სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე პირველად აღიძრა. საფრანგეთის პროკურატურამ ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე TikTok-ის გავლენასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიებას პარიზის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება აწარმოებს.
პროკურატურამდე საკითხი საფრანგეთის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა. „როდესაც გართობა კოშმარად იქცევა: როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი შვილები TikTok-ის ალგორითმული ხაფანგიდან“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა უწყებამ ანგარიში 11 სექტემბერს, რომელიც არასრულწლოვნებზე სოციალური ქსელის, TikTok-ის ფსიქოლოგიურ გავლენას იკვლევდა. საგამოძიებო კომისიას სოციალისტი კანონმდებელი არტურ დელაპორტე ხელმძღვანელობდა.
TikTok-თან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში არასრულწლოვანთა მშობლების პროტესტის საფუძველზე შეიქმნა. რამდენიმე ოჯახმა სოციალური მედიის პლატფორმა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ისეთი კონტენტის გამოქვეყნებაში დაადანაშაულა, რომელიც მათ სუიციდისკენ უბიძგებდა.
საპარლამენტო კომისიამ ექვსთვიანი მუშაობის პერიოდში არასრულწლოვანთა ოჯახების, სოციალური პლატფორმების წარმომადგენლების და ინფლუენსერების ჩვენებები მოისმინა.
“დასკვნა ნათელია: TikTok-მა განზრახ შეუქმნა საფრთხე საკუთარი მომხმარებლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საქმე პარიზის პროკურატურისთვის გადაგვეგზავნა... ვფიქრობთ, არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, აქტიური თანამონაწილეობა; როდესაც TikTok-ის აღმასრულებლები ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, რომ არაფერი იცოდნენ... ჩემი აზრით, ეს ცრუ ჩვენებაა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ არტურ დელაპორტემ FranceInfo-სთან საუბარში.
კომისიის საბოლოო ანგარიშში ჩაიწერა, რომ TikTok ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებდა, როგორც „ნელი შხამი“.
ანგარიშის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაცია, რომ საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებს სრულად აეკრძალოთ სოციალური ქსელებით სარგებლობა, 15-დან 18 წლამდე მოზარდებს კი, სოციალური ქსელები ღამის საათებში შეეზღუდოთ.
სხვა რეკომენდაციებთან ერთად, დოკუმენტში საუბარია საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასშტაბური კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე. კომისიის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, განისაზღვროს ახალი სახის დანაშაული - “ციფრული გულგრილობა“ და პასუხისმგებლობა დაეკისროს მშობლებს, რომლებიც სათანადო მეთვალყურეობას არ გაუწევენ შვილების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას.
TikTok, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია აპირებს, მტკიცედ დაიცვას საკუთარი რეპუტაცია.
TikTok-ის წარმომადგენლებმა საპარლამენტო კომისიას განუცხადეს, რომ აპლიკაცია მოდერაციისთვის ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მოქმედ სისტემას იყენებს და ამ სისტემამ საფრანგეთში სოციალური ქსელის გამოყენების პირობების დამრღვევი კონტენტის 98% გამოავლინა.
„მოზარდების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად სპეციალურად შემუშავებულია და წინასწარ დაყენებულია 50-ზე მეტი ფუნქცია და პარამეტრი, ხოლო, წესების დარღვევით შექმნილი 10 ვიდეოდან 9 მათ ნახვამდე იშლება. ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ ბავშვებისთვის უსაფრთხო და ასაკის შესაბამისი გარემოს შექმნაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
საფრანგეთში მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე TikTok-ის გავლენის საკითხის გარშემო დისკუსიის პარალელურად ევროკავშირი ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების ერთიანი რეგულაციის შემუშავებაზე მსჯელობს.
ვიდრე ევროკავშირში საკითხის ირგვლივ საერთო წესებზე შეთანხმდებიან, დანიამ კონკრეტულ ნაბიჯებზე იზრუნა. ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სოციალურ მედიას 15 წლამდე მოზარდებისთვის აკრძალავს. თუმცა ახალი ინიციატივით, მშობლებს შეეძლებათ, 13 წლის ასაკიდან ბავშვებს გარკვეულ პლატფორმებზე წვდომის უფლება მისცენ. დანიის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების უმრავლესობა თანახმაა, საკანონმდებლო რეგულაციას მხარი დაუჭიროს.
“დანია ევროკავშირში ერთ-ერთი პირველია, ვინც ინოვაციურ ნაბიჯს დგამს სოციალურ მედიაში ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებით. ეს ციფრულ სამყაროში ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაიცავს“, - აცხადებენ დანიის ციფრულ საქმეთა სამინისტროში.
დანიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში ბავშვებში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმებია: YouTube, Instagram და TikTok. დანიის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის თებერვლიდან ჩატარებული ანალიზით, ქვეყანაში ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად 2 საათსა და 40 წუთს ატარებენ.
ახალი რეგულაციის დაწესებით დანია ავსტრალიას ბაძავს, რომელმაც სოციალურ მედიაზე წვდომა 16 წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე შეუზღუდა.
TikTok-ის ალგორითმული ხაფანგი ბავშვების წინააღმდეგ?
18 ნოემბერი 2025სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე პირველად აღიძრა. საფრანგეთის პროკურატურამ ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე TikTok-ის გავლენასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიებას პარიზის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება აწარმოებს.

ფოტო: bbc.co.uk