წითელი ვერსია
  • 1
  • 4868

„კლასტერული გამოკითხვები“

08 აპრილი 2020

კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობა ქართული მედიის მთავარი თემაა. ამ ფონზე, ინფიცირების ახალი შემთხვევების გაშუქება ზოგიერთ ტელეარხზე ეპიდემიოლოგების სამუშაო პროცესს ემსგავსება.


„მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ 7 აპრილის საინფორმაციო გამოშვებებში
ამ თემაზე არაერთი სიუჟეტი გადასცეს.


რეპორტიორების შეკითხვები, რომლებითაც ისინი ახალი პაციენტების საცხოვრებელ ადგილებზე, მათ მეზობლებსა თუ ნაცნობებს მიმართავდნენ, ეხებოდა დაინფიცირებულის კონტაქტებს, გადაადგილებას, სამსახურს და საქმიანობას.


ეთერში ასეთი კითხვებიც გაისმა:


„კიდევ არიანო დავაადებულებიო და თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია?“


„ის ადამიანი ეკლესიაში დიდი ხანია მსახურობს?“


„დაახლოებით რა ასაკის მამაკაცია?“


„სამივეს დაუდასტურდა, თქვენი ინფორმაციით?“


„პირველი რომელი დაინფიცირდა, თქვენი ინფორმაციით?“


„ამის შემდეგ რამდენ ხანში გამოუვლინდათ მისი ოჯახის წევრებს?“


„რესტორანში მუშაობდა ეს ქალბატონი, ხომ?“


„ვინ იყო ამ ოჯახში სტუმრად?“


„მანამდე დადიოდა ტაძარში ხშირად?“


„დედამისსაც კორონა აქვს? დედამისსაც სიცხე ჰქონდა?“


„ინფიცირების წყარო რა არისო, რას ამბობენ, ბაბუა არის თუ ტაძრიდან არის?“


„ძირითადად სახლიდან ვინ გადიოდა?“


ამ შინაარსის კითხვებზე პასუხებს რეპორტიორები ან საერთოდ ვერ იღებენ, ან რესპონდენტების აგრესიას ხვდებიან.


აქვე ფრაზები, რომლებიც ადგილიდან მომზადებულ რეპორტაჟებსა და პირდაპირ ჩართვებში გამოიყენება:


„სოფელ რუისის მოსახლეობა სრულ პანიკაშია. ადგილობრივები შოკში არიან მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ სოფელში კოვიდინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებოდა“;


„შიდაუკონტროლო გავრცელებამ მოიცვა ყველა რეგიონი“;


„25 ოჯახი არის მაღალი რისკის ჯგუფში და შესაძლოა, მათაც ჰქონდეთ კორონავირუსი“;


დღის განმავლობაში გასულმა მასალებმა საღამოს გამოშვებებში ამ სათურების ქვეშ მოიყარა თავი:


„დაინფიცირებული სტიქაროსანი“;


„განგაში გლდანში“;


„თიანეთი - ეპიდემიის ახალი კერა“;


ასეთი „კლასტერული გამოკითხვების“ შედეგად მაყურებელი არა ინფორმაციას, არამედ შიშის და პანიკის განცდას ღებულობს.



მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 4868
0 Comments