ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე ლიზა“, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ფილმი აფხაზეთის ომს ეხება და მან მაყურებელში არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა, რაც მისი თემატიკიდან გამომდინარე, ალბათ გასაგები და მოსალოდნელიც იყო.
სწორედ ამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედია ვალდებულია, კეთილსინდისიერად გააშუქოს ფილმის შინაარსსა თუ მის გადაღებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს.
ამის ნაცვლად, "ტვ პირველმა“ “იარე ლიზას“ სკანდალურობის მთავარ ღერძად წარმოაჩინა „ქართული ოცნებისა და სუს-ის გეგმა - შეამზადოს საზოგადოება აფხაზეთის აღიარებისთვის“.
28 სექტემბერს, 13-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ -
"როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, ფილმის სცენარი რუსული ნარატივით არის დაწერილი და ემსახურება ქართველი ახალგაზრდების ტვინების გამორეცხვას, რომ მომზადდეს ნიადაგი აფხაზეთის აღიარებისთვის".
აქვე მოვისმინეთ დევნილთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი ტორუას კომენტარი, რომელიც ჟურნალისტის ნათქვამს იმეორებს.
შემდეგ ჟურნალისტი აანონსებს ინტერვიუს სცენარის ავტორ ლია ტოკლიკიშვილთან და წინასწარ ამზადებს მაყურებელს რესპონდენტის მიმართ ნეგატიური განწყობისთვის:
"ხალხმა მას პირდაპირ უთხრა რომ მის სცენარში სუსი-ს ხელი დაინახეს" - აცხადებს ჟურნალისტი, თუმცა არ მოჰყავს "ხალხის აზრის" დამადასტურებელი ფაქტები.
სცენარის ავტორთან ინტერვიუში კი, კითხვების ნაცვლად, ჟურნალისტი კვლავ იმეორებს არხისთვის სასურველ გზავნილებს და აიძულებს ტოკლიკიშვილს, თავი დაიცვას „ხალხის“ ბრალდებებისგან:
"ქართველი ჯარისკაცების დისკრედიტაციად აღიქვა საზოგადოებამ"..
"ხალხი ფიქრობს, რომ ნიადაგის მომზადებაა აფხაზეთის აღიარებისთვის, ეს დაინახა ხალხმა"..
„ფილმის მაყურებელმა ქართული ოცნების, სუსის ხელი ამოიკითხა ამ სცენარში“ ..
ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტი კვლავ აპელირებს საზოგადოებაზე და იმეორებს რომ სცენარი სუს-ის დაკვეთითაა დაწერილი, ხოლო სიუჟეტის დასასრულს ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა ისრები გიორგი გახარიაზე გადაიტანა, რადგან ფილმი 2019 წელს დაფინანსდა.
ანუ, მაყურებელს უნდა გაეკეთებინა დასკვნა - „ოცნებამ“ და სუს-მა ტოკლიკიშვილს დააწერინეს ისეთი ფილმის სცენარი, რომლის ნახვის შემდეგაც ახალგაზრდობა მზად იქნება, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. და თუ არხის მაყურებლები წულუკიანს არ ჩათვლიან დამნაშავედ, მაშინ მათი რისხვა გახარიასკენ უნდა გადამისამართდეს.
ცნობისათვის - ფილმის გარშემო ატეხილ ხმაურს 28 სექტემბერს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და განაცხადა, რომ ფილმი 1.74 მლნ ლარით დაფინანსდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის მაშინდელი დირექტორის, გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით. თავად გაგა ჩხეიძემ „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ 2019 წლის მაისში, როცა ის კინოცენტრში მივიდა, ფილმი მას უკვე დაფინანსებული დახვდა.
უცნაურია, რომ 13-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, „ტვ პირველის“ მხრიდან სცენარისტის სატელევიზიო ჯვარცმისას, ერთხელაც არ იყო ნახსენები ფილმის რეჟისორის, ნანა ჯანელიძის ვინაობა, რომელიც იმავდროულად სცენარის თანაავტორიცაა.
რეჟისორის, რომელსაც მისი ფუნქციიდან გამომდინარე, არანაკლები ბულინგი უნდა დაემსახურებინა „ანტისახელმწიფოებრივი“ ფილმის გადაღებისთვის, მითუმეტეს, რომ მისი ვინაობა გასაიდუმლოებული არ ყოფილა.
კულტურის სამინისტროს იმავე განცხადებაში ნახსნებია რეჟისორი ნანა ჯანელიძე, რომელიც სამინისტროს არაერთხელ აკრიტიკებდა კინოცენტრის რეფორმისთვის.
გამოდის, რომ „ტვ პირველს“ ჰქონდა ინფორმაცია ჯანელიძეზე, თუმცა სიუჟეტებში ის არ უხსენებია, რაც აჩენს მეორე ეჭვს - ტელეარხს არ აწყობდა წულუკიანთან დაპირისპირებული რეჟისორის დადანაშაულება "სუს-ის დაკვეთილი" და "რუსული ნარატივის გამტარებელი" ფილმის გადაღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ჩანს ჯანელიძის (და არა ტოკლიკიშვილის) ბრძოლა დაფინანსებისთვის.
აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უწევდა ჯანელიძეს ფულის ხვეწნა კინოცენტრისა და მაშინდელი პრემიერისთვის, თუ დაკვეთა სუს-ისგან და ოცნებისგან მოდიოდა?
და თუ დაკვეთა ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს, რატომ დათანხმდა რეჟისორი ამ ფილმის გადაღებას?
„ტვ პირველმა“ სიუჟეტში არ შეიმჩნია კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის საკმაოდ ღიად და არაორაზროვნად ნათქვამი ფრაზა:
"ფილმი ჩაწყობით, უკონკურსოდ, დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება."
ამ დაპირისპირების შესახებ „ტვ პირველისთვის“ ცნობილი იყო ჯერ კიდევ ივნისიდან, როცა გამოქვეყნდა ნანა ჯანელიძის ღია წერილი პრემიერისადმი, მაგრამ სიუჟეტში რეჟისორის ვინაობა ნახსენები არ არის.
ტელეარხმა უბრალოდ გააქრო ჯანელიძე სკანდალიდან.
იმავე 28 სექტემბრის დღის ბოლოს, „ტვ პირველის“ მაყურებელს გაუჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ტელეარხმა გამოასწორა ტენდენციური სიუჟეტი, დააკორექტირა და, როგორც იქნა, ახსენა რეჟისორის ვინაობა, თუმცა ვრცელ სიუჟეტში მხოლოდ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ „ფილმი რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ლია ტოკლიკიშვილის სცენარით გადაიღო“.
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს თან სდევდა წარწერა „ფილმი სადავო სცენარით“, ხოლო სიუჟეტის წარდგენისას არხის წამყვანმა პოლიტიკური მანტრა კიდევ უფრო დაამძიმა:
„ბრალდებები უმძიმესია, თქვენ ამ ფილმით ამზადებთ ნიადაგს აფხაზეთის აღიარებისთვის...ბრალდებების მთავარი ადრესატი ფილმის სცენარის ავტორია, რომელსაც დღეს თავის მართლება მოუწია“.
შემდეგ ჟურნალისტი კვლავ იმეორებს: - „რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის იდეის ავტორი ლია ტოკლიკიშვილია“ და კვლავ გადის ინტერვიუ ლია ტოკლიკიშვილთან, თუმცა ისე დაჩეხილი და შემცირებული, რომ სცენარის ავტორი გამოყვანილია ქართველი მებრძოლების მტრად.
ამის შემდეგ სიუჟეტში მოყვანილია ვარაუდები ტოკლიკიშვილის და ივანიშვილის კავშირების შესახებ, მათი კავშირის არგუმენტად კი მოყვანილია ტოკლიკიშვილის ფილმი ეროსი კიწმარიშვილზე, რომელშიც თურმე არ მოხვედრილა კიწმარიშვილის გამონათქვამები ივანიშვილზე, რასაც მაყურებელში უნდა გაეჩინა ეჭვი, რომ ტოკლიკიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით გადაიღო რუსული ნარატივის ფილმი.
თავი რომ დავანებოთ მაყურებლის განგებ შეცდომაში შეყვანას, ინტერვიუს კომპილაციას, ფაქტების დამალვას, დამახინჯებას და „ხალხის აზრით“ უშვერ მანიპულირებას, „ტვ პირველის“ სიუჟეტები შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ გალაშქრებად აზრის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ხოლო ტოკლიკიშვილის მიმართ - მისი პატივისა და ღირსების შელახვის მცდელობად.
ერთდროულად ამდენი დარღვევის, მანიპულაციისა და ფაქტების დამახინჯების რაოდენობა რეკორდულია თავად „ტვ პირველისთვისაც“ კი.
შესაძლოა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს სხვადასხვა ფილმზე და უახლეს ისტორიაში ადრეც ყოფილა ფაქტები, როცა ესა თუ ის ჯგუფი აპროტესტებდა მისთვის მიუღებელი შინაარსისა და გზავნილის მქონე ფილმის ჩვენებას.
მაგრამ აქამდე არასდროს მომხდარა მედიის ჩართვა არათუ პროტესტში, არამედ ფილმის ავტორის შერჩევით ბულინგში.
აქამდე არ მომხდარა ქართული ფილმის დაკავშირება ოკუპანტთან მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავებული ხედვით ასახავს ახლო ისტორიას.
შესაძლოა თავის დროზე მართლაც ნაჩქარევად გადაწყდა ერის არმოშუშებული ტკივილის თემაზე, არაერთაზროვანი გზავნილის მქონე ფილმის დაფინანსება, მაგრამ ფილმის გაფორმება რუსულ დაკვეთად, მისი სცენარის ავტორის დისკრედიტაცია, ხოლო რეჟისორისთვის ხელის დაფარება მისი ოპოზიციურობის გამო, სულ მცირე, ამორალობის ის დონეა, რომელიც ვერასდროს ჩაითვლება დემოკრატიისთვის მებრძოლი, თავისუფალი და თავმოყვარე მედიის სტანდარტად.
„იარე ლიზას“ ავტორის შერჩევითი ბულინგი „ტვ პირველზე“
30 სექტემბერი 2023ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე ლიზა“, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.