წითელი ვერსია
  • 26
  • 10065

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი მედიის ყურადღების მიღმა

03 დეკემბერი 2019

30 ნოემბერს თურქეთში, ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) გაიხსნა და ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ნაკადიც პირველად გაეშვა.


სამხრეთის გაზის დერეფანი, რომლის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია, რუსეთის გვერდის ავლით, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აზერბაიჯანიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს.


2023 წლისთვის, როცა მილსადენში უკვე 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაივლის, საქართველო ყოველწლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ აირს მიიღებს, ნაცვლად 300 მილიონისა, რასაც ამ დროისთვის „შაჰდენიზის“ გაზსადენიდან მოიხმარს.


ენერგორესურსის მოზიდვის პარალელურად, პროექტი, რომელზეც ევროკავშირი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი 7 წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის გაძლიერებას და იმავდროულად, რუსეთისგან ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.


TANAP-ის სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, მილსადენის გახსნის ცერემონიამ ქართულ ტელესივრცეში შესაბამისი გაშუქების გარეშე ჩაიარა.


30 ნოემბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებები „იმედმა“ და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მილსადენის გახსნის თემით დაიწყეს, თუმცა ამომწურავი ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებიათ. სათანადო ყურადღება ამ პროექტს არც „რუსთავი 2“-მა და „მაესტრომ“ მიაქციეს; ტელეკომპანია „ფორმულამ“ მილსადენის გახსნის გაშუქებას 28 წამი დაუთმო; TANAP-ის შესახებ ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ მაყურებელმა;


ხათუნა კიღურაძე
  • 26
  • 10065
0 Comments