ამერიკელი პროკურორები ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების მიღმა დატოვებას ეწინააღმდეგებიან. მათი ვარაუდით, ამას კატასტროფული შედეგი მოჰყვება. აშშ-ის 35 შტატის და კოლუმბიის ოლქის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა პროკურორებმა კონგრესს უკვე მიმართეს და მოუწოდეს, არ დაიბლოკოს ადგილობრივი კანონები, რომლის მიზანი სხვადასხვა შტატში ხელოვნური ინტელექტის რეგულაციაა.
ხელოვნური ინტელექტის სფეროს ადგილობრივი კანონმდებლობით დარეგულირებას მხარს არ უჭერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამ საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ კიდეც ცალკეული შტატების ადგილობრივი ხელისუფლებები.
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც სოციალურ ქსელებში საკუთარ ანგარიშებზე AI-ვიდეოების გამოქვეყნება უყვარს, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოების დაწესება ტექნოლოგიურ განვითარებას აფერხებს.
განსხვავებული პოზიცია და არგუმენტები აქვთ სფეროს რეგულირების მომხრეებს. “თითოეულ შტატს უნდა შეეძლოს, ხელოვნური ინტელექტისთვის რეგულაციების დაწესება და კანონის ნორმების ამოქმედება თავისი მოქალაქეების დასაცავად”, - აცხადებს ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი.
ამჟამად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებას შტატები თავად იღებენ.
მაგალითად, ზოგ შტატში ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენება იკრძალება, ცალკეულ შტატებში სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პიროვნების სექსუალური ხასიათის გამოსახულებების შექმნა; რამდენიმე შტატმა - მათ შორის კალიფორნიამ, სადაც ტექნოლოგიური განვითარების ცენტრად მიჩნეული სილიკონ ველი მდებარეობს, მიიღო კანონი, რომელიც პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ზღუდავს და კომპანიებს მეტ გამჭვირვალობას სთხოვს.
გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები კი, როგორებიც არიან OpenAI, Alphabet, Meta - აქტიურად მოითხოვენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი რეგულაციების ნაცვლად ერთიანი ეროვნული სტანდარტი ჩამოყალიბდეს.
ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია, გააძლიეროს ამერიკის გლობალური დომინანტობა და კონკურენტუნარიანობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მინიმალურად შემზღუდავი, ერთიანი ეროვნული პოლიტიკის საშუალებით.
ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი გეგმავს, გამოსცეს აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგულაციების დაწესებას შეუზღუდავს.
კერძოდ, არასასურველი შეზღუდვების გასაუქმებლად ან ამგვარი შეზღუდვების მიღებაზე უარისთვის, შტატების ხელისუფლებებზე ფედერალური მთავრობა ზეწოლას განახორციელებს - აწარმოებს სასამართლო დავებს და შეუჩერებს ფედერალურ დაფინანსებას. ხელოვნური ინტელექტის დასარეგულირებლად კი, იგეგმება უფრო მსუბუქი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება, რომელიც იმოქმედებს ფედერალურ დონეზე და იქნება შტატების კანონებზე უპირატესი.
თეთრ სახლში აღნიშნულ დისკუსიას სპეკულაცია უწოდეს. მოგვიანებით კი სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული განკარგულების გამოცემა შეაჩერა და პროექტი „თაროზე შემოდო“.
თუმცა ამით საკითხი არ დახურულა. შტატებისთვის ხელოვნური ინტელექტის რეგულირების დროებით აკრძალვის ინიციატივას ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესშიც განიხილავს.
ინიციატივას მწვავეს აკრიტიკებენ არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ თანაპარტიელები. ფლორიდის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა ამ გეგმას მიუღებელი უწოდა და ინიციატივა ფედერალური მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებად შეაფასა.
„შტატებისთვის ხელოვნური ინტელექტის რეგულირების იურისდიქციის ჩამორთმევა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სუბსიდიაა”, - მიიჩნევს რონ დესანტისი.
განგაშის ზარები შემოჰკრა სხვადასხვა ორგანიზაციამ. ასობით გაერთიანებამ - მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებულთა პროფკავშირებმა, საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებმა კონგრესს წერილით მიმართეს, რომელშიც შტატების დონეზე ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების შეზღუდვის რისკებზე საუბრობენ.
“ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ექნებათ მისი ნდობის საფუძველი… თქვენ უარი უნდა თქვათ ამ მასშტაბურ ინიციატივაზე. ამერიკელები იმსახურებენ მნიშვნელოვან ფედერალურ დაცვას, ასევე იმსახურებენ, მათ შტატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წამყვანი როლი შეასრულონ უსაფრთხოების, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში “, - ნათქვამია წერილში.
სენატმა 99 ხმით ერთის წინააღმდეგ შტატებში ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე 10-წლიანი მორატორიუმის დაწესების მცდელობა ივლისში დაბლოკა. აქტუალური ხდება საკითხი - კვლავ მოიპოვებს თუ არა მსგავსი ინიციატივა კონგრესში კანონმდებელთა სათანადო მხარდაჭერას.
ამერიკელი პროკურორები ტრამპის წინააღმდეგ
02 დეკემბერი 2025ამერიკელი პროკურორები ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების მიღმა დატოვებას ეწინააღმდეგებიან. მათი ვარაუდით, ამას კატასტროფული შედეგი მოჰყვება. აშშ-ის 35 შტატის და კოლუმბიის ოლქის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა პროკურორებმა კონგრესს უკვე მიმართეს და მოუწოდეს, არ დაიბლოკოს ადგილობრივი კანონები, რომლის მიზანი სხვადასხვა შტატში ხელოვნური ინტელექტის რეგულაციაა.