ჩვენ შესახებ

მედიაკრიტიკა მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულებაა და წარმოადგენს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმას.

 

მედიაკრიტიკა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს საინფორმაციო მასალებს მსოფლიო მედიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების და ტენდენციების, სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელობის შესახებ; ასევე მედიის რეგულირების და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების საკითხებზე;

 

მედიაკრიტიკა ყურადღებას უთმობს ასევე ქართული ენის ნორმების დაცვის საკითხებს, მედიაში სწორი ენობრივი ფორმების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით.