მოზარდებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. ავსტრალიაში კი გასული წლის 10 დეკემბრიდან ძალაშია კანონი, რომლის თანახმადაც პლატფორმები ვალდებულნი არიან, 16 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ ქსელებზე წვდომის ნება არ დართონ.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების რეგულირების საკითხი ევროპის ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. 26 იანვარს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიზანი 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაა. კანონპროექტი მოსწავლეებს საშუალო სკოლის შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენებასაც უკრძალავს. ინიციატივა უახლოეს დღეებში ზედა პალატას, სენატს გადაეცემა, შემდეგ კი ქვედა პალატაში საბოლოო კენჭისყრა გაიმართება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ სოციალური მედია ახალგაზრდებში ძალადობის წამხალისებელი ერთ-ერთი ფაქტორია. მაკრონს სურს, რომ აკრძალვის შესახებ კანონი სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს. მმართველი კოალიცია საკითხის განხილვას 16 თებერვალს გეგმავს. კანონი მოზარდებისთვის Snapchat-ის, TikTok-ის, Instagram-ის და X-ის აკრძალვას ითვალისწინებს.
„ამ კანონით, საზოგადოებაში მკაფიო ზღვარს ვაწესებთ. ჩვენ მარტივ რამეს ვამბობთ: სოციალური მედია უვნებელი არ არის. სოციალური ქსელები დაგვპირდნენ გაერთიანებას, მაგრამ მათ საზოგადოების დაყოფა გამოიწვიეს. დაგვპირდნენ ინფორმაციის მიწოდებას, მაგრამ საზოგადოება გადატვირთეს. დაგვპირდნენ გართობას, მაგრამ მომხმარებლები ხაფანგში მოაქციეს. ჩვენი შვილები ნაკლებს კითხულობენ, ნაკლები სძინავთ და უფრო ხშირად ადარებენ საკუთარ თავს ერთმანეთს. ეს თავისუფალ გონებაზე ზემოქმედებაა“, - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტის წევრმა პარტია „რენესანსიდან“, კანონპროექტის ავტორმა, ლორ მილერმა.
15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის მთავარი რეკომენდაცია იყო, რომელიც არასრულწლოვნებზე TikTok-ის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ეხებოდა. სწორედ ამ ანგარიშის მომხსენებელი იყო ლორ მილერი.
„15 წლამდე ასაკი უმანკოების, შემოქმედებითობის, სწავლისა და თვითგანვითარების დროა. ჩვენი შვილების ტვინი არ იყიდება, ასევე დაუშვებელია მისი კონტროლი“, - განაცხადა ციფრულ საკითხებში მინისტრ დელეგატმა ან ლე ენანფმა.
ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს მინიმალური ასაკი ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომისთვის, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა ბრიტანეთშიც. ლორდთა პალატამ მხარი დაუჭირა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის პუნქტის დამატებას „ბავშვთა კეთილდღეობისა და სკოლების შესახებ“ კანონპროექტში. ცვლილებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააჩქაროს სოციალური მედიის აკრძალვის აღსრულება დიდ ბრიტანეთში. თუ მას თემთა პალატაც დაამტკიცებს, ინიციატივა კანონად იქცევა.
ბრიტანელი პარლამენტარები სულ უფრო მეტ წერილს იღებენ მშობლებისგან, რომლებიც მოითხოვენ სოციალური მედიის აკრძალვას 16 წლამდე ასაკის პირებისთვის. 235 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე მისწერა პარლამენტის წევრებს და მათ მოქმედებისკენ მოუწოდა. ზოგი მშობელი ამბობს, რომ მათ შვილებს თანატოლები სოციალური ქსელების მეშვეობით პორნოგრაფიას და ძალადობრივი შინაარსის ამსახველ ინფორმაციას აჩვენებენ, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ონლაინ პლატფორმები ხელს უწყობენ ბულინგს საკლასო ოთახის მიღმაც.
2024 წელს BBC Bitesize-ისა და BBC Radio 5 Live-ის მიერ გამოკითხული 13-18 წლის ახალგაზრდების მეოთხედმა განაცხადა, რომ ისინი დღეში დაახლოებით ხუთნახევარი საათის განმავლობაში იყენებდნენ ტელეფონებს.
კოლჩესტერის მახლობლად, სტენვეის სკოლაში სოციალური მედიისა და სმარტფონების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრისთვის ინოვაციური მიდგომა გამოიყენეს. მოსწავლეებმა 21 დღის განმავლობაში უარი თქვეს ტელეფონებზე. მათ ქცევით ცვლილებებს Channel 4-ის დოკუმენტური ფილმის ფარგლებში ექსპერტები აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები 17%-ით შემცირდა.
საფრანგეთისა და ბრიტანეთის გარდა ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის საკითხზე აქტიურობს დანიაც. დანიის პარლამენტი 15 წლამდე ასაკის პირებისთვის შეზღუდვებზე უკვე შეთანხმდა. თუმცა იქ მშობლებს შეეძლებათ, 13 წლის შვილებს სოციალური მედიის გამოყენების უფლება თავად მისცენ.
14 წლამდე ასაკის პირებისთვის ავსტრალიის მსგავს აკრძალვებს მხარს უჭერენ ავსტრიაში. ანალოგიური შინაარსის კანონპროექტები განიხილება ესპანეთისა და იტალიის პარლამენტებშიც. პრობლემას მწვავედ მიიჩნევენ და საკანონმდებლო კუთხით მუშაობენ საბერძნეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც.
„კანონიერი ომები“ სოციალურ ქსელებთან
06 თებერვალი 2026მოზარდებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. ავსტრალიაში კი გასული წლის 10 დეკემბრიდან ძალაშია კანონი, რომლის თანახმადაც პლატფორმები ვალდებულნი არიან, 16 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ ქსელებზე წვდომის ნება არ დართონ.