლო პერიოდი ყველაზე დაძაბული ეპიზოდი აღმოჩნდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში.
ამ პერიოდში აშშ-ის ელჩი ღიად აფიქსირებდა პოზიციას შიდაპოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში და აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას; მეორეს მხრივ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ელჩს ხშირად საყვედურობდნენ, მათივე თქმით, პოლიტიკური მიკერძოების და „რადიკალური ოპოზიციის“ მხარდაჭერის გამო.
ამასთან, ქართული მხარე თბილისსა და ვაშინგტონს შორის წარმოშობილი გაუგებრობების ერთერთ მთავარ მიზეზად სწორედ ელჩის ფიგურას მიიჩნევდა და ახალი ელჩის დანიშვნისთანავე გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩი, წინამორბედისგან განსხვავებულად იმოქმედებს და ძველი პრობლემებიც წარსულში დარჩება.
ამ ფონზე საზოგადოებას, ბუნებრივია აინტერესებს გაიგოს, რას ფიქრობს ახალი ელჩი მისი წინამორბედის მუშაობისას გამოკვეთილ წინააღმდეგობებზე და ზოგადად, მართლაც უნდა ველოდოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ტენდენციას ახლო მომავალში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და თემების აქტუალობის მიუხედავად, „იმედის“ ეთერში არ დასმულა არც ერთი კითხვა, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით დაინტერესებულ მაყურებელს დააკმაყოფილებდა, ხოლო ელჩს საშუალებას მისცემდა, გაეფანტა წელიწადნახევრის მანძილზე დაგროვილი ინფორმაციული ბურუსი.
მაგალითად,
მაყურებელმა ვერაფერი გაიგო იმასთან დაკავშირებით, როგორია ახალი ელჩის პოზიცია ამერიკული ფონდების (მათ შორის USAID-ის) მიერ სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
სულ ბოლოს, ამგვარი სკანდალი ორგანიზაცია „კანვასის“ მიერ ჩატარებულ, სერბი ინსტრუქტორების სემინარს მოჰყვა, თუმცა შეერთებული შტატების საელჩომ ეს ღონისძიება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა მშობლების ტრენინგად გამოაცხადა.
სხვათა შორის, ამ კონტექსტში ჟურნალისტს ასევე შეეძლო გაეხსენებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა USAID-ის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ხმების პარალელური დათვლის არასწორი შედეგები წარმოადგინა, თუმცა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები (ISFED) აშშ-ის საელჩოს ნდობით სარგებლობს“, რაც პირველი სერიოზული ბზარი აღმოჩნდა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაში.
ჟურნალისტს ასევე შეეძლო ეკითხა რესპონდენტისთვის, როგორ შეაფასებდა აშშ-ის ყოფილი ელჩების (მაგალითად, იან კელის) ან სხვა, ყოფილი თუ მოქმედი კონგრესმენებისა და თანამდებობის პირების (მაგ. ადამ კინზინგერის) არამეგობრულ განცხადებებს საქართველოს შესახებ.
ცხადია, არ არის გამორიცხული, რომ ელჩს ეს განცხადებები კონკრეტული პიროვნებების მოსაზრებებად წარმოეჩინა, რომელიც არ გამოხატავს ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას.
ასევე, ჟურნალისტს შეეძლო პირდაპირ ეკითხა ახალი ელჩისთვის, რამდენად მართებულად მიაჩნია მას მოქმედი ელჩის მხრიდან ისეთი განცხადებები, როგორიც ქალბატონმა დეგნანმა მაგალითად, „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების გამჭვირვალობის“ შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას გააკეთა და ასევე, რომლებსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებდა მარტის დასაწყისში.
ასევე, საინტერესო იქნებოდა, როგორ შეაფასებდა აღნიშნული კანონპროექტის იდეას ამერიკის დღევანდელი ელჩი იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობაზე აქტიურად დაიწყეს მუშაობა ევროკავშირში, კანადაში და სხვა დასავლურ დემოკრატიებში.
მაყურებელმა ასევე ვერ გაიგო, თუ რას ფიქრობს ახალი ელჩი აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების (უფრო კონკრეტულად, სამი მოსამართლის, ერთი ყოფილი მოსამართლისა და ყოფილი გენერალური პროკურორის) სანქცირებასთან დაკავშირებით, რაზეც ქართული მხარე ითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებებს, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დასანქცირება თბილისში სასამართლო ხელისუფლებაზე შეტევად შეაფასეს.
ერთი სიტყვით, ჟურნალისტს აბსოლუტურად არაფერი უკითხავს ახალი ელჩისთვის წარსულ გაუგებრობებზე და იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია მას (ან საერთოდ მიიჩნევს თუ არა საჭიროდ) ამ გაუგებრობების აღმოფხვრას.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
ჟურნალისტმა იმ თემებთან შეხებაც კი ვერ გაბედა, რაზეც ახალმა ელჩმა სხვა მედიასაშუალებებთან უკვე თავად ისაუბრა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.
მაგალითად, 15 ნოემბერს, „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რობინ დანიგანმა სასაცილო უწოდა საქართველოს ხელისუფლებისა და რიგი საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ დამკვიდრებულ ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ.
ამ კონტექსტში საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, თუ როგორ აფასებს რობინ დანიგანი მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაერთ მოწოდებას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მათი თქმით, კიევს „ძალიან დაეხმარებოდა“.
აქ შეგვიძლია გავიხსენოთ როგორც მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების (მაგ. ოლექსი დანილოვისა და მიხაილო პოდოლიაკის), ისე ამჟამად უკვე ოპოზიციაში გადასული ოლექსი არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს შესახებ.
საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებდა რობინ დანიგანი, რომელიც მისივე სიტყვებით, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად;
და ბოლოს:
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და ანაკლიის პორტის თემა, რასაც ახალი ელჩი იმავე ინტერვიუში გამოეხმაურა.
კერძოდ, რობინ დანიგანმა თქვა, რომ პორტის მშენებლობის საკითხში “საქართველომ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ ვისთან თანამშრომლობს და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ”, ხოლო რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ელჩის აზრით, ეს „ცოტა არასასურველი ვითარებაა“, რადგან ბოლო პერიოდში ჩინეთი სულ უფრო უახოვდება რუსეთს.
საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, რატომ თვლის ვაშინგტონის წარმომადგენელი, რომ სწორედ ჩინეთი უახლოვდება რუსეთს (და არა პირიქით);
მითუმეტეს მაშინ, როცა ჩინეთთან დაახლოებას და მასთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით.
ზუსტად იმ დროს, როცა რობინ დანიგანი ჩინეთთან პარტნიორობას „არასასურველ ვითარებად“ აფასებდა, შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ელოდებოდნენ, რათა უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრით გაეუმჯობესებინათ ურთიერთობა ორ ზესახემწიფოს შორის.
არც ერთი შეკითხვა ამერიკის ელჩს?
19 ნოემბერი 202317 ნოემბერს, 17-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედმა“ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.