მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ხშირი ყურება ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს - ამ დასკვნამდე ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია სპეციალური კვლევის შემდეგ მივიდა. მოკლე ვიდეოების უსასრულო თვალიერების - ე.წ. სქროლვის საკითხის შესწავლა სპეციალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ პროცესმა მასობრივი ხასიათი მიიღო.
„ტიკტოკის“, „იუთუბის“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე განთავსებულ მოკლე ვიდეოებს მომხმარებლები დღითიდღე მეტ დროს უთმობენ. უწყვეტ სქროლვაში კი ზოგჯერ საათები გადის. მეცნიერები დაინტერესდნენ, გამოეკვლიათ, რა გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე ამ ტიპის ვიდეოების ხშირი ყურება.
გასულ წელს ოქსფორდის ლექსიკონის წლის სიტყვად „ტვინის ლპობა“ დასახელდა. რაც ადამიანის მენტალური მდგომარეობის გაუარესებას ნიშნავს. ამ ტერმინით გამოიხატა შეშფოთება იმ მდგომარეობაზე, რომელსაც სოციალურ მედიაში არსებული დაბალი ხარისხის ვიდეოების ჭარბი რაოდენობით მოხმარება იწვევს.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ბოლო დასკვნები ადასტურებს, რომ „ტვინის ლპობა“ არის რეალური ნეიროკოგნიტური სინდრომი, რომელიც მკაფიო ზიანს იწვევს.
კვლევა, რომელიც მოკლე ვიდეოების გონებრივ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენის საკითხებს ეხება, ადასტურებს, რომ ალგორითმებზე დაფუძნებულ პლატფორმებზე მოკლე ვიდეოების უსასრულო თვალიერება პირდაპირ უკავშირდება „ტვინის ლპობას“.
დასახელებული და შესაწვლილია კონკრეტული პლატფორმები, რომელზეც მომხმარებლები ამგვარ ვიდეოებს უყურებენ. ასეთია, მაგალითად: TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts.
მიმოხილვაში შეტანილი კვლევების უმეტესობა - 74% აზიაში ჩატარდა, 11% - ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე 11% ევროპაში, 3% აფრიკაში და 1% - ცენტრალურ ამერიკაში. კვლევებში ჩართულებს შორის 60% ქალი იყო. კვლევების უმეტესობა - 73% ზრდასრულებზე იყო ორიენტირებული, ხოლო ახალგაზრდებზე - 27%.
მეცნიერებმა გააანალიზეს 71 კვლევის მონაცემები, რომელშიც 98 299 ადამიანი მონაწილეობდა და აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტ მოკლე ფორმატის ვიდეოს უყურებს ადამიანი, მით უფრო ცუდი კოგნიტური მაჩვენებლები აქვს მას ყურადღებისა და ინჰიბიტორული კონტროლის თვალსაზრისით.
ინჰიბიტორული (დამამუხრუჭებელი) კონტროლი არის აზრების და იმპულსების იმგვარად განკარგვის უნარი, რომ ადამიანმა შეძლოს, შეეწინააღმდეგოს ცდუნებას და ჩვევებს - ჯერ გაჩერდეს, დაფიქრდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოს.
კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ონლაინ რეჟიმში საშუალოდ 6.5 საათს ატარებენ და ამ დროის მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ, მოკლე ვიდეოების ყურებას უთმობენ.
„ამ კონცეფციის თანახმად, მაღალმასტიმულირებელი შინაარსის ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შეჩვევას, რომლის დროსაც მომხმარებლები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან უფრო ნელი, შრომატევადი კოგნიტური ამოცანების მიმართ, როგორიცაა კითხვა, პრობლემების გადაჭრა ან საფუძვლიანი სწავლა“,- აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ ემოციური, სტიმულის გამომწვევი ინფორმაციის უწყვეტ ციკლში მიღება იწვევს დოფამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ციფრული ურთიერთქმედებებისადმი ჩვევის ჩამოყალიბებას და ემოციური დამოკიდებულების გაზრდას. რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია, ცხოვრებით კმაყოფილების დაქვეითება და თვითშეფასების დონის დაცემა. სოციალური პლატფორმების ჭარბი გამოყენება ასევე იწვევს ძილის დარღვევას, შფოთვის მომატებას და მარტოობისკენ სწრაფვას.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ უხარისხო ვიდეოგამოსახულებების ჭარბად ყურება შესამჩნევ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე. რაც უფრო მეტ მოკლემეტრაჟიან ვიდეოებს უყურებს ადამიანი, მით უფრო მცირდება ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობა, რაც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე.
სოციალური ქსელების გამოყენების ხანგრძლივობაზე კვლევები წლებია ტარდება. 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოზარდებში ციფრული მედიის ზომიერმა გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს კეთილდღეობა, უზრუნველყოს ურთიერთკავშირის, გართობისა და ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობები.
პრობლემას არა ზოგადად სოციალური ქსელები, არამედ, მათი და, კონკრეტულად, მოკლე ვიდეოების ჭარბი და უკონტროლო გამოყენება იწვევს. ამიტომ რეკომენდაციებში აქცენტი დროის შეზღუდვაზე და პლატფორმების გააზრებულ გამოყენებაზე კეთდება.
სოციალურ ქსელებს ყველაზე ხანგრძლივად ახალგაზრდები იყენებენ. როგორც ჩანს, მათი ხშირი მოხმარების უარყოფითმა გავლენამ თავად ახალგაზრდებიც დააფიქრა.
„თქვენ იაფფასიან დოფამინზე ხართ დამოკიდებული და ეს თქვენს მოტივაციას კლავს“, - ამბობს ბერლინში მცხოვრები TikTok-ის მომხმარებელი ტიციანა ბუჩეკი საკუთარ ვიდეოში.
ვიდეო, რომელსაც 2.9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ცხრამეტი წლის მოზარდის მიერ დაწყებული „ტვინის ლპობის საწინააღმდეგო“ კამპანიის ნაწილია. ბუჩეკი Z თაობის ინფლუენსერების წარმომადგენელია, რომლებიც პრობლემასთან ბრძოლას ცდილობენ.
ინტერნეტის ჭარბი მოხმარების შედეგად “ტვინის დეგენერაციის“ მდგომარეობა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს, თუმცა პრობლემა, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ, Z თაობის (1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2010-იანების დასაწყისამდე დაბადებულები) წარმომადგენლებს აქვთ, რადგან ეს თაობა ტექნოლოგიებზე უპრეცედენტო წვდომის პირობებში გაიზარდა.
ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს შესაძლოა, სოციალური მედიის ჭარბი მოხმარების შედეგად ტვინის დაჩქარებული დაბერების სიმპტომები გამოუვლინდეთ. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოგნიტურ ჯანმრთელობაზე ეკრანის ზემოქმედებისგან არც ხანდაზმული ადამიანები არიან დაზღვეულნი.
"სქროლვის" მავნე გავლენა ადამიანის გონებაზე
07 დეკემბერი 2025მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ხშირი ყურება ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს - ამ დასკვნამდე ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია სპეციალური კვლევის შემდეგ მივიდა. მოკლე ვიდეოების უსასრულო თვალიერების - ე.წ. სქროლვის საკითხის შესწავლა სპეციალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ პროცესმა მასობრივი ხასიათი მიიღო.