წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 1
  • 3352

Meta ბმულების გაზიარების შეზღუდვას ტესტავს

07 იანვარი 2026

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta ბმულების გაზიარების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს. კერძოდ, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვს გამოწერილი Meta- ფასიანი ვერიფიკაცია, თვეში მხოლოდ ორი გარე ბმული გაზიარება შეეძლებათ. ახალი სისტემით, კომპანია ცდილობს, გაზარდოს იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ვერიფიკაციის საფასურს იხდიან, რაც 15-დან 500 დოლარამდე ღირს.


ცვლილებები ზოგიერთი მომხმარებლისთვის სატესტო რეჟიმში უკვე ამოქმედდა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. საცდელი შეზღუდვა გვერდებსა და პროფესიონალურ ანგარიშებ შერჩეულ ჯგუფზე ვრცელდება.


„16 დეკემბრიდან, Facebook-ის გარკვეულ პროფილებს, რომლებსაც არ აქვთ გამოწერილი Meta Verified, თვეში მხოლოდ ორი ორგანული (ანუ უფასო) პოსტის გაზიარება შეეძლებათ. გამოიწერეთ Meta Verified, რათა Facebook-ზე მეტი ბმული გააზიაროთ, ასევე მიიღოთ დამოწმებული ბეიჯი და დამატებითი ბენეფიტები, - ნათქვამია შეტყობინებაში, რომლებიც მომხმარებელთა ნაწილმა მიიღო.


ერთ-ერთი, ვისაც ცვილება შეეხო, სოციალური მედიის ექსპერტი მეტ ნავარაა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მას შეატყობინა, რომ 16 დეკემბრიდან Facebook-ში თვეში მხოლოდ ორი ბმულის გაზიარებას შეძლებდა. ბრიტანელი ექსპერტის შეფასებით, მარკ ცუკერბერგის კომპანია საკუთარი პლატფორმის მეტი სეგმენტის მონეტიზაციას ცდილობს.


თუ თქვენ კონტენტის შემქნელი ან კომპანია ხართ და თუ Facebook თქვენი ზრდის და ტრაფიკის მოზიდვის სტრატეგიის ნაწილია, მაშინ მასზე წვდომა ახლა ფასიანია”, - განუცხადა ნავარამ BBC-.


თუ ცვლილება სრულად ამოქმედდება, ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ბიზნესანგარიშებსა და კონტენტის შემქმნელებზე, რომლებიც Facebook-ის ანგარიშებს ფართო აუდიტორიაზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.


ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ბმულები კომენტარების ველში გამოაქვეყნონ, რაზეც ლიმიტი არ ვრცელდება.


ფასიანი სერვისის ტესტირება ამ ეტაპზე არ ვრცელდება მედიაორგანიზაციებზე. თუმცა ბმულების გაზიარების შეზღუდვამ შესაძლოა, მაინც დააზარალოს ნიუსრუმები და მედიასაშუალებები, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მომხმარებლები მათი ბმულების გაზიარებისგან თავს შეიკავებენ.


მედიაორგანიზაციებმა Meta-სგან ისედაც სერიოზული დარტყმა განიცადეს, როდესაც 2023 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, თავის პლატფორმაზე ნაკლებად პრიორიტეტული გახადოს ახალი ამბები და უპირატესობა მოკლე ვიდეოკონტენტს მიანიჭა.


მედიასაკონსულტაციო კომპანიის DJB Strategies-ის დამფუძნებელი დევიდ ბათლი გამოცემა The Guardian-თან საუბრისას ამბობს, რომ Meta ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ამბობს უარს ახალ ამბებზე. ამის მაგალითად მას მოჰყავს კანადის შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდა კანონი, რომელიც გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის მათი კონტენტისთვის ფულის გადახდას ავალდებულებს. საპასუხოდ Meta- Facebook-ის კანადის სეგმენტისთვის ახალ ამბებზე წვდომა დაბლოკა.


კანადაში რეგულაციის საპასუხოდ გამომცემლებისთვის გადახდაზე უარის თქმის და ქვეყანაში ახალი ამბების ბმულები მთლიანად დაბლოკვის შემდეგ, ნათელია, რომ ახალი ამბები აღარ წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან კონტენტს”, - აღნიშნავს ბათლი.


კომპანია Meta- მონაცემებით, აშშ-ში სოციალურ ქსელში მასალის ნახვების 98% მოდის ისეთ პოსტებზე, რომლებსაც არ ახლავს გაზიარებული ბმულები.


აამოქმედებს თუ არა Meta საცდელ სიახლეს მთელ სოციალურ ქსელში, ჯერჯერობით გაურკვეველია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეზღუდული ტესტირება მიზნად ისახავს, გაიგონ, მატებს თუ არა ბმულების გაზიარების შესძლებლობა ღირებულებას მეტას ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.


შეზღუდვის ფართოდ ამოქმედების შემთხვევაში, მომხმარებლები არჩევანის წინაშე დადგებიან: გადაიხადონ Meta- ვერიფიცირებული ანგარიშისთვის, შეამცირონ Facebook-ის გამოყენება ან საქმიანობა გადაიტანონ ისეთ პლატფორმებზე, სადაც ბმულების გაზიარება შეზღუდული არ იქნება.



ქეთი ჩოხელი
  • 1
  • 3352
0 Comments