წითელი ვერსია
  • 222
  • 6612

ნობელიანტი თუ ნობელიატი?

08 ივნისი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XI)


კარგად შეუნიშნავთ ჩვენს სტილისტებს, რომ უცხო სიტყვების მართლწერისას ქართულში „ნ“ ბგერასთან დაკავშირებული სამგვარი შეცდომის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს: „როცა თანხმოვანი უმართებულოდ იკარგება, როცა თანხმოვანი ზედმეტია და როცა -ს ცვლის მ თანხმოვანი“.


დამოწმებულ წყაროში ზედმეტი „ნ“-ს ნიმუშად ეს სიტყვებია დასახელებული:


„ინციდენტი (და არა ინციდენტი)

პრეცედენტი (და არა პრეცედენტი)

სტიპენდიატი (და არა სტიპენდიატი)

კომპრომეტაცია (და არა კომპრომეტაცია)“.


ამას უნდა დაემატოს ნობელიატიც, რომელიც უმეტესად არასწორი ფორმით გვხვდება ზეპირმეტყველებაშიც, პრესაშიც და ელექტრონულ მედიაშიც: ნობელიატი. მეორე „“ აქაც ზედმეტია.


მაგალითები:


ნობელიანტმა მეცნიერმა ქალებმა მართლაც შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ და კაცობრიობა პროგრესის გზაზე დააყენეს“; (01.04.2021)


„ოპოზიციური ‘საკოორდინაციო საბჭოს’ წევრებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი – ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი რჩება თავისუფალი და მასაც რეგულარულად დაკითხვებზე იბარებენ“; (05.06.2021)


„მედიცინის დარგში ნობელიანტების გამოცხადებით დაიწყო ტრადიციული ნობელის კვირა“; (ოქტომბერი 05, 2020)


„ტონი მორისონი გარდაიცვალა, იგი პირველი ნობელიანტი ამერიკელი შავკანიანი მწერალი იყო“; (07.08.2019)


ნობელიანტი მწერალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორი მარიო ვარგას ლიოსა თბილისს სექტემბრის შუა რიცხვებში ეწვევა“. (24.01.2019)


ამ არასწორი ფორმით არის ეს სიტყვა შეტანილი სასკოლო ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც.


იშვიათად სწორი ფორმითაც გვხვდება:


ნობელიატი ფიზიკოსები ახალი აღმოჩენის შესახებ აცხადებენ“; (14.10.2017)


„თავად განსაჯეთ, რა შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა რომელიმე მათგანს, თუნდაც ყოფილი სასტუმრო ‘ლონდონის’ შვეიცართან, რომელსაც ნობელიატი ნორვეგიელი მწერალი, კნუტ ჰამსუნი აღწერს როგორც ადამიანს, რომელიც ახალგაღვიძებულიც კი სხაპა-სხუპით საუბრობდა ფრანგულად“. (20.02.2021)


რაც შეეხება სწორი და არასწორი ფორმების გამოყენების სიხშირეს, ინტერნეტსაძიებლის მონაცემები (05.06.2021-სთვის) ასეთია:


ნობელიანტი: დაახლოებით 17 400 შედეგი (0,31 წამი);

ნობელიატი: დაახლოებით 2 200 შედეგი (0,23 წამი).


ბლოგის თავში დამოწმებული წყარო მართებულად გვირჩევს:


თანხმოვნის უმართებულოდ ჩამატებას ან, პირიქით, ამოკლებას თავიდან ავიცილებთ, თუ ერთ მარტივ წესს დავიმახსოვრებთ:

ყველა საორჭოფო შემთხვევაში მნიშვნელოვანია უცხოური სიტყვის წარმომავლობისა და მისი პირვანდელი დაწერილობის გათვალისწინება“.


„ნობელიატი“ რუსული წარმომავლობის სიტყვაა (нобелиат), შექმნილია „ლაურეატის“ ანალოგიით და ჟარგონული ელფერის მატარებელია. ინგლისურად მას შეესატყვისება Nobel laureate, გერმანულად – Nobelpreisträger, ფრანგულად – lauréat du Prix Nobel.


ისიც საცოდნელია, რომ რუსული წარმომავლობის „ნობელიატი“ ქართულ ენაში უფრო გავრცელებულია, ვიდრე რუსულში. ზემოთ უკვე დავიმოწმეთ მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ ამ სიტყვის მართებული და უმართებულო ფორმით ხმარების 19 600-მდე შემთხვევა იპოვა ინტერნეტსაძიებელმა, ხოლო იმავე დღეს (05.06.2021) რუსულენოვან ინტერნეტში მისი გამოყენების 15 600-მდე შემთხვევა აღინუსხა მხოლოდ და მხოლოდ (0,31 წამში), ეს მაშინ, როდესაც ლიტერატურული нобелевский лауреат მილიონობით გვხვდება.

*

ამრიგად, საქმე გვაქვს იშვიათ შემთხვევასთან: რუსული ჟარგონული სიტყვა ქართულში ლიტერატურულ სიტყვად დამკვიდრდა. როგორც ჩანს, აქ აღარაფერი შეიცვლება. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ უმართებულო ფორმას მართებული ვამჯობინოთ.


უზუსტობის მიზეზად კი ანალოგია უნდა დასახელდეს: კომენდანტი, სეკუნდანტი, დებიუტანტი, დილეტანტი და -ანტ-ზე დაბოლოებული სხვა უცხო სიტყვები ზემოქმედებენ ნობელიატზე და... ესეც მათ მარაქაში გაერია, მაშინ როცა ლაურეატისა და სტიპენდიატის გვერდით უნდა იდგეს.


ლევან ბრეგაძე
  • 222
  • 6612
0 Comments