ჩინეთი უდიპლომო ინფლუენსერებს სერიოზულ თემებზე საუბარს უკრძალავს. ციფრულ ეპოქაში, როცა ერთ ვირუსულ ვიდეოს მილიონობით ადამიანის დარწმუნება შეუძლია, ქვეყანამ კონტენტკრეატორებს რეგულაციები დაუწესა.
ახლად ამოქმედებული კანონით, ინფლუენსერებს იმ დარგის შესაბამისი აკადემიური ხარისხი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოეთხოვებათ, რომელზეც ონლაინპლატფორმებზე ისაუბრებენ. რეგულაცია ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ფინანსები, ჯანდაცვა, სამართალი და განათლება.
კანონი ძალაში 25 ოქტომბერს შევიდა. „ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის“ განცხადებით, ახალი რეგულაციები სოციალური ქსელების მომხმარებლებს ცრუ და საზიანო რჩევებისგან დაიცავს. საქმე ისაა, რომ ფინანსურ ინვესტიციებსა თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე ინფლუენსერების მიერ გაცემულ არასწორ რჩევას მომხმარებლებისთვის, შესაძლოა, რეალურად უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.
„ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციას“ მაგალითად მოჰყავს ონლაინსივრცეში გავრცელებული თაღლითური სქემები; ხშირია ცრუ საინვესტიციო რჩევების შემთხვევები, როცა მომხმარებლებისგან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს; ფსევდომეცნიერული სამედიცინო რჩევები კი, განსაკუთრებით აქტუალური იყო კოვიდ -19-ის პანდემიის დროს.
კანონი შეეხება „ტიკ-ტოკის“, Weibo-ს, Bilibili-სა და ჩინეთში მოქმედი სხვა პოპულარული პლატფორმების კონტენტკრეატორებსა და ინფლუენსერებს.
რეგულაციის თანახმად, ინფლუენსერებს, რომლებსაც მედიცინაზე, განათლებაზე, სამართალსა თუ ფინანსებზე ვიდეოს განთავსება სურთ, სოციალურ მედიაპლატფორმაზე შესაბამისი დიპლომის, ლიცენზიის ან სერტიფიკატის ატვირთვა მოუწევთ. ვიდეო კი მხოლოდ მას შემდეგ განთავსდება, რაც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მათ პროფესიულ კვალიფიკაციას გადაამოწმებს.
ინფლუენსერებმა თავიანთ ვიდეოებში ასევე უნდა განაცხადონ, თუ რომელ დარგში აქვთ ლიცენზია; აქტუალურ თემებზე საუბრისას მიუთითონ შესაბამისი სანდო წყაროები და აუცილებლად აღნიშნონ, იყენებენ თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოელემენტებს.
თუ ონლაინპლატფორმები მოთხოვნებს არ შეასრულებენ, თითოეულ დარღვევაზე 14 ათას დოლარამდე ჯარიმას გადაიხდიან. ფინანსური სანქციის გარდა სადამსჯელო ზომებში ასევე გათვალისწინებულია მომხმარებლის ანგარიშის დაბლოკვა ან კონტენტის წაშლა.
ინფლუენსერებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე, მედიცინის ან ფინანსების სფეროზე ამზადებდნენ სარეკომენდაციო ვიდეოებს, ამიერიდან კონტენტის სრულად შეცვლა მოუწევთ.
ახალმა კანონმა ჩინეთის ონლაინსივრცეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რეგულაციას 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი გამოეხმაურა.
საზოგადოების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ სერიოზულ საკითხებზე მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ. კრიტიკოსები კი რეგულაციას ცენზურის ახალ ფორმად და საჯარო დისკურსის შეზღუდვის ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
ბევრს საუბრობენ პოტენციურ ფინანსურ ზარალზეც, რადგან ონლაინსივრცეში, სადაც 1 მილიარდი მომხმარებელია, ინფლუენსერები და კონტენტკრეატორები ყოველწლიურად 300 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ.
ანალოგიური მოსაზრებები გაჩნდა ჩინეთის ახალ რეგულაციაზე დასავლურ მედიაშიც. ერთი მხრივ, მიესალმებიან ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორე მხრივ, კი შიშობენ, რომ კანონმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე.
დასავლეთში ჩინეთის მიერ მიღებული კანონის ზუსტი ანალოგი ჯერ არ არსებობს, თუმცა ონლაინსივრცეში საზიანო კონტენტის ან დეზინფორმაციის გავრცელებას არეგულირებს ევროკავშირიც. „ციფრული სერვისების აქტი“ სავალდებულოა ევროპული ბლოკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ონლაინპლატფორმისთვის.
რეგულაციის თანახმად, სოციალურ ქსელებში ე.წ. უკანონო კონტენტის (იგულისხმება სიძულვილის ენა, ძალადობის შესახებ მოწოდებები, კონტრაბანდული საქონლის გაყიდვა, არასრულწლოვნებისთვის სენსიტიური კონტენტი და ა.შ) გასაჩივრება ნებისმიერ ადამიანსა და უწყებას შეუძლია. პლატფორმებს კი ეკისრებათ ვალდებულება, რომ გასაჩივრებული კონტენტი დაუყოვნებლივ გადაამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, წაშალონ.
ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტის“ დარღვევა ტექნოლოგიური კომპანიებითვის ყოველწლიური გლობალური ბრუნვის 6%-ის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
აკრძალვები უდიპლომო ინფლუენსერებისთვის
07 ნოემბერი 2025ჩინეთი უდიპლომო ინფლუენსერებს სერიოზულ თემებზე საუბარს უკრძალავს. ციფრულ ეპოქაში, როცა ერთ ვირუსულ ვიდეოს მილიონობით ადამიანის დარწმუნება შეუძლია, ქვეყანამ კონტენტკრეატორებს რეგულაციები დაუწესა.