წითელი ვერსია
  • 4
  • 5816

ძალადობის ამსახველი ვიდეო ტელეარხებზე

29 ივნისი 2022

28 ივნისს ტელეკომპანიებმა - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „პირველი“, ასაკოვან მამაკაცზე ახალგაზრდების ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს. მათმა ნაწილმა ვიდეომასალა დამუშავების გარეშე, ნაწილმა კი დამუშავებული, თუმცა მარტივად აღქმადი სახით გამოაქვეყნა, როგორც ეთერში, ისე ფეისბუკ და ვებგვერდებზე.


ტვ „პირველმა“ ვიდეომასალა აუდიო და გრაფიკული დამუშავების გარეშე გაავრცელა, სადაც მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და უცენზურო ლექსიკაც გარკვევით ისმის. ტვ „პირველის“ მასალა უცვლელი სახით გამოაქვეყნა „პალიტრავიდეომ“.


კადრების ფრაგმენტი აუდიოდაფარვით და მოკლე ინფორმაციის თანხლებით ვებგვერდზე განათავსა “რუსთავი 2“-მა.


აუდიტორიისთვის უცნობი დარჩა არა მხოლოდ დანაშაულის მოტივი, არამედ ისიც, რატომ იყო აუცილებელი მძიმე სცენის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება; მით უფრო იმ დროს, როცა სავარაუდო დამნაშავეები უკვე დაკავებული იყვნენ.


ამგვარი გაშუქების ერთადერთი შედეგი მხოლოდ ძალადობის და უცენზურო ლექსიკის ტირაჟირება შეიძლება იყოს.


ტელემაუწყებლებისგან განსხვავებულად გააშუქა მომხდარი რადიო „ჰერეთმა“, რომელმაც ვებგვერდზე მხოლოდ ინფორმაცია გამოაქვეყნა, ვიდეო ან ფოტო არ გაუვრცელებია.


მანანა მჭედლიშვილი
  • 4
  • 5816
0 Comments