წითელი ვერსია
  • 8
  • 4271

ვერსიიდან ბრალდებამდე

29 ივნისი 2020

გახმაურებული დანაშაულის გაშუქება ხშირად არა თუ დღეების, არამედ თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი გრძელდება. ამ დროს მედიაში შესაძლოა გავრცელდეს არაერთი ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის დამაბნეველია, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა მედია აჟღერებს ბრალდებებს, რომელთა დასადასტურებლადაც არაფერს გვთავაზობს.


ერთ-ერთი ასეთი ბრალდება მოისმინა მაყურებელმა 28 ივნისს „მთავარი არხის“ 15 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც წამყვანმა მაყურებელს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ ამცნო:


„ვინ არის „კაწრო“, იგივე ავთანდილ ბილანიშვილი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ საქმეში იკვეთება? დაკავებული ნახალოვკელი რაგბისტები სწორედ ბერა ივანიშვილის ძმაკაცის, ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან და სწორედ, ოლიგარქის ვაჟთან ახლობლობის გამო შეძლო „კაწრომ“ დამნაშავეების მფარველობა და პოლიციასთან საქმის დალაგება“.


როგორც თავად წამყვანმა აღნიშნა, ხსენებული მორაგბეები დაკავებული არიან და ამდენად, გაურკვეველი დარჩა, რაში გამოიხატა „დამნაშავეების მფარველობა და პოლიციასთან საქმის დალაგება“; მაყურებელმა ასევე ვერ გაიგო, თუ რა სახით „იკვეთება“ „მთავარი არხის“ მიერ ხსენებული ავთანდილ ბილანიშვილი ფეხბურთელის საქმეში ან რა იგულისხმება „ბერა ივანიშვილის ძმაკაცის ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფება“-ში.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 4271
0 Comments