მონღოლთა ბატონობის ჟამს, ახალგაზრდა კაცი მარტო გადაწყვეტს მტრისგან გარშემორტყმული ციხის აღებას. შეასრულებს კიდეც, თუმცა მტრის რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად თავადაც კვდება. სოფელი უკმაყოფილო და დამფრთხალია, ახალგაზრდა კაცის გმირობასაც აგდებით უყურებენ და სიბრიყვედ მიაჩნიათ, მაგრამ გადის ოცი წელი და ეს გმირული აქტი თავის ნაყოფს ახლა შვილების თაობაში გამოიღებს - შვილები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისათვის. გმირობის ცეცხლი მომავალში ისევ ღვივდება.
ეს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველაა, „ამაყი“ ჰქვია და რეფრენად ეს ფრაზა გასდევს: „მკვდარ სიცოცხლეს ცოცხალი სიკვდილი სჯობს“. ამ პატარა, დიდი აზრით დამუხტულ ტექსტში მართლაც ზღვა სივრცეა რეფლექსიისათვის, მსჯელობის და თუნდაც კამათისათვის.
სავარაუდოდ, სწორედ ეს არგუმენტი აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზატორებს, რომლებმაც ნოველა „ამაყი“ საგამოცდო ტესტებში არაპროგრამულ მასალად შეიტანეს და სადისკუსიო თემად სწორედ ნოველის მთავარი აზრი აქციეს: „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“.
ეს ფაქტიც, ალბათ, უმტკივნეულოდ და ზოგადად საგამოცდო დინამიკის შესაბამისად ჩაივლიდა, რომ არა ის დრამატურგია, რომლითაც ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები და ერთი შეხედვით „ნორმალური“ სადისკუსიო თემა სრულიად პოლიტიზებულ, მორიგ აბსურდად აქცია.
დრამატურგიის კვანძი იქ იკვრება, სადაც ამ არაპროგრამული თემის შესახებ, გამოცდის დაწყებიდან რამდენიმე საათში, საპროტესტო პოსტს ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ გამოცდას მისი ოჯახის წევრი აბარებდა და არგუმენტირებული ესეს დასაწერად ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის გააზრება მოუწია.
ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტის პოსტს მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა „მთავარსა“ და ტვ „პირველზე“, ფაქტის პოლიტიკური კონტექსტი აიტაცეს სოციალურ მედიაშიც. დაგმეს ამ თემის რელევანტურობა, „ფორმულას“ ეთერში კი „პარტიულ მესიჯბოქსად“ მიიჩნიეს მასზე აბიტურიენტების რეფლექსია.
ამ ფაქტში რამდენიმე საგულისხმო მომენტია:
ა) ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება უკიდურესად პოლიტიზებულია, ყველა მოვლენა შეიძლება იქცეს მორიგი პოლიტიკური სპეკულაციის საბაბად, ყველა საზრისი შეიძლება დაიცალოს ჭეშმარიტებისგან/სიმართლისგან და რეფორმირდეს ისე, როგორც ეს კონკრეტულ მეინსტრიმს აძლევს ხელს;
ბ) ამ ტენდენციას აღვივებს და ცეცხლზე ნავთს უსხამს მედია, რომელიც თავის შინაარსს მუდმივად განსაზღვრავს კერძო ინტერესების და შეხედულებების მიხედვით;
გ) კვლავ დიდ პრობლემად რჩება წაკითხულიდან აზრის გამოტანა, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულადაა - ჯერ წაკითხვაა საჭირო იმის, საიდანაც აზრის გამოტანა შეიძლება, მით უფრო ისეთი განსაკუთრებული მწერლის შემოქმედებისა, როგორიც ნიკო ლორთქიფანიძეა.
ეროვნულ გამოცდაზე, არგუმენტირებული ესესთვის შეთავაზებული ეს დილემა (აქვს თუ არა ბრძოლას აზრი ), თავისთავად, ნებისმიერ დროსა და ფორმაციაში, კაცობრიული სააზროვნო წიაღიდან მოყოლებული დღემდე - ცხადია, აქტუალური და ცოცხალია. ამ აზრთა ჭიდილში იბადება პიროვნული/ეროვნული გამოცდილება, გმირობისა და მსახურების ცეცხლოვანი აქტები.
ამ დილემაში, ვინც კარგად დააკვირდება, პასუხიც იგულისხმება, ყოველ შემთხვევაში, ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ამაყი“ სწორედ პასუხის ჭეშმარიტებიდანაა დაწერილი;
ხოლო თუ აბიტურიენტი თავის პირველ ეროვნულ გამოცდას ამ თემაზე პირუთვნელი ფიქრითა და არგუმენტირებული მსჯელობით ჩააბარებს, ბუნებრივად ჩნდება იმის რწმენაც, რომ მომავალში მას არც სხვა ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება გაუჭირდება.
„ჩამჭრელი კითხვების“ აუტანელი სიმსუბუქე
04 ივლისი 2022მონღოლთა ბატონობის ჟამს, ახალგაზრდა კაცი მარტო გადაწყვეტს მტრისგან გარშემორტყმული ციხის აღებას. შეასრულებს კიდეც, თუმცა მტრის რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად თავადაც კვდება. სოფელი უკმაყოფილო და დამფრთხალია, ახალგაზრდა კაცის გმირობასაც აგდებით უყურებენ და სიბრიყვედ მიაჩნიათ, მაგრამ გადის ოცი წელი და ეს გმირული აქტი თავის ნაყოფს ახლა შვილების თაობაში გამოიღებს - შვილები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისათვის. გმირობის ცეცხლი მომავალში ისევ ღვივდება.