ევროკავშირმა ონლაინ სივრცეში ბავშვების დასაცავად ახალი კანონპროექტის იდეა წარადგინა. ინიციატივა ინტერნეტში წარმოებული მიმოწერის, ჩატის კონტროლს ეხება. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მმართველ ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ, კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონებში პირადი მიმოწერები, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტო-ვიდეო მასალები დაინახონ.
ინტერნეტში ძალადობისგან ბავშვების დაცვის ინიციატივა ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ ევროკომისია ახალ კანონს მოსახლეობის მასობრივი თვალთვალისთვის გამოიყენებს.
2025 წლის 26 ნოემბერს, ევროპული საბჭო შეთანხმდა ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ონლაინ სივრცეში ამ ტიპის ძალადობის პრევენციას ემსახურება.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ კანონის მიღების შემდეგ, ციფრული სერვისების კომპანიებს ექნებათ ვალდებულება, საკუთარ პლატფორმებზე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ან ხელშემწყობი მასალების გავრცელება გააკონტროლონ.
უფლებამოსილ ორგანოებს კი ექნებათ ძალაუფლება, რომ კომპანიებს ასეთ კონტენტზე წვდომის დაბლოკვა და საძიებო სისტემებიდან ამ შინაარსის ინფორმაციის ამოღება დაავალონ. რეგულაციის სადავო ნაწილი პირადი მიმოწერებისა და ონლაინ ჩატების შესაძლო სკანირების მექანიზმს უკავშირდება.
ინიციატივის თავდაპირველ ვერსიაში ციფრულ კომპანიებს, ძალადობის შემცველი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით, შეტყობინებების სკანირება ევალებოდათ. განახლებულ ვერსიაში კი ეს მხოლოდ ნებაყოფლობითია, თუმცა ევროკავშირი იტოვებს უფლებამოსილებას, რომ კანონის ამოქმედებიდან 3 წელიწადში ინფორმაციის გაშიფვრის ვალდებულების დაკისრების საკითხი ხელახლა დასვას.
სწორედ, ამ ჩანაწერმა განაპირობა ახალი რეგულაციის საწინააღმდეგო მოძრაობა.
„მართალია, ჩატკონტროლის რეგულაცია ნაკლებ რადიკალური გახდა, თუმცა მას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რადგან კვლავ ღიას ტოვებს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ სავალდებულო გახდეს პირადი ჩატების სკანირება. ექსპერტები კონფიდენციალობის პრობლემებზე საუბრობენ. როცა ამ კანონპროექტს კენჭისყრაზე გაიტანენ ევროპარლამენტში, ხმას არ მივცემ“,- აცხადებს დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ.
კანონპროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოქალაქეების პირადი ცხოვრების ცენზურაში ადანაშაულებენ.
„წარმოიდგინეთ, ტელეგრამზე, სიგნალში, გუგლში , ელექტრონულ ფოსტაზე ყველა ჩვენი შეტყობინება დასკანირდება. ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრი კითხვა ჩნდება, თუ როგორ მოხდება ამ პროცესის აღსრულება. თუმცა ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, მთავარი შეშფოთება ჩვენი თავისუფლების, ჩვენი სიტყვის გამოხატვის უფლების შესაძლო შეზღუდვას უკავშირდება“,- განმარტა ევროპარლამენტარმა მატილდა ონდრუემ.
„ჩატკონტროლს“ ეწინააღმდეგებიან გერმანიაშიც. ბუნდესტაგის დეპუტატი ელის ვეიდელი აცხადებს, რომ პედოფილიასთან ბრძოლის სახელით ევროკავშირს, რეალურად, მოქალაქეებზე კონტროლის დაწესება სურს:
„ევროკავშირს სურს, წაიკითხოს ყველაფერი, რასაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მეგობრებს, ნაცნობებსა თუ პარტნიორს გაუგზავნით. ეს არის „ჩატკონტროლი“, რომელიც ძალადობის პრევენციის მექანიზმის სახელით არის შენიღბული“,- აღნიშნა ელის ვეიდელმა.
„ჩატკონტროლის“ წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობაც დაიწყო და შეიქმნა ვებგვერდი, სადაც ევროკავშირის დაანონსებული რეგულაციის პოტენციური რისკები და კანონპროექტის მიღების პროცედურები დეტალურად არის აღწერილი. თავმოყრილია ინფორმაცია იმ წევრი სახელმწიფოების და ევროპარლამენტარების შესახებ, რომლებიც ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. ამ დროისთვის წინააღმდეგია ევროკავშირის წევრი 4 ქვეყანაა, 23 კი - მომხრე. კანონპროექტის ოპოზიციაში ნიდერლანდები, პოლონეთი, იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკა დგანან.
მოქალაქეთა პირადი სივრცისა და კონფიდენციალობის შელახვის მოსალოდნელი რისკების გამო, ევროკავშირის ინიციატივას არც სოციალური ქსელის მფლობელები ემხრობიან. ევროპული საბჭოს მიერ შეთანხმებულ რეგულაციას სახიფათო უწოდა ილონ მასკის „X”-მა, Meta-ში აღნიშნეს, რომ კანონპროექტი კონფიდენციალობას, თავისუფლებასა და ციფრულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, Telegram-ის მფლობელმა პაველ დუროვმა კი „ჩატკონტროლს“ მასობრივი თვალთვალის მექანიზმი უწოდა.
ევროკავშირი საკუთარი ოფიციალური პოზიციით მასობრივი თვალთვალისა და კონფიდენციალობის დარღვევის ბრალდებებს უარყოფს. ევროპულ მედიაში წერენ, რომ კანონპროექტის გარშემო ატეხილი პანიკა ნაადრევია და დისკუსიას ბევრი შეცდომაში შეჰყავს, რადგან დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არსებობს და საკითხზე მუშაობა გრძელდება.
26 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შემდეგ ევროპული საბჭო ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის შესახებ რეგულაციის ტექსტზე მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან დაიწყებს. კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე კი ტექსტში ცვლილებებია მოსალოდნელი.
„ჩატკონტროლი“ ბავშვების დასაცავად
11 იანვარი 2026ევროკავშირმა ონლაინ სივრცეში ბავშვების დასაცავად ახალი კანონპროექტის იდეა წარადგინა. ინიციატივა ინტერნეტში წარმოებული მიმოწერის, ჩატის კონტროლს ეხება. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მმართველ ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ, კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონებში პირადი მიმოწერები, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტო-ვიდეო მასალები დაინახონ.

ფოტო: shutterstock