წითელი ვერსია
  • 3
  • 6886

გამოტოვებული თემა „იმედზე“

16 იანვარი 2020

Human Rights Watch-ის მიერ ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარების შეფასება იყო 15 იანვარს ქართული მედიის ერთერთი მთავარი თემა.


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნას უკავშირდებოდა.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ივნისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისას ხელისუფლებამ „არაპროპორციული ძალა გამოიყენა“, რის შედეგადაც „მრავალი ადამიანი დაშავდა.“


ანგარიშში მედიის თავისუფლების კუთხით გასულ წელს არსებული ვითარებაც არის განხილული და აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში“.


ანგარიშის გამოქვეყნებას განსხვავებული შეფასებები მოყვა თბილისში, რასაც მედია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად განიხილავდა.


თუმცა „იმედის“ მაყურებელმა ამის შესახებ ვერაფერი შეიტყო, რადგან ეს თემა არც დღის და არც საღამოს მთავარ გამოშვებაში არ გაშუქებულა.


ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 6886
0 Comments