ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“, უფრო ზუსტად კი, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ქართულ მედიასთან დაკავშირებული ერთერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და ჯერ კიდევ ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვაა - როგორ და რა მეთოდებით ახერხებდნენ ჯერ „ფერადი რევოლუციის“ პროექტთან, ხოლო მოგვიანებით, უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული მედიასაშუალებები საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და დომინაციას ქართულ საინფორმაციო ველში.
საინტერესოა, რა იყო მთელი ამ პერიოდის მანძილზე თუნდაც იგივე „რუსთავი2“-ის წარმატების მთავარი რეცეპტი?
წინამდებარე მცირე მიმოხილვის ფარგლებში ცხადია, შეუძლებელია სრულყოფილი და ამომწურავი პასუხების გაცემა ამ ფუნდამენტურ კითხვებზე, თუმცა ავტორი ნამდვილად ეცდება გამოკვეთოს ძირითადი ფაქტორები;
მაშ ასე, მიზეზი პირველი - თუმცა ნუმერაცია აქ პირობით ხასიათს ატარებს - ეს უდავოდ არის ინერცია.
რასაკვირველია, 2012 წლის არჩევნების შემდეგ იგივე „რუსთავი2“ ვერ სარგებლობდა ისეთივე პრივილეგიებით, როგორც ვთქვათ 2004-2012 წლებში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ამ პრივილეგიების შედეგად მიღებული იმპულსი და ინერცია ვერ გაქრება არჩევნების დღეს.
რეალურად, „რუსთავი2“ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში წარმოადგენდა მთავარ სახელისუფლებო არხს, აქედან გამომდინარე ყველა პრივილეგიით; რაც გულისხმობს ისეთ, ერთი შეხედვით „უწყინარ“ პრივილეგიებს, როგორიცაა მაგალითად, ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან არხისთვის უპირატესობის მინიჭება ინტერვიუს მიცემის ან გადაცემებში მონაწილეობის მხრივ, რაც ყოველთვის მაღლა სწევს არხის ყურებადობის კოეფიციენტს; ასევე ისეთ საეჭვო და საკამათო საკითხებსაც, როგორიცაა რეკლამის განაწილებისა და გადასახადებთან დაკავშირებული თემები და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში „რუსთავი2“ ჩამოყალიბდა, როგორც ქართული მასშტაბებისთვის უზარმაზარი რესურსების მქონე სახელისუფლებო მედია, რომელსაც თუნდაც მხოლოდ თავისი რესურსების წყალობით, ერთი მხრივ, შეეძლო ეთამაშა ინფორმაციის მთავარი (და ზოგ შემთხვევაში ერთადერთი მსხვილი) წყაროს როლი, ხოლო მეორე მხრივ, გამოეყენებინა ეს როლი და პოზიცია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პროექტის მხარდაჭერისთვის.
„რუსთავი2“-ს ბევრი უყურებდა სწორედ მისი მასშტაბისა და „სოლიდურობის ეფექტის“ გამო, ხოლო მაყურებელსა და არხს შორის დროთა განმავლობაში ყალიბდება შეჩვევის ეფექტი;
ასე შეგვიძლია აღვწეროთ ინერცია, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი...
თუმცა, თუ ინერციით შეიძლება ავხსნათ 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, ეს ფაქტორი ვერ ახსნის იგივე არხის ყურებადობას „ვარდების რევოლუციამდე“. მაშასადამე არის კიდევ სხვა (და არაერთი) ფაქტორი, რომელიც ერთდროულად მუშაობდა და მუშაობს...
ერთერთი ასეთი ფაქტორი კი უდავოდ არის ის, რომ
„რუსთავი2“ არასდროს ყოფილა მხოლოდ მედია, ამ სიტყვის კომერციული გაგებით. სინამდვილეში ის ყოველთვის იყო დიდი პოლიტიკური პროექტის ერთერთი ნაწილი, სადაც მკაფიოდ იყო განსაზღვრული მისი როლი და ადგილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში.
სხვა სიტყვებით, „რუსთავი2“ მუშაობდა არა დამოუკიდებლად, როგორც ავტონომიური ორგანიზმი, ან მხოლოდ პარტიასთან კოორდინაციის რეჟიმში, არამედ იმთავითვე ორგანულად იყო დაკავშირებული აღნიშნული პოლიტიკური პროექტის სხვა ნაწილებთან, როგორიცაა მაგალითად, იმავე პროექტის მხარდამჭერი აკადემიური და საუნივერსიტეტო სივრცეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები და ა. შ.
ამასთანავე, თუ ერთი მხრივ, პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა და კონკრეტულ იდეოლოგიასთან აფილაცია ხშირად იყო კრიტიკის მიზეზი „რუსთავი2“-ის მიმართ, აპოლიტიკური მედიის მომხრე მედიაკრიტიკოსების მხრიდან, მეორე მხრივ, იგივე მდგომარეობა მას აძლევდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან უპირატესობებს, რომლებსაც შეგვიძლია თვალნათლივ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ თუნდაც იგივე ამერიკული მედიის მაგალითზე.
და ბოლოს - ცხადია, მედია შეუძლებელია შევაფასოთ და განვიხილოთ მხოლოდ ფინანსურ და პოლიტიკურ ჭრილში. რეალურ ცხოვრებაში ამ ფაქტორებს იყენებენ და აყალიბებენ კონკრეტული ადამიანები, რასაც მთლიანობაში ადამიანურ რესურსს ვუწოდებთ. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ „რუსთავი2“-ზე, ან თუნდაც „მთავარ არხზე“, ადამიანური და პროფესიული რესურსის ანალიზი აუცილებელია.
სხვათა შორის, ამ კომპონენტის ანალიზი ასევე (და კიდევ უფრო მეტადაც) მიზანშეწონილია სხვა მსხვილი მედიასაშუალებების მუშაობის შესწავლისას, რომლებსაც ხშირად უჭირდათ (და უჭირთ) ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ტელევიზიასთან კონკურენცია; იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ არანაკლები მატერიალურ-ტექნიკური რესურსები გააჩნიათ.
მაგალითად, თუ დავაკვირდებით „იმედის“ და „რუსთავი2“-ის კონკურენციის ისტორიას, დავინახავთ, რომ „იმედს“ ფაქტობრივად ვერასდროს „მიყავდა“ ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ან პოლიტიკურად ნეიტრალური ყველა მაყურებელი „რუსთავი2“-სგან, ხოლო „რუსთავი2“ - პირიქით, ფაქტობრივად ყოველთვის ახერხებდა ჰქონოდა იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე თვითონ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა.
ასევე საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს „ტვ პირველის“ მუშაობაზე დაკვირვებაც - იმის მიუხედავად, რომ არხი პროფესიონალი ჟურნალისტების დეფიციტს თითქოს არ განიცდის, მაინც ვერ ქმნის საკუთარ დღის წესრიგს, ანუ საკუთარ ხაზს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ზოლში; და საკუთარ გადაცემებს თუ ახალ ამბებს ძირითადად სწორედ „მთავარი არხის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე და იმავე არხის მიერ დასმულ აქცენტებზე აგებს.
საინტერესოა, რით შეიძლება აიხსნას ასეთი დამოკიდებულება „მთავარ არხზე“ მაშინ, როცა „მთავარ არხს“ ვერ გადაეცემოდა „ძველი რუსთავი2“-ის მთელი ინერცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მატერიალური რესურსებითაც არ არის იმდენად ძლიერი, რომ ამ ფაქტორით მოახერხოს სხვა ტელევიზიებზე გავლენის მოხდენა.
ამ შემთხვევაში ერთერთ მთავარ გარემოებად უნდა ჩავთვალოთ სწორედ ადამიანური რესურსის ფაქტორი. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების წარმატების ერთერთი მიზეზი უდავოდ არის ის, რომ „ფერადი რევოლუციისთვის“ ზოგადად დამახასიათებელი „ნაღების მოხდის“ პროცესი განხორციელდა მედიაშიც. ანუ, სხვა სიტყვებით, სისტემა ცდილობდა მიემხრო ან სულ მცირე, საკუთარ სამსახურში ჩაეყენებინა ფაქტობრივად ყველა პროფესიონალი; და ნაწილობრივ მან ეს მოახერხა კიდეც, რამაც კონკურენტ და პოტენციურად კონკურენტ მედიებს შეუქმნა პროფესიონალური კადრების, განსაკუთრებით კი მედია-მენეჯერების დეფიციტი, რომელიც დღემდე იგრძნობა.
...ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც განაპირობებდნენ და დღემდე განაპირობებენ საქართველოში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მედიების მუშაობის ეფექტიანობას. ამ ჩამონათვალის გაგრძელება და დაზუსტება ცხადია, შესაძლებელია, თუმცა ეს უკვე ალბათ სხვა, უფრო ვრცელი და უფრო მოცულობითი, აკადემიური კვლევის ამოცანაა.

„ახალი ამბები კეთდება აქ“
02 თებერვალი 2020ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“, უფრო ზუსტად კი, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ქართულ მედიასთან დაკავშირებული ერთერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და ჯერ კიდევ ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვაა - როგორ და რა მეთოდებით ახერხებდნენ ჯერ „ფერადი რევოლუციის“ პროექტთან, ხოლო მოგვიანებით, უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული მედიასაშუალებები საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და დომინაციას ქართულ საინფორმაციო ველში.