ტელეკომპანია CBS News-ს ახალი მთავარი რედაქტორი ჰყავს - ამერიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა, The New York Times-ის ყოფილი მიმომხილველი ბარი ვაისი.
ვაისი ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ამ პოზიციაზე დაინიშნა და ის უკვე შეადარეს მემარჯვენე მილიარდერ ილონ მასკს.
ასეთი ასოციცაცია თანამშრომლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ახალმა მთავარმა რედაქტორმა ელექტრონული წერილები დაუგზავნა და დაავალა, დეტალურად აღწერონ, როგორ ატარებენ სამუშაო დღეს; პასუხების დასაბრუნებლად კი რამდენიმედღიანი ვადა მისცა.
„მსურს ვიცოდე, როგორ ატარებთ სამუშაო საათებს და რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ. ასევე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმის შესახებ, რა მუშაობს, რა არის გაუმართავი ან არ შეესაბამება სტანდარტებს. როგორ შეგვიძლია გაუმჯობესება. გთხოვთ გულწრფელობას, რადგან ეს ძალიან დამეხმარება“, - აღნიშნავს ბარი ვაისი თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილში, რომელიც გამოცემა The Independent-მა მოიპოვა.
მართალია, ვაისი თავისი ინიციატივის მიზნად რედაქციის მუშაობის გაუმჯობესებას ასახელებს, წერილმა ზოგიერთი თანამშრომლის შეშფოთება გამოიწვია და ილონ მასკის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, ფედერალური საჯარო მოხელეებისთვის დაგზავნილი წერილები გაახსენა.
„უპასუხოდ დატოვება განხილული იქნება, როგორც გადადგომა“, - აღნიშნავდა მაშინ ილონ მასკი და საჯარო სექტორში დასაქმებულებს ავალებდა, ბოლო კვირაში შესრულებული ხუთი საქმე ჩამოეთვალათ.
ვინ არის ბარი ვაისი?
„მე ვარ გაზეთის ჟურნალისტი, გაზეთის გარეშე“, - თქვა ბარი ვაისმა ოთხი წლის წინ, თავისი პოდკასტის პირველ ეპიზოდში, The New York Times-იდან წამოსვლის შემდეგ.
ბარი ვაისმა The New York Times 2020 წლის ივლისში დატოვა. გამოქვეყნებულ ღია წერილში, განსხვავებული შეხედულებების გამო კოლეგების მიერ მუდმივი ბულინგის შესახებ ისაუბრა და გამოცემას ახალი ამბების მიკერძოებულ გაშუქებაში დასდო ბრალი.
დღეს მას აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის რედაქცია ჩააბარეს.
CBS News-ის მფლობელმა, Paramount Skydance-ის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ელისონმა ბარი ვაისი CBS News-ის მთავარ რედაქტორად საინფორმაციო ვებგვერდის The Free Press-ის შეძენის ფარგლებში დაასახელა.
გავრცელებული ცნობებით, ეს გარიგება 150 მილიონი დოლარი დაჯდა. The Free Press ბარი ვაისმა ხუთი წლის წინ, The New York Times-იდან ხმაურიანი წამოსვლის შემდეგ დააფუძნა.
ელისონმა CBS-ის ქსელზე კონტროლი მიმდინარე წლის ზაფხულში მოიპოვა, როდესაც მისი კომპანია Skydance Media Paramount Global-თან გაერთიანდა.
ამ გარიგებამ აშშ-ში მემარცხენეების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ელისონი Oracle-ის დამფუძნებლის, ტრამპის მოკავშირე მილიარდერის, ლარი ელისონის ვაჟია.
კომპანიების გაერთიანების ნებართვის გაცემას წინ უძღოდა Paramount-სა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სამართლებრივი დავის დარეგულირება, რომლის ფარგლებშიც მედიაორგანიზაცია 16 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.
CBS-ის ეთერში გასული, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინტერვიუსთან დაკავშირებული ამ დავის შესახებ „მედიაკრიტიკა“ ივლისში წერდა.
Paramount-მა ასევე განაცხადა, რომ 2026 წელს დახურავს სტივენ კოლბერტის შოუს, რასაც ზოგიერთი, ტრამპის მიმართ დათმობად მიიჩნევს.
მარეგულირებელი ორგანოსგან მედიაორგანიზაციების გაერთიანების ნებართვის მისაღებად, ელისონმა პირობა დადო, რომ CBS ასახავს პოლიტიკური და იდეოლოგიური სპექტრის შეხედულებათა მრავალფეროვნებას.
როგორც ჩანს, ამ ამოცანის შესრულება CBS News-ზე ბარი ვაისს მიანდეს.
ბარი ვაისი კარიერის ადრეულ წლებში ისრაელის მედიაგამოცემებში მუშაობდა, მათ შორის Haaretz-ში. მოგვიანებით ის იყო The New York Times-ის და The Wall Street Journal-ის მიმომხილველი. საკუთარ თავს აღწერდა, როგორც ყველაზე მემარჯვენეს The New York Times-ის რედაქციაში და პოლიტიკურად ყველაზე პროგრესულს The Wall Street Journal-ში.
ბარი ვაისი ვოუქიზმის და ე.წ. „გაუქმების კულტურის“ (cancel culture) აქტიური მოწინააღმდეგეა და მეინსტრიმული მედიის კრიტიკოსი. მას არ აქვს სატელევიზიო გამოცდილება; მიიჩნევს, რომ ტრადიციულმა მედიამ დაკარგა ავტორიტეტი და აუდიტორიასთან კავშირი.
დევიდ ელისონი აცხადებს, რომ ვაისის დანიშვნა მთავარ რედაქტორად Paramount-ის შინაარსის მოდერნიზების მიზნით და CBS-ისთვის ყველაზე სანდო საინფორმაციო საშუალების სახელის დასამკვიდრებლად მოხდა.
„გვჯერა, რომ ქვეყნის უმრავლესობას სურს დაბალანსებული და ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები. გვინდა, რომ CBS მათი სახლი გახდეს“, - განაცხადა Paramount Skydance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ბარი ვაისი CBS News-ის სათავეში
14 ოქტომბერი 2025ტელეკომპანია CBS News-ს ახალი მთავარი რედაქტორი ჰყავს - ამერიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა, The New York Times-ის ყოფილი მიმომხილველი ბარი ვაისი.

ფოტო foxnews.com